ბარსელონას ხელმძღვანელები ჩავის შეხვდნენ – კატალონიელები მწვრთნელის შეცვლას განიხილავენ
ესპანურ მედიაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი და აღმასრულებელი დირექტორი ოსკარ გრაუ ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაემგზავრნენ, რათა კლუბის ლეგენდარულ კაპიტან ჩავი ერნანდესთან საქმიანი შეხვედრა გამართონ. კატალონიურ გრანდში ერნესტო ვალვერდეს წყალი შეუდგა და მისი თანამდებობაზე დარჩენის საკითხი საეჭვოა, განსაკუთრებით ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში “ატლეტიკოსთან” (2:3) მარცხის შემდეგ. ამრიგად, “ბარსა” […]
ჩავი ადასტურებს – პედრი 2022 წლამდე ვერ დაბრუნდება
“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი ადასტურებს, რომ პედრი “ბარსელონას” ჯერ წელს ვეღარ დაეხმარება. 19 წლის ნახევარმცველს ბარძაყის პრობლემები აწუხებს, რის გამოც მას მოედანზე გასვლა 2022 წლამდე აეკრძალა. როგორც იცით, ახალგაზრდა ფეხბურთელმა გასულ სეზონში ნაკრებსა და კლუბში 73 მატჩი ჩაატარა – ასეთმა დატვირთულმა კალენდარმა პედრის კუნთები გადაღალა. მიმდინარე სეზონში პედრის “ბარსელონაში” მხოლოდ 4 თამაში აქვს ჩატარებული. […]
“სახლში დაბრუნება ძალიან მინდა, ახლა ყველაფერი კლუბების გადასაწყვეტია” – ჩავიმ ღიად ისაუბრა
“ბარსელონაში” ჩავი ერნანდესის მთავარი მწვრთნელის რანგში დაბრუნება კიდევ უფრო რეალური ხდება, რადგანაც ამის შესახებ თავად ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა და ახალბედა მწვრთნელმა ისაუბრა. ეს ყველაფერი ყატარის ჩემპიონატის მეცხრე ტურის მატჩის შემდეგ მოხდა, რომელშიც მისმა გაწვრთნილმა გუნდმა, “ალ-სადმა” “ალ-დუჰაილთან” ფრე ითამაშა (3:3), შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, როგორც კადრში ჩანს, იგი კლუბში ყველას დაემშვიდობა. فيديو : لماذا حرص […]