13 იანვარს, საღამოს 20:30 საათზე, ლონდონში დიდი პრემიერლიგური დაპირისპირება შედგება, ადგილობრივი “ტოტენჰემი” დროებით საშინაო მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდება, რომელიც ინგლისის დედაქალაქში დიდი დანაკლისით ჩავიდა. “წითელი ეშმაკები” ლონდონს მატარებლით ეწვივნენ, თუმცა ჟურნალისტებმა გუნდთან ერთად ალექსის სანჩესი ვერ შენიშნეს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჩილელი ფეხბურთელი აღნიშნულ მატჩს, რომელშიც მის გუნდს 3 ქულა ჰაერივით სჭირდება გამოტოვებს. სანჩესმა ტრავმა, […]