უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, “დინამო ბათუმი” პოლონეთის ექსტრაკლასას 2021/22 წლების სეზონის გამარჯვებულს, პოზნანