დემბელეს გამო, FIFA-მ ბარსელონას შესაძლოა ყოველდღიურად 21 000 ევრო გადაუხადოს
შესაძლოა ისე მოხდეს, რომ FIFA-მ “ბარსელონას” ყოველდღიურად კომპენსაციის სახით 20 548 ევრო გადაუხადოს. საქმე უსმან დემბელეს ეხება, რომელმაც ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ ტრავმა მიიღო და საფრანგეთის ეროვნულ გუნდს ტურნირზე ვეღარ დაეხმარება. “ბარსელონას” მეთერთმეტე ნომერს მარჯვენა მუხლის ბიცეპსის მყესის ტრავმა აქვს, რაც ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. კერძოდ, ეს შემთხვევა იმას […]
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრაში, “დინამო ბათუმი” ბრატისლავის “სლოვანს” დაუპირისპირდება. ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის 2022 წლის ამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დაპირისპირებას, საკმაოდ გამოცდილი არბიტრი დევიდ კუტი უხელმძღვანელებს. ინგლისელი მსაჯი 2018 წლიდან მოყოლებული მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ჩემპიონატის, ინგლისის პრემიერლიგისა და ასევე ჩემპიონშიფის შეხვედრებს ემსახურება. FIFA-ს პირველი კატეგორიის არბიტრს პრემიერ ლიგაში დებიუტი 4 წლის წინ […]
საქართველო FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა
25 ოქტომბერს FIFA-მ მსოფლიოს რეიტინგი განაახლა, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 1 პოზიციით დაწინაურდა. კერძოდ, “ჯვაროსნებმა” 93-ე პოზიციიდან 92-ე პოზიციაზე გადაინაცვლეს. ასევე შეიცვალა მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი, მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი ბელგიამ ჩაანაცვლა, ხოლო ფრანგებმა მეორე პოზიციაზე გადაინაცვლეს. შეგახსენებთ, რომ “ჯვაროსნებმა” (ქართველი ფეხბურთელების ზედმეტსახელი) ოქტომბრის თვეში ერთა ლიგის ეგიდით 2 მატჩი ჩაატარეს და ორივეში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. Live.ge […]
FIFA-ს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი განახლებული ფორმატით ჩატარდება
FIFA-ს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი განახლებული ფორმატით ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაცია მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ გაავრცელა. როგორც ირკვევა, არსებული ფორმატი, რომელიც 2007 წლიდან მოქმედებს, შეიცვლება და მონაწილე კლუბების რაოდენობა 32-მდე გაიზრდება. ტურნირის განახლებული ფორმატის მიხედვით, მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს. ტურნირი განახლებული ფორმატით 2025 წლიდან გაიმართება. საინტერესოა ისიც, რომ ფიფა ქალთა საკლუბო ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის […]
საქართველოს პოზიცია უცვლელია, ბელგია ისევ ლიდერობს – ფიფამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა
მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ, 12 აგვისტოს მამაკაცთა ნაკრებების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ 27 მაისის შემდეგ ეს პირველად მოხდა, შესაბამისად ამ პერიოდში ისეთი დიდი სანაკრებო ფორუმები შედგა, როგორებიც ევროპის ჩემპიონატი, კოპა ამერიკა, აფრიკის ეროვნებათა თასი, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები და სხვა დიდი თუ მცირე ტურნირებია, რის მერეც ბევრმა ქვეყანამ რეიტინგში პოზიცია შეიცვალა. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ამ […]
FIFA 23-ში ყველაზე რეიტინგული ფეხბურთელი ცნობილია
სოციალურ მედიაში გავრცელებული ჭორების მიხედვით, FIFA 23-ში ყველაზე რეიტინგული ფეხბურთელი კილიან მბაპე იქნება. FIFA-ს ახალი ამბების წყარო FUTZONEFIFA ირწმუნება, რომ მბაპე მომავალ სეზონში საუკეთესო მოთამაშე იქნება. ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით ფრანგი თავდამსხმელის რეიტინგი 92 იქნება. 🚨 The EA Golden Boy 🇫🇷 Kylian Mbappé is the highest rated player to come in #FIFA23 coming in with a […]
