ჩავი ადასტურებს – პედრი 2022 წლამდე ვერ დაბრუნდება
“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი ადასტურებს, რომ პედრი “ბარსელონას” ჯერ წელს ვეღარ დაეხმარება. 19 წლის ნახევარმცველს ბარძაყის პრობლემები აწუხებს, რის გამოც მას მოედანზე გასვლა 2022 წლამდე აეკრძალა. როგორც იცით, ახალგაზრდა ფეხბურთელმა გასულ სეზონში ნაკრებსა და კლუბში 73 მატჩი ჩაატარა – ასეთმა დატვირთულმა კალენდარმა პედრის კუნთები გადაღალა. მიმდინარე სეზონში პედრის “ბარსელონაში” მხოლოდ 4 თამაში აქვს ჩატარებული. […]
ჩავი: “დემბელე თავის პოზიციაზე შესაძლოა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს”
“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა უსმან დემბელეს მომავალზე ისაუბრა. ფრანგ ვინგერს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. “დემბელესთან ახალ კონტრაქტს ხელს აუცილებლად მოვაწერდი. თუმცა, საქმე მარტივად არ არის. ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ – იგივე არაუხოს შემთხვევაშიც, რომელთანაც ყველაფერი თითქმის დასრულებული ჩანს. “იმედი მაქვს, რომ უსმანი დარჩება. თავის პოზიციაზე ის, შესაძლოა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს”, – ამბობს […]
ჩავიმ განმარტა, თუ რატომ არ დათანხმდა ბარსელონას შეთავაზებას
გასულ დღეებში “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ პოზიციაზე აქტიურად განიხილებოდა ჩავი ერნანდესი. კატალონიელთა ლეგენდას ყოფილი თანაგუნდელი და ამჟამად “ბარსას” სპორტული დირექტორი, ერიკ აბიდალი შეხვდა დოჰაში, სადაც საქმიანი შეხვედრა გაიმართა. საბოლოოდ, ესპანელმა “ბლაუგრანას” გაწვრთნა ამ ეტაპზე არ ისურვა. ჩავიმ ჟურნალისტებთან გადაწყვეტილება განმარტა: “დიახ, ოფიციალური პირებისგან შემოთავაზება მივიღე, მაგრამ მას არ დავთანხმდი. “ბარსელონას” გაწვრთნა ჯერ ადრეა, თუმცა ჩემი […]
ჩავის ალ-სადი ბარსელონას საუკეთესო ფორმაციის სტილით თამაშობს – ფანებს ესპანელის დაბრუნება სურთ
ჩავი ერნანდესს “ბარსელონაში” დაბრუნებას აქტიურად უკავშირებენ, იქამდე კი, ვიდრე ჭორებისა და სიმართლის გამიჯვნა შესაძლებელი გახდება, ახალგაზრდა ესპანელი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილი “ალ-სადის” მიერ გატანილი გოლის ხილვით, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ როგორი სტილის ფეხბურთს ითამაშებდა კატალონიური გრანდი მისი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის მთავარი მწვრთნელის ამპლუაში დაბრუნების შემთხვევაში. 41 წლის ესპანელი, რომელმაც “ბლაუგრანას” მაისურით გატარებულ 17 წელიწადში 17 […]