ჩავი ადასტურებს – პედრი 2022 წლამდე ვერ დაბრუნდება
“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი ადასტურებს, რომ პედრი “ბარსელონას” ჯერ წელს ვეღარ დაეხმარება. 19 წლის ნახევარმცველს ბარძაყის პრობლემები აწუხებს, რის გამოც მას მოედანზე გასვლა 2022 წლამდე აეკრძალა. როგორც იცით, ახალგაზრდა ფეხბურთელმა გასულ სეზონში ნაკრებსა და კლუბში 73 მატჩი ჩაატარა – ასეთმა დატვირთულმა კალენდარმა პედრის კუნთები გადაღალა. მიმდინარე სეზონში პედრის “ბარსელონაში” მხოლოდ 4 თამაში აქვს ჩატარებული. […]
25 ფეხბურთელი, რომელმაც 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა გააკეთა
თანამედროვე ფეხბურთში, პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო ფილოსოფიის აქტიურად დანერგვამ ნახევარმცველების და შესაბამისად პასების მნიშვნელობა ორმაგად გაზარდა. ამ პოზიციის ფეხბურთელთა ერთ-ერთ უმთავრეს საქმესაც ხომ თავდამსხმელების საგოლე გადაცემებით მომარაგება წარმოადგენს. ბოლო წლებში, ბევრ ისეთი ფეხბურთელი გავიცანით და შევიყვარეთ, ვინც თავისი მაგიური პასის ხელოვნებით და საგოლე მომენტის შექმნის ოსტატობით მოგვხიბლა. მესუთ იოზილი, კევინ დე ბრუინე, ჩავი, ანდრეს ინიესტა და სხვები, […]
ჩავი: “დემბელე თავის პოზიციაზე შესაძლოა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს”
“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა უსმან დემბელეს მომავალზე ისაუბრა. ფრანგ ვინგერს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. “დემბელესთან ახალ კონტრაქტს ხელს აუცილებლად მოვაწერდი. თუმცა, საქმე მარტივად არ არის. ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ – იგივე არაუხოს შემთხვევაშიც, რომელთანაც ყველაფერი თითქმის დასრულებული ჩანს. “იმედი მაქვს, რომ უსმანი დარჩება. თავის პოზიციაზე ის, შესაძლოა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს”, – ამბობს […]
ნეიმარმა თანამედროვეობის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
“პსჟ-ს” თავდამსხმელმა ნეიმარმა თანამედროვეობის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომელთა შორისაც მეკარე არ არის. ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის ხუთეულში შემდეგი მოთამაშეები მოხვდნენ: პოლ პოგბა (“მანჩესტერ იუნაიტედი”/საფრანგეთი), ლიონელ მესი (“ბარსელონა”/არგენტინა), ლუის სუარესი (მადრიდის “ატლეტიკო”/ურუგვაი), კილიან მბაპე (“პსჟ”/საფრანგეთი), ედენ აზარი (მადრიდის “რეალი”/ბელგია). 28 წლის ფეხბურთელმა ასევე ის ხუთი მოთამაშე გამოყო, ვისაც კარიერა უკვე დასრულებული აქვს: ჩავი ერნანდესი (ესპანეთი), ფრენკ ლამპარდი, […]