ბექა გორგაძე სარაგბო ოსკარზეა წარდგენილი
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და ფრანგული “პოს” კაპიტანი – ბექა გორგაძე, უპრესტიჟულეს ინდივიდუალურ სარაგბო ჯილდოზეა ნომინირებული. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, “პოს” მესამეხაზელი სარაგბო ოსკარის ოქროს პრემიაზეა ნომინირებული. Midi Olympique-ს Oscars midol-ის დაჯილდოება 23 ივნისს გაიმართება. ბექა გორგაძისთვის ხმის მიცემა Midi Olympique-ს ვებ-ვერდზე-ა შესაძლებელი. შეგახსენებთ, Midi Olimpique-ს რჩეულთა შორის სხვადასხვა დროს ორი ქართველი მორაგბე დასახელდა. პირველად […]
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე თითოეულ გუნდს 33 კაციანი შემადგენლობა ეყოლება, თუმცა, არიან მოთამაშეები, რომლებსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებათ. იმისათვის, რომ ნაკრებებმა დასახულ მიზნებს მიაღწიონ, გარკვეულმა მორაგბეებმა ფორმა უნდა შეინარჩუნონ. Planet Rugby-ის მიხედვით, სწორედ ასეთი ფიგურაა დავით ნინიაშვილიც. “საქართველოს ხაზს ფიჯისთან სერიოზული გამოცდა ელის. “ბორჯღალოსნები” საკუთარი შერკინებით ცნობილნი არიან, თუმცა, კითხვები არსებობს უკანა ხაზზე. რა თქმა უნდა ისინი […]
დავით ნინიაშვილი და ბექა გიგაშვილი Actu.fr-ის ვერსიით Top 14-ის სეზონის გუნდში მოხვდნენ
ფრანგულმა გამოცემამ – Actu.fr-მა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის 2022-2023 წლების სეზონის სიმბოლური თხუთმეტეული დაასახელა, სადაც ორი ქართველი მორაგბე – დავით ნინიაშვილი (ლიონი) და ბექა გიგაშვილი (ტულონი), მოხვდა. ,,დავით ნინიაშვილი – ის 2021-2022 წლების სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა იყო. ამ სეზონში, ტრავმის მიღებამდე, დავით ნინიაშვილმა სულ რაღაც 12 თამაშში 7 ლელო დადო. ქართველ მორაგბეს ნათელი მომავალი ელის. […]
დავით ნინიაშვილმა მის ტრავმაზე გავრცელებული ინფორმაცია უარყო
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “ლიონის” ვარსკვლავი დავით ნინიაშვილი ტრავმირებულია და მოედანზე გარკვეული პერიოდი ვეღარ დაბრუნდება. გამოკვლევების შედეგად, ნინიაშვილს ტერფის მოტეხილობა დაუდგინდა. თავდაპირველი ინფორმაციით მას 4 კვირის გამოტოვება მოუწევდა,თუმცა, საბოლოოდ რეაბილიტაციის პერიოდმა 3 თვემდე აიწია. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ნინიაშვილმა ფეხზე ფიქსატორი მოიხსნა და მოედანზე მსუბუქ ვარჯიშს 2 კვირაში დაუბრუნდებოდა. მორაგბესთან […]
დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე, დავით ნინიაშვილი ტრავმის გამო მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს. Belive დავითს დაუკავშირდა და ინფორმაცია პირადად მასთან გადაამოწმა. ქართველი მორაგბის თქმით, მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება არ ემუქრება. ნინიაშვილმა ტრავმა ,,ლიონსა” და ,,სტად ფრანსეს” შორის ჩელენჯ ქაფის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში მიიღო. დამატებით ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, მას ტერფის მოტეხილობა […]
დავით ნინიაშვილის ტრავმა ნავარაუდებზე მძიმე აღმოჩნდა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “ლიონის” ვარსკვლავი – დავით ნინიაშვილი, მოედანზე დაბრუნებას 2-3 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. დამატებით ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, ნინიაშვილს ტერფის მოტეხილობა დაუდგინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდაპირველად გავრცელებული 4 კვირის ნაცვლად, ახალგაზრდა მორაგბე 2-დან 3-თვემდე იუქმებს. შეგახსენებთ, დავით ნინიაშვილმა, ტრავმა “ჩელენჯ ქაფის” ეგიდით გამართულ შეხვედრაში მიიღო. 1/8-ფინალურ შეხვედრაში, “სტად ფრანსესა” და “ლიონის” […]
