“შენ პროფესიონალი ხარ და საკუთარი თავის წარმოჩენა ასე გინდა?” – ამერიკელმა ინფლუენსერმა მუდრიკი მკაცრად გააკრიტიკა
“ჩელსის” ფეხბურთელმა მიხაილო მუდრიკმა სოციალურ ქსელში დამცინავი პოსტის გამო დიდი კრიტიკა დაიმსახურა. უკრაინელმა ფეხბურთელმა ვიდეო განათავსა, სადაც სატრენაჟორო დარბაზში მოვარჯიშე ადამიანი ჩანს, რომელსაც ტანის ქვედა ნაწილი უჩანს. ამის გამო ამერიკელმა ინფლუენსერმა ჯოი სვოლმა “ჩელსის” ფეხბურთელი სასტიკად გააკრიტიკა. “შენ ხედავ მამაკაცს, რომელიც სპორტდარბაზში თავდაუზოგავად შრომობს და ცდილობს მწვრთნელთან ერთად საკუთარი თავი გააუმჯობესოს. ის უხერხულ სიტუაციაშია, დიახ! […]
მანჩესტერ სიტი 1:0 ჩელსი (მიმოხილვა)
პოჩეტინოსა და ჩელსის შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზას უახლოვდება
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩელსისა” და მაურისიო პოჩეტინოს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზას უახლოვდება. ჟურნალისტის თქმით, ბოლო პოზიტიური ნაბიჯები ბოლო 24 საათში გადაიდგა. ეს არ ნიშნავს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია, თუმცა, ყველაფერი კარგად მიმდინარეობს და დიდი ალბათობით პოჩეტინო “ჩელსის” ჩაიბარებს. ამჟამად, “არისტოკრატებს” სათავეში ფრენკ ლამპარდი უდგას, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე სეზონის ბოლომდე იქნება. შეგახსენებთ, […]
ნ’გოლო კანტე: “მინდა ჩელსის მომავლის ნაწილი ვიყო”
მიმდინარე სეზონი ნ’გოლო კანტესთვის არც ისე წარმატებული აღმოჩნდა. მან სექტემბერში ფეხზე სერიოზული დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც ოპერაციის გაკეთება მოუწია. დიდი დრო არ არის გასული რაც კანტე გუნდს დაუბრუნდა და “ჩელსი” ისეთი აღარ არის, როგორიც ფრანგმა დატოვა. ლონდონელები 35 ტურის შემდეგ, მე-11 პოზიციას იკავებენ. ამ ყველაფრის ფონზე ნახევარმცველის მიმართ არაერთი კლუბის იჩენს ინტერესს. იტალიიდან “იუვენტუსსა” და […]
ლამპარდი: ,,შემდეგ ჯერზე, არ მინდა, რომ დროებითი მწვრთნელი ვიყო”
ლონდონის ,,ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა, უპასუხა შეკითხვას, როგორ შეარჩევს მომავალ სამუშაო ადგილს: ,,ამ კითხვაზე პასუხი რთულია. შეიძლება, ისე ჩანდეს, რომ ზედმეტად მოთხოვნადი ვარ, მაგრამ, რეალობა ისაა, რომ ასეთ დონეზე ბევრი ვაკანსია დიდ სამუშაოს მოითხოვს. ეს არის მცდელობა, იპოვო პროექტი, რომელიც შენს მიზნებს შეესაბამება. რა თქმა უნდა, როცა ,,ჩელსიში” მოვედი, საქმეს დიდი მონდომებით შევუდექი და […]
მამარდაშვილს უცხოური პრესა კვლავ აქებს
“ვალენსიას” ქართველმა მეკარემ – გიორგი მამარდაშვილმა, რეკორდი დაამყარა და “ღამურების” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კიპერი გახდა, რომელმაც ლა ლიგაში სულ მცირე 50 შეხვედრა ჩაატარა. გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიას მეკარეებს შორის რეკორდი დაამყარა 22 წლის ქართველი მეკარის შესახებ ესპანური და ინგლისური მედია საშუალებები აქტიურად აპელირებენ – სხვადასხვა წყაროს მტკიცებით, მამარდაშვილის შეძენით პრემიერ ლიგის გრანდები ინტერესდებიან. ერთ-ერთი ავტორიტეტული მედია […]
