CNN: “ისინი კვარაში მარადონას ხედავენ”

ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია: ყველას სურს, ახალგაზრდა მოთამაშეზე რაიმე ახალი თქვას და მისი შესაძლებლობების შესახებ განსხვავებული კუთხით ისაუბროს – ტალანტზე, რომლის შესახებაც სულ ცოტა ხნის წინ არავინ იცოდა. ამჯერად, კვარას ვრცელი სტატია CNN-მა მიუძღვნა, რომელსაც მცირედი კორექტირებით გთავაზობთ.

შემტევი ფეხბურთელების მიმართ, “ნაპოლის” დიდი სიყვარული ყოველთვის ჰქონდა.

გასულ წლებში, ეს ემოცია დრის მერტენსმა და ლორენცო ინსინიემ, რამდენიმე წლით ადრე კი მარეკ ჰამშიკმა და ეზეკიელ ლავეციმ დაიმსახურეს. თუმცა არცერთი მათგანი არ ყოფილა “ნაპოლის” ქომაგისთვის ისეთი პოპულარული ან სათაყვანებელი, როგორც დიეგო მარადონა.

არგენტინელი ფეხბურთელი ნეაპოლიტანური ცეცხლის სიმბოლო იყო. 7 წლის შემდეგ, სამხრეთ იტალია გატანილი გოლებითა და მოგებული ტიტულებით დატოვა.

1986/87 და 1989/1990 წლებში, “ელ პელუსამ” კლუბს ისტორიაში ერთადერთი სკუდეტო მოაგებინა, 1988/89 წლებში კი უეფა-ს თასის ტრიუმფისკენ გაუძღვა. დიეგოს კვალი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ, “ნაპოლიმ” სტადიონს მისი სახელი დაარქვა.

1999-ში, ნეაპოლიდან წასვლის მიუხედავად, მარადონას არსებობის კვალი კლუბს კვლავ ატყვია. “ნაპოლიში” სათამაშოდ მოსული მომცრო ტანის, ტექნიკური, შემტევი ფეხბურთელებისთვის, “ელ პიბე დე ორო” (“ოქროს ბიჭუნა”) კვლავ უმაღლეს სტანდარტს წარმოადგენს.

როდესაც “ნაპოლის” გულშემატკივარი მარადონას გადარებს, მათ დამოკიდებულებაში იკითხება იმედი, რომ გუნდი წარმატებას კვლავ მიაღწევს. ბევრი მოვიდა და წავიდა, ზოგიერთს მარადონას შემცვლელადაც კი მიიჩნევდნენ, მაგრამ გუნდისთვის მესამე სერია A მიუწვდომელი დარჩა.

CNN: "ისინი კვარაში მარადონას ხედავენ" 1

ივლისში, “ნაპოლიში” უცნობი ქართველი გარემარბი გადავიდა.

ნოემბერი ახალი დაწყებულია და ამ მოკლე პერიოდში, ხვიჩა კვარაცხელიას უკვე მარადონას ადარებენ. იტალიაში საოცარი სტარტის შემდეგ, მას “კვარადონა” უწოდეს, ახლა კი მისი სახელი უკვე ევროპის უდიდეს კლუბებს უკავშირდება.

“ნაპოლიში” გადასვლისას, მასზე დიდი ავანსი იყო გაცემული. გუნდი ორმა ლეგენდამ, ნეაპოლში დაბადებულმა ლორენცო ინსინიემ და კლუბის ყველა დროის ბომბარდირმა, დრის მერტენსმა დატოვეს.

“ნაპოლი” მათი შემცვლელის ძიებაში იყო. ბევრისთვის გასაკვირად, გუნდის ხელმძღვანელობამ “დინამო ბათუმისგან” კვარაცხელია დაახლოებით €15 მილიონად შეიძინა, რამაც გარკვეული კითხვებიც გააჩინა: გააკეთა თუ არა “ნაპოლიმ” საკმარისი იმისთვის, რომ თავდასხმაში არსებული სიცარიელე შეევსო.

თუმცა 77-ნომერი მაისურით მოთამაშე კვარაცხელიამ, პასუხი ყველა კითხვას გასცა. 16 შეხვედრაში, მის ანგარიშზე უკვე 8 გოლი და 10 ასისტია. მან მსოფლიოს თავი იმ დღეს გააცნო, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალისტის, “ლივერპულის” მცველები დაატერორა.

კვარამ საქართველოში ცხოვრება შეცვალა

2018 წელს, კვარაცხელია Guardian-ის 60 საუკეთესო ტალანტს შორის მოხვდა. ამავე პერიოდში, იგი იჯარის წესით მოსკოვის “ლოკომოტივში” გადავიდა, სადაც მისი ჰორიზონტი უფრო გაფართოვდა. პირველი კვალი ფეხბურთში კვარაცხელიამ ყაზანის “რუბინში” დატოვა – სწორედ ამ პერიოდში, მან გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიკავა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც შეუერთდა.

CNN: "ისინი კვარაში მარადონას ხედავენ" 2

მოედანზე გაბრწყინების მიუხედავად, სამშობლოში აქტიურად აკრიტიკებდნენ.

2008 წელს, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი გამოჩნდა და დღემდე, ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ მას ამ საკითხზე უფრო ღიად უნდა ესაუბრა, თუმცა კვარაცხელიამ გადაწყვიტა, რომ მისი საქმე პოლიტიკაზე საუბარი არ იყო.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, ფიფა-მ სპეციალური წესი შეიმუშავა, რომელმაც რუსეთში მოთამაშე უცხოელ ფეხბურთელებს კონტრაქტის შეჩერების უფლება მისცა. კვარაცხელიამ ყაზანი დატოვა, საქართველოში დაბრუნდა და “დინამო ბათუმს” შეუერთდა.

რამდენიმე თვისა და გატანილი გოლების შემდეგ, კვარამ “ნაპოლიში” გადასვლა დაიმსახურა. ამ მომენტისთვის კი, მისი გუნდი სერია A-ს ლიდერობს და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზური აქვს მოპოვებული.

CNN: "ისინი კვარაში მარადონას ხედავენ" 3

კვარაცხელიას რეპუტაცია მის სამშობლოში აღდგენილია. მას სამშობლოში გმირის სტატუსით მიიღებენ.

CNN: “ისინი კვარაში მარადონას ხედავენ”

სტატიის ავტორი
-