როგორც უკვე იცით, საქართველოს ნაკრებისა და “ლიონის” უკანახაზელმა დავით ნინიაშვილმა ტრავმა მიიღო. მედიკოსების განცხადებით მორაგბე 4-6 კვირას გამოტოვებს. გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნიანიაშვილმა გუშინ დამატებით გამოკვლევები ჩაიტარა. გარდა “ნინისა”, ფრანგულ კლუბს კიდევ ერთი წამყვანი მოთამაშე ჯოშუა ტუივასაც დააკლდა. “ჟან-ბუენზე” გამართული მატჩის დროს მიღებული ტრავმის შემდეგ, დავით ნინიაშვილს ორშაბათს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდა, რამაც დაადასტურა, […]
დავით ნინიაშვილის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “ლიონის” ვარსკვლავმა – დავით ნინიაშვილმა, “ჩელენჯ ქაფის” ეგიდით გამართულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო. დავით ნინიაშვილის ლიონი ჩელენჯ ქაფის 1/4-ფინალში გავიდა “სტად ფრანსეს” წინააღმდეგ გამართული მატჩის 50-ე წუთზე მიღებული ტრავმის გამო, ნინიაშვილმა შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო. ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ნინიაშვილს მყესები აქვს დაზიანებული, რის გამოც მოედანზე დაბრუნებას 4-6 კვირის […]
დავით ნინიაშვილის ლიონი ჩელენჯ ქაფის 1/4-ფინალში გავიდა
ჩელენჯ ქაფის მერვედფინალში დავით ნინიაშვილის ,,ლიონმა” ,,სტად ფრანსეს” სტუმრად 41:24 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა. სამწუხაროდ, ქართველმა მორაგბემ, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, 50-ე წუთზე მოედანი კოჭის ტრავმის გამო დატოვა. ,,ლიონის” მეტოქე მეოთხედფინალში ,,ტულონი” იქნება, რომელმაც ,,სენტრალ ჩიტასთან” 36:21 იმარჯვა. ნინიაშვილის გუნდი ჩელენჯ ქაფის მოქმედი გამარჯვებულია – ,,ლიონმა” შარშან ფინალში სწორედ ,,ტულონი” დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული ისტორიაში […]
“ასეთ აღიარებას არ ველოდი და ძალიან ბედნიერი ვარ” – დავით ნინიაშვილი
ბორჯღალოსნებისა და ‘ლიონის’ ახალგაზრდა ვარსკვლავი, 20 წლის უკანახაზელი დავით ნინიაშვილი, პოპულარულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა Midi Olympique-მ „ოსკარით“ დააჯილდოვა. გამოცემის მიერ ორგანიზებული წლის საუკეთესო მორაგბის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია 70-ედ გაიმართა. ამ პერიოდში ტიერ 2 სარაგბო ქვეყნის წარმომადგენელი „ოსკარის“ მფლობელი ერთადერთხელ გახდა და ის ქართველი ლეგენდა მამუკა გორგოძე (რომელიც ორი სხვადასხვა “ოსკარის” მფლობელია) იყო, ახლა კი ეს […]
დავით ნინიაშვილმა ფრანგული რაგბის ოსკარი მიიღო
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ლიონის” მორაგბეს, დავით ნინიაშვილს, Midi Olympique-ს, ფრანგული რაგბის ოსკარი გადაეცა. ეს არის მეორე შემთხვევა, როცა აღნიშნული ჯილდო ,,ბორჯღალოსნების” წარმომადგენელმა მიიღო – პირველად რაგბის ოსკარით ლეგენდარული მამუკა გორგოძე დააჯილდოვეს. დავით ნინიაშვილი ,,ლიონში” 2021 წლიდან თამაშობს. Top 14-ის მიმდინარე სეზონში ქართველი მორაგბის გუნდი 21 ტურის შემდეგ, 55 ქულით სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზეა. Oscars […]