არსენალი 3:1 ჩელსი (მიმოხილვა)
ნ’გოლო კანტე არსენალში გადასვლაზე თანახმაა
Sport Bible-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩელსის” ნახევარმცველი ნ’გოლო კანტე თანახმაა “არსენალს” შეუერთდეს. როგორც ირკვევა გუნდს და ფეხბურთელს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. 32 წლის კანტე “მეთოფეებს” სეზონის ბოლოს შეუერთდება. მიმდინარე სეზონი ფრანგი ნახევარმცველისთვის არც ისე წარმატებული აღმოჩნდა. მან სექტემბერში ფეხზე სერიოზული დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც ოპერაციის გაკეთება მოუწია. ნახევარმცველის მიმართ კიდევ არაერთი კლუბის იჩენს ინტერესს. […]
“მილანი ჩემი სახლია” – ლეაომ ევროპული გრანდები უარით გაისტუმრა
იტალიური მედია საშუალებები რაფაელ ლეაოს მომავალთან დაკავშირებით აქტიურად სპეკულირებენ – ავტორიტეტული ტაბლოიდების განხილვის მთავარი თემა, პორტუგალიელი ვარსკვლავის შესაძლო ტრანსფერია, თუმცა უკანასკნელი ცნობების თანახმად, ლეაომ ევროპული გრანდები უარით გაისტუმრა. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, რაფაელ ლეაოს შეძენით ლონდონის “ჩელსი” და მადრიდის “რეალი” ინტერესდებოდნენ, მაგრამ პორტუგალიელმა კონტრაქტის გახანგრძლივებისა და “მილანში” დარჩენის სურვილი გამოთქვა. მოქმედი კონტრაქტი ლეაოს “როსონერისთან” […]
ჩელსის მოლაპარაკებები იულიან ნაგელსმანთან ჩაიშალა
მას შემდეგ, რაც მიუნხენის “ბაიერნმა” იულიან ნაგელსმანი მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან გაათავისუფლა, არ წყდებოდა ჭორები, რომ გერმანელი სპეციალისტი “ჩელსიში” დაინიშნებოდა. სპორტულ მედიაში ისიც ვრცელდებოდა, რომ 35 წლის მწვრთნელი ლონდონელებისთვის მთავარი სამიზნე იყო. რამდენიმე დღის წინ, “არისტოკრატების” წარმომადგენლები ნაგელსმანთან შეხვედრისთვის გერმანიაშიც კი იყვნენ ჩასულები. თუმცა, მოვლენები ისე არ განვითარდა როგორც მოსალოდნელი იყო. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციის თანახმად, იულიან […]
ნაგელსმანი თუ ლუის ენრიკე?! – ჩელსი დიდი დილემის წინაშეა
ლონდონის “ჩელსი” ახალი მთავარი მწვრთნელის მოლოდინშია. ამჟამად “არისტოკრატების” დროებითი მწვრთნელი, ამავე კლუბის ლეგენდა – ფრენკ ლამპარდია, რომელიც სეზონის ბოლო კლუბს დატოვებს. ლონდონური კლუბის მფლობელის – ტოდ ბოელის თქმით, ისინი ამ ეტაპისთვის მხოლოდ 2 კანდიდატურას განიხილავენ, გერმანელ – იულიან ნაგელსმანსა და ესპანელ – ლუის ენრიკეს. მიუხედავად იმისა, რომ “არისტოკრატები” ნაგელსმანს უკვე გაესაუბრნენ და თითქმის გადაწყვეტილია, რომ […]