თანამედროვე ფეხბურთში ფინანსური დივიდენდების გარეშე განსაკუთრებული წარმატების მიღწევა ფაქტობრივად წარმოუდგენელია. დიახ, ჩვენ გვაქვს საპირისპირო მაგალითებიც, თუმცა ერთ ან ორ სეზონში, მხოლოდ სპორტული შესაძლებლობების ან მენეჯმენტის კარგ მუშაობას ფინანსურად ძლიერი გიგანტები ყლაპავენ. “პორტუ”, “მონაკო”, “აიაქსი” და სხვა კლუბები, რომლებმაც თავი დიდებული სეზონებით დაგვამახსოვრეს, მალე იძულებულნი გახდნენ, მთავარი ვარსკვლავები გრანდებისთვის მსუყე კომპენსაციის სანაცვლოდ დაეთმოთ. ამრიგად, დღეს წარმატებას ის […]