FIFA-მ შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობა 48-მდე გაზარდოს
FIFA-ს ხელმძღვანელის, ჯანი ინფანტინოს განცხადებით, ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდების რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდას განიხილავს. აზრიის საფეხბურთო ფედერაციის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას ინფანტინომ განაცხადა, რომ 2022 წელს ყატარში შესაძლოა 48 ნაკრებმა ითამაშოს. “გადავწყვიტეთ მსოფლიო ჩემპიონატზე მოთამაშე გუნდების რაოდენობა 16-ით გავზარდოთ. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს 2026 წელს მოხდება, თუმცა ჩვენ 2022 წლის ვარიანტსაც […]
FIFA-მ მსოფლიოს განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა. განახლებული რეიტინგის საუკეთესო სამეულში კატარში გამართული მუნდიალის ფინალისტები მოხვდნენ – არგენტინის ნაკრები მეორე პოზიციაზე, ხოლო საფრანგეთი მესამეზე აღზევდა. მათ თითო-თითო პოზიციით წინ აიწიეს. FIFA-ს რეიტინგს კვლავაც ბრაზილიის ნაკრები ლიდერობს, რომელმაც მუნდიალზე გამოსვლა მეოთხედფინალურ ეტაპზე დაასრულა, სადაც ხორვატიის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა. ცხადია, […]
ტექნოლოგიური რევოლუცია ფეხბურთში – სიახლეები საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიცდება
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას იწყებს. პირველი ტურნირი, რომელზეც რამდენიმე სიახლე გამოიცდება, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი იქნება. საკონტინენტთაშორისო ტურნირი რომელზეც ევროპის ღირსებას ტომას ტუხელის ლონდონის “ჩელსი” დაიცავს, აბუ დაბიში 3 თებერვალს დაიწყება და 12-ში დასრულდება. აღნიშნულ ტურნირზე FIFA რამდენიმე სიახლის გამოცდას აპირებს. აქედან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რობოტი მსაჯის სისტემა იქნება. ფეხბურთელების კიდურებზე დაკვირვების ახალი სისტემა […]
საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას იტალიურ გრანდ, “ნაპოლიში” გადასვლის შემდეგ, პოპულარული საფეხბურთო სიმულატორის, FIFA-ს ახალი, ვერსიის გამოსვლას ქართველი გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან, თუმცა, ექსკლუზიური უფლებები EA Sports-ის კონკურენტმა კომპანია KONAMI-მ შეიძინა და ლიცენზირებული “ნაპოლის” სათამაშოდ გამოყენება მხოლოდ Efootball pes-ში იქნება შესაძლებელი. მხარეებს შორის თანამშრომლობა 2021/22 წლების სეზონიდან დაიწყო, ხოლო სრულად ექსკლუზიურ უფლებებს KONAMI 2022/23 წლების სეზონიდან მიიღებს. […]
ჰაკერებმა FIFA-ს კომპიუტერულ სისტემაში შეაღწიეს
ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) განცხადებით, ორგანიზაციის კომპიუტერულ სისტემაზე კიბერთავდასხმა მოხდა, რომლის შედეგადაც ჰაკერებმა FIFA-ს მონაცემთა ბაზაზე წვდომა მიიღეს. FIFA-ს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია “ყველა ზომას მიმართავს, რათა დამნაშავეთა კვალს მიაგნოს. პარალელურად, კომპანია საკუთარ მონაცემებს უფრო ძლიერ თავდაცვით სისტემას დაუყენებს, რათა მსგავს პრეცენდენტს ადგილი არ ჰქონდეს”. ასევე ნახეთ: FIFA-მ შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობა […]
FIFA-ს პრეზიდენტმა საფეხბურთო სამყაროს თხოვნით მიმართა. მას სურს, რომ პელეს საპატივცემულოდ, ყველა ქვეყანაში მინიმუმ ერთი მოედანი იყოს. ლეგენდარული ბრაზილიელი ფებურთელი პელე, რომელმაც სამჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი და კარიერაში 1000-ზე მეტი გოლი გაიტანა, გასულ ხუთშაბათს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. “ჩვენ ვთხოვთ ყველა ქვეყანას, რომ მათ მინიმუმ ერთ მოედანს, პელეს სახელი უწოდონ.” – განაცხადა ჯანი ინფანტინომ. საინტერესოა, […]