ბასილაშვილმა პირადი რეკორდი დაამყარა

საქართველოს პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერის საუკეთესო პოზიციაზე გადავიდა – ახალი კვირიდან იგი მსოფლიო რეიტინგში 22-ე ნომრად არის წარმოდგენილი, რაც იმან გამოწვია, რომ მასზე წინ მყოფმა ჩოგბურთელებმა გასულ კვირაში დასაცავი ქულები ვერ დაიცვეს.

ამჟამად ნიკოლოზ ბასილაშვილი 2018 წელს უკანასკნელ ტურნირზე ასპარეზობს – პარიზის მასტერსზე იგი ჯონ მილმანთან ატარებს საკუთარ შეხვედრას და გამარჯვების შემთხვევაში მეორე ეტაპზე კევინ ანდერსონს დაუპირისპირდება, რომელიც გასულ კვირაში მიმდინარე ვენის ტურნირის ტრიუმფატორი გახდა.

 

ბასილაშვილმა პირადი რეკორდი დაამყარა

სტატიის ავტორი
-