რაგბი ევროპა – საქართველო პორტუგალიის წინააღმდეგ დაირაზმა | შემადგენლობა

2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში, საქართველო პორტუგალიას დაუპირისპირდება. “ბორჯღალოსნების” პირველი მატჩი, 6 თებერვალს, “მესხზე”, 15:00 საათზე გაიმართება.

პორტუგალიასთან მატჩის წინ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ლევან მაისაშვილმა “ბორჯღალოსნების” შემადგენლობა დაასახელა. მაისაშვილის 23-კაციან განაცხადში ოთხი დებიუტანტი მოხვდა. “ბორჯღალოსანთა” რიგებში პირველ კეპს სანდრო მამამთავრიშვილი, ლუკა ნიორაძე, ნიკო აფციაური და დავით მესხი მოიხვეჭენ.


რაგბი ევროპა - საქართველო პორტუგალიის წინააღმდეგ დაირაზმა | შემადგენლობა 1


რაგბი ევროპა – საქართველო პორტუგალიის წინააღმდეგ დაირაზმა | შემადგენლობა

სტატიის ავტორი
-