ალექსანდრ ჩეფერინი სახელფასო შეზღუდვის იდეით გამოვიდა
UEFA-ს პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი გეგმავს, რომ ევროპულ ფეხბურთში სახელფასო ზღვარი დააწესოს. მისი განცხადებით, ამ იდეას საფეხბურთო კლუბებიც ეთანხმებიან. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ევროკომისიის წარმომადგენლებსაც შეხვდა. ”გასაკვირია, რომ ყველა თანახმაა. დიდი კლუბები, პატარა კლუბები, სახელმწიფო კლუბები, მილიარდერების საკუთრებაში არსებული კლუბები, ყველა თანახმაა.” – განაცხადა ჩეფერინმა Men In Blazers-თან საუბრისას. ამ თემასთან დაკავშირებით FIFA-ს პრეზიდენტმა […]
ჯანი ინფანტინო FIFA-ს პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
FIFA-ს 52 წლის პრეზიდენტი – ჯანი ინფანტინო, ახალი, მეორე ვადით აირჩიეს და იგი FIFA-ს პრეზიდენტად 2027 წლის ჩათვლით დარჩება. “ვიცი, რომ ბევრ ადამიანს ვუყვარვარ, ბევრსაც კი ვძულვარ… მე თქვენ ყველა მიყვარხართ…” – განაცხადა ჯანი ინფანტინომ, მეორე ვადით არჩევის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ 52 წლის შვეიცარიელი FIFA-ს მეცხრე პრეზიდენტია. იგი FIFA-ს პრეზიდენტი პირველი ვადით 2016 წლის 26 […]
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ახალი ფორმატით ჩატარდება
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე არა 32, არამედ 48 ნაკრები იასპარეზებს. The Athletic-ის ცნობით, აღნიშნულ ფორმატს ხუთშაბათს რუანდის დედაქალაქ კიგალიში დაამტკიცებენ. საინტერესოა, რომ თავდაპირველი ვერსიით, მუნდიალზე სამგუნდიანი ჯგუფები უნდა შექმნილიყო, მაგრამ ამ ვარიანტს ერთი დიდი მინუსი ჰქონდა. დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ბოლო ტურში უკვე გუნდებისთვის შედეგები ცნობილი იქნებოდა და თამაშის მიმართ ინტერესიც გაქრებოდა. […]
არგენტინის ნაკრებისა და “ასტონ ვილას” მეკარე ემილიანო მარტინესი საკმაოდ ქარიზმატული მოთამაშეა. ის ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ მოწინააღმდეგის თავდამსხმელს ყურადღება გაუფანტოს. თერთმეტმეტრიანი დარტყმის დროს არგენტინელი უამრავი გზით ცდილობს მეტოქეს თავგზა აუბნიოს. სწორედ ამ ყველაფრის აღმოსაფხვრელად, FIFA-მ ახალ წესზე დაიწყო მუშაობა, რომელიც პენალტის დარტყმისას, მეკარეებს თერთმეტმეტრიანის შემსრულებელთან საუბარს უკრძალავს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამას “ემილიანო მარტინესის წესი” […]
საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად რონალდუს ხმის მიცემაში მონაწილეობა არ მიუღია
ფიფას ვერსიით, 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც არგენტინასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეძლო. კატარის მუნდიალზე ლეომ 7 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. აღსანიშნავია, რომ არგენტინელისთვის კარიერაში ეს 77-ე ტიტულია. FIFA-ს საუკეთესო ფეხბურთელობისთვის მესის მისი თანაგუნდელი კილიან მბაპე და “რეალის” თავდამსხმელი კარიმ ბენზემა ეცილებოდნენ. რონალდუ, რომელიც ახლა “ალ ნასრის” ღირსებას იცავს, […]
FIFA-ს პრეზიდენტმა საფეხბურთო სამყაროს თხოვნით მიმართა. მას სურს, რომ პელეს საპატივცემულოდ, ყველა ქვეყანაში მინიმუმ ერთი მოედანი იყოს. ლეგენდარული ბრაზილიელი ფებურთელი პელე, რომელმაც სამჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი და კარიერაში 1000-ზე მეტი გოლი გაიტანა, გასულ ხუთშაბათს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. “ჩვენ ვთხოვთ ყველა ქვეყანას, რომ მათ მინიმუმ ერთ მოედანს, პელეს სახელი უწოდონ.” – განაცხადა ჯანი ინფანტინომ. საინტერესოა, […]
FIFA-მ მსოფლიოს განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა. განახლებული რეიტინგის საუკეთესო სამეულში კატარში გამართული მუნდიალის ფინალისტები მოხვდნენ – არგენტინის ნაკრები მეორე პოზიციაზე, ხოლო საფრანგეთი მესამეზე აღზევდა. მათ თითო-თითო პოზიციით წინ აიწიეს. FIFA-ს რეიტინგს კვლავაც ბრაზილიის ნაკრები ლიდერობს, რომელმაც მუნდიალზე გამოსვლა მეოთხედფინალურ ეტაპზე დაასრულა, სადაც ხორვატიის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა. ცხადია, […]
FIFA-ს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი განახლებული ფორმატით ჩატარდება
FIFA-ს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი განახლებული ფორმატით ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაცია მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ გაავრცელა. როგორც ირკვევა, არსებული ფორმატი, რომელიც 2007 წლიდან მოქმედებს, შეიცვლება და მონაწილე კლუბების რაოდენობა 32-მდე გაიზრდება. ტურნირის განახლებული ფორმატის მიხედვით, მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს. ტურნირი განახლებული ფორმატით 2025 წლიდან გაიმართება. საინტერესოა ისიც, რომ ფიფა ქალთა საკლუბო ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის […]
მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი $42 მილიონს მიიღებს
2022 წლის მუნდიალი გადამწყვეტ ფაზას უახლოვდება. მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე 1/2-ფინალური ეტაპის ჯერი დადგა. ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ერთმანეთს ხორვატია-არგენტინისა და საფრანგეთი-მაროკოს წყვილები დაუპირისპირდებიან. საინტერესოა, რომ მაროკო პირველი აფრიკული გუნდია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე 4 საუკეთესო გუნდში მოხვდა. გარდა ამისა, ისინი ამ ტურნირზე დაუმარცხებლები არიან და მათ კარში გოლის გატანა ძალიან რთულია. Daily Loud-ის ინფორმაციით, ნაკრები რომელიც მსოფლიო […]
არბიტრმა, რომელიც ინგლისისა და საფრანგეთის მატჩს წარუძღვა, შესაძლოა ფინალი განსაჯოს
შესაძლოა, ვილტონ სანპაიომ კატარის მუნდიალზე ფინალი იმსაჯოს. შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს არბიტრი წარუძღვა ინგლისისა და საფრანგეთის ნახევაფინალურ დაპირისპირებას. ინგლისელი გულშემატკივარი, აღნიშნულ მატჩში, ბრაზილიელი მსაჯის მოქმედებებით უკმაყოფილო დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ სამპაიომ ბრიტანელებს ორი პენალტი დაუნიშნა, ფანების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ მან ბევრი საკვანძო გადაწყვეტილება არასწორად მიიღო. გარი ნევილმა სამპაიოს სასაცილო მსაჯიც კი უწოდა. მიუხედავად ამ […]
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატიდან 2 მსაჯი მოკვეთა
FIFA-მ 2022 წლის მუნდიალიდან 2 მსაჯი: ირანელი – ალირეზა ფაინანი და გერმანელი – დანიელ ზიბერტი მოკვეთა. მიზეზად ჯგუფური ეტაპის მატჩებზე დაშვებული შეცდომები სახელდება, რომელსაც შეეძლო მატჩის ბედი სხვაგვარად განევითარებინა. გერმანელმა მსაჯმა – დანიელ ზიბერტმა, ბოლოს H ჯგუფის გადამწყეტი მატჩი: ურუგვაი – განა იმსაჯა, სადაც ფეხბურთის გულშემატკივრებისა და FIFA-ს აზრით მან არაერთი შეცდომა დაუშვა. მატჩის შემდეგ […]
საფრანგეთმა გრიზმანის გაუქმებული გოლის გამო FIFA-ს უჩივლა
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ანტუან გრიზმანის ტუნისთან გატანილი გოლის გაუქმების გამო FIFA-ს უჩივლა. საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ტუნისთან 1:0 დამარცხდა, თუმცა ჯგუფში მაინც პირველი ადგილი დაიკავა და 1/8-ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე პოლონეთის ნაკრები იქნება. ფრანგებს დიდი შანსი ჰქონდათ იმისა, რომ ტუნისთან არ დამარცხებულიყვნენ, თუმცა მატჩის ბოლო წუთზე ანტუან გრიზმანს გატანილი გოლი VAR-მა […]