ესპანეთის თასის ნახევარფინალში გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია”, “ბილბაოს ატლეტიკის” წინააღმდეგ იასპარეზებს.
პირველი შეხვედრა 11 თებერვალს, თბილისის დროით 00:30 საათზე გაიმართება, სადაც მასპინძლის ამპლუაში “ბილბაო” იქნება წარმოდგენილი.
სასიხარულოა, რომ ქართველი ლეგიონერი შეხვედრას ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს.
გიორგიმ “ღამურების” რიგებში წინა შეხვედრაშიც ითამაშა, სადაც “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ კარი მშრალად შეინახა.
ექსპერტების შეფასებით, შეხვედრის ფავორიტი “ბილბაოს ატლეტიკია”.