რონალდუზე, ბენზემაზე და სხვა სუპერვარსკვლავებზე წინ – ვის უსწრებს კვარაცხელია სატრანსფერო ფასით?

2022 წლის 27 სექტემბერს წამყვანმა საფეხბურთო სტატისტიკის და სატრანსფერო მონაცემების მწარმოებელმა კომპანია Transfermarkt-მა საქართველოს ნაკრების და იტალიური “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ფასი განაახლა და იგი 20 მილიონით გაზარდა. შედეგად, 21 წლის ტალანტის სატრანსფერო ღირებულება ამ მომენტისთვის 35 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ყველა დროის ქართული რეკორდია.

საინტერესოა, რომ ამ ზრდის შემდეგ, კვარაცხელიამ არაერთ სუპერვარსკვლავს გაასწრო და უკან ისეთი ფეხბურთელები ჩამოიტოვა, როგორიც 5 ოქროს ბურთის მფლობელი კრიშტიანუ რონალდუ, მარკო ასენსიო, პაულო დიბალა, ტომა ლემარი, რიად მაჰრეზი, ანტუან გრიზმანი, ჰაკან ჩალჰანოღლუ, ნიკოლო ძანიოლო, რობერტო ფირმინო, ქარიმ ბენზემა და სხვები არიან. ამ სიის გაზრდა უსასრულოდ შეიძლება, იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოს ყველა მოქმედი ფეხბურთელის ჩამონათვალში კვარა 157-ე ადგილს იკავებს და მას უკან არაერთი ასაკოვანი თუ ახალგაზრდა ვარსკვლავი მოჰყვება. გასაგებია, რომ იგივე კრიშტიანუ რონალდუ, ქარიმ ბენზემა თუ სხვა ფეხბურთელები საკმაოდ მაღალ ასაკში არიან და კლუბებს მათი კონტრაქტების შეძენის შემთხვევაში პოტენციური სარგებლის დაბალი მაჩვენებელი ან ხელშეკრულების ხანმოკლე პერიოდზე მორგება ელით და დაბალი სატრანსფერო ღირებულებაც ამითაა განპირობებული, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, კვარაცხელიას ელიტარულ სიაში ყოფნა მართლაც განსაკუთრებული მოვლენაა.

უფრო დეტალურად თუ განვიხილავთ, ხვიჩა კვარაცხელიას პოზიცია სატრანსფერო ფასის მიხედვით სხვადასხვა კომპონენტში შემდეგნაირად გამოიყურება:

მსოფლიოს ყველა მოქმედი ფეხბურთელის სია: 157

უსწრებს: კრიშტიანუ რონალდუ, ქარიმ ბენზემა, ანტუან გრიზმანი და სხვები

სიის სათავეში: კილიან მბაპე – 160 მილიონი ევრო

სერია A: 20

უსწრებს: ნიკოლო ძანიოლო, ანდრე ზამბო-ანგისა, ირვინგ ლოსანო, ჩარლზ დე კეტელაერი, დუვან ზაპატა, ჩირო იმობილე, ჯაკომო რასპადორი, დომენიკო ბერარდი, ჯოვანი დი ლორენცო, დენზელ დამფრისი, ფილიპ კოსტიჩი, ტეუნ კუპმაინერსი, ვესტონ მაკკენი, ხოაკინ კორეა, ანდრეა ბელოტი, სტანისლავ ლობოტკა, სტეფან დე ვრეი, მატეო პოლიტანო, ლეონარდო სპინაცოლა, სერჟინიო დესტი, ბრაჰიმ დიასი, ლეანდრო პარედესი, ადრიენ რაბიო, ანტე რებიჩი, ლუკა იოვიჩი, ჯოვანი სიმეონე და სხვები.

სიის სათავეში: დუშან ვლაჰოვიჩი – 85 მილიონი ევრო

ნაპოლი: 3

უსწრებს ყველას გარდა ვიქტორ ოსიმენის (65 მილიონი ევრო) და პიოტრ ზიელინსკისა (40 მილიონი ევრო)

მარცხენა გარემარბები: 23

უსწრებს: ედენ აზარი, კოდი გაკპო, გონსალო გედეში, დონიელ მალენი, სტივენ ბერგვაინი, ენტონი ელანგა, ლუის სინისტერა, ლეონ ბაილი, ლუკას ოკამპოსი, ფილიპე კოუტინიო, იულიან დრაქსლერი, მუსა ჯენეპო, მიკელ დამსგორი, ანტე რებიჩი, ჯასტინ კლუივერტი, ნათან რედმონდი, ბრაიან ხილი, კინ ლუის-პოტერი, მოჰამედ ელიუნუსი, ემილ ფორსბერგი, ქუინსი პრომესი, ტაკუმი მინამინო, დუშან ტადიჩი და სხვები

სიის სათავეში: ვინიციუს ჯუნიორი – 120 მილიონი ევრო0 

2001 წელს დაბადებული ფეხბურთელების სია: 7

უსწრებს: ჩარლზ დე კეტელაერი, ამადუ ონანა, კეფრენ ტურამი, არმანდო ბროია, რაიან ეიტ ნური, ერიკ გარსია, კინ ლუის-პოტერი, ნეკო ვილიამსი, ბილი გილმორი, ლასინა ტრაორე

სიის სათავეში: როდრიგო გოეში – 70 მილიონი ევრო

მოქმედი ქართველი ფეხბურთელების სია: 1

საინტერესოა ისიც, რომ ამ მომენტისთვის ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოში ყველაზე ხშირად მოძებნადი ფეხბურთელია.

2022 წელს ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში საკლუბო და სანაკრებო შეხვედრებში 18 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა, რასაც ამხანაგურ მატჩებში გატანილი 4 გოლი და 1 საგოლე პასი ემატება. 

რონალდუზე, ბენზემაზე და სხვა სუპერვარსკვლავებზე წინ – ვის უსწრებს კვარაცხელია სატრანსფერო ფასით?

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,
სტატიის ავტორი
-