გიორგი შერმადინმა ტენერიფესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
საქართველოს ნაკრებისა და “ტენერიფეს” კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა ესპანურ კლუბთან გაახანგრძლივა. “შერმო” გუნდში კიდევ ერთი წლით დარჩება. ქართველი ცენტრი “ტენერიფეში” 2019 წელს გადავიდ და მას შემდეგ გუნდის მთავარ დამრტყმელ ძალად ჩამოყალიბდა. მას კლუბთან ერთად საკონტინენტთაშორისო თასი და ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული. გარდა ამისა, გიორგი ესპანური კარიერის განმავლობაში ინდივიდუალური ჯილდოებითაც გამოირჩა. ის 2021 და 2023 წლებში ესპანეთის […]
გიორგი შერმადინმა MVP-ის ტიტული თვითმფრინავში მიიღო | VIDEO
გიორგი შერმადინმა ესპანეთის ლიგის MVP-ის ტიტული მეორედ მოიგო. “ტენერიფეს” ცენტრმა მიმდინარე სეზონში 31 მატჩი ჩაატარა და მისი საშუალო მაჩვენებლები 22:07 წუთი, 14.4 ქულა, 5.4 მოხსნა და 1.2 პასი იყო. საინტერესოა, რომ გიორგი შერმადინს დამსახურებული ჯილდო თვითმფრინავით მგზავრობისას 11 000 მეტრის სიმაღლეზე გადასცეს. Посмотреть эту публикацию в Instagram Публикация от GigantesBasket (@gigantesdelbasket)
ესპანეთის ლიგაში რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” ბოლო ტურში “სარაგოსას” უმასპინძლა და დამაჯერებლად – 92:69 სძლია. დიდი შესვენებისთვის კანარის კუნძულელები 8 ქულით აგებდნენ, მაგრამ მეორეში თავისი თამაში იპოვეს და საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვეს. შერმადინმა 23:46 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 5 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, მისი […]
MVP-ის ტიტულისთვის ბრძოლა გრძელდება – ქომაგთა გამოკითხვაში გიორგი შერმადინმა პირველი ადგილი დაკავა
25 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით ესპანეთის საკალთბურთო ჩემპიონატის სეზონის MVP-ის გამოსავლენად გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა მიმდინარეობდა, რომელშიც პირველი ადგილი ,,ტენერიფეს” ცენტრმა, გიორგი შერმადინმა დაიკავა. ქართველმა კალათბურთელმა გამოკითხულთა ხმების 29,2 %-ი მიიღო, რითაც ჯანან მუსასა (რეალი, 19,1%) და ეთან ჰაპს (რიო ბრეოგანი, 9%) აჯობა. ახლა საუკეთესოები მწვრთნელებმა, მოთამაშეებმა და ჟურნალისტებმა უნდა დაასახელონ, რის შემდეგაც სეზონის MVP-ი გამოვლინდება. […]
გიორგი შერმადინის ლიდერობით ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგის ბრინჯაო მოიგო
გიორგი შერმადინი ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ბრინჯაოს პრიზიორია. მესამე ადგილისთვის მატჩში ქართველი ცენტრის ლიდერობით ტენერიფემ უნიკახა 84:79 დაამარცხა. ოთხთა ფინალის მასპინძელი ესპანეთის ქალაქი მალაგა გახლდათ, თუმცა მასპინძელთა გუნდმა ნახევარფინალიც წააგო და მესამე ადგილისთვის მატჩიც. საქართველოს ნაკრების ცენტრმა უნიკახას წინააღმდეგ 25:35 წუთი ითამაშა და 12 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შერმადინმა 7-დან 4 […]
გიორგი შერმადინმა ჩემპიონთა ლიგაზე 900-ზე მეტი ქულა დააგროვა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ტენერიფეს” ცენტრმა გიორგი შერმადინმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა. გიორგიმ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე 900-ზე მეტი ქულა დააგროვა. შერმადინმა აღნიშნული შედეგი “ჰაპოელის” წინააღმდეგ დააფიქსირა. ოთხთა ფინალის ეგიდით გამართულ მატჩში “ტენერიფე” მოწინააღმდეგესთან ერთი ქულით დამარცხდა, თუმცა, ქართველმა კალათბურთელმა 18 ქულა მოაგროვა. შერმადინს აქამდე 891 ქულა ჰქონდა, ახლა კი, ეს რიცხვი 909-მდე გაზარდა. ქართველი კალათბურთელის შედეგი […]
Eurohoops: “ქულების ქართველი მანქანა ისტორიულ შედეგს უახლოვდება”
ავტორიტეტული საკალათბურთო მედია საშუალება Eurohoops-ი, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “ტენერიფეს” ლიდერის – გიორგი შერმადინის შესახებ, ვრცელ სტატიას აქვეყნებს. Eurohoops-ი შერმადინს “ქულების ქართველ მანქანას” უწოდებს და აღნიშნავს, რომ ქართველი ცენტრი ისტორიული შედეგის დაფიქსირების ზღვარზეა. გიორგი შერმადინს მხოლოდ 9 ქულის დაგროვება სჭირდება, იმისთვის რომ ისტორიაში მე-2 კალათბურთელი გახდეს, რომელიც საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაში 900-ქულიან ნიშნულს გადააჭარბებს. ამ […]
ტენერიფემ ჟირონა დაამარცხა – შერმადინი მატჩის MVP გახდა
ესპანეთის ACB ლიგის 31-ე ტურში ,,ტენერიფემ” ,,ჟირონა” სტუმრად 16-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 88:72 დაამარცხა. ,,ტენერიფეს” შემადგენლობაში 23 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 16 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შერმადინმა 7-დან 5 ორქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 21 შეადგინა, რაც ორივე გუნდის […]
ტენერიფემ გრანადას მოუგო – შერმადინმა 18 ქულა მოაგროვა
ესპანეთის ACB ლიგის 30-ე ტურში ,,ტენერიფემ” ,,გრანადა” სტუმრად 9-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 82:73 დაამარცხა. ,,ტენერიფეს” შემადგენლობაში 26 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 18 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. შერმადინმა 9-დან 7 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 21 შეადგინა, რითაც საკუთარი გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ […]
ბილბაოსთან მოგებულ მატჩში შერმადინმა ორმაგი დუბლი გაიფორმა
ესპანეთის ACB ლიგის 28-ე ტურში ,,ტენერიფემ” ,,ბილბაო” სტუმრად 23-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 83:60 დაამარცხა. ,,ტენერიფეს” შემადგენლობაში 19 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 17 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. შერმადინმა 6-დან 4 ორქულიანი და 12-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 25 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია. ,,ტენერიფე” 30 […]
“შეგვიძლია ყველას წინააღმდეგ კონკურენტუნარიანი ვიყოთ” – გიორგი შერმადინმა მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა
ესპანური კლუბის “ტენერიფესა” და საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შერმადინმა ქართული კალათბურთის ისტორიულ მიღწევაზე ისაუბრა. ჩვენმა გუნდმა ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა, რომელიც 2023 წელს ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში გაიმართება. ამ მნიშვნელოვანი ტურნირის შესახებ გიორგი შერმადინმა Eurohoops-თან ისაუბრა. “საქართველოს დიდი ზაფხული ელის. მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ვიასპარეზებთ. ყველა ძალიან აღელვებულია. ხალხი ძალიან ბედნიერია […]
ACB ლიგის 2022/2023-წლების სეზონის MVP – გიორგი შერმადინს ჩვენი დახმარება სჭირდება
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის (ACB ლიგის) 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო. არავის გაუკვირდება, რომ MVP-ის ტიტულისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი ფავორიტი, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ტენერიფეს” ცენტრი – გიორგი შერმადინია, რომელიც ამ ეტაპისთვის გამოკითხვაში მეორე ადგილს იკავებს. იმისათვის, რომ ქართველმა კალათბურთელმა MVP-ის ტიტული მოიპოვოს, ამისათვის საჭირო ქართველი გულშემატკივარის აქტიურობაა. ხმის მიცემის ინსტრუქცია | ხმის […]