ესპანეთის ACB ლიგის მე-16 ტურში ,,ტენერიფემ” ,,სარაგოსას” სტუმრად, ოვერტაიმში, 4-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 87:83 მოუგო (მატჩის ძირითადი დრო 73:73 დასრულდა). ,,ტენერიფეს” შემადგენლობაში 28 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 21 ქულა, 4 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მოაგროვა. შერმადინმა 8-დან 5 ორქულიანი და 12-დან 11 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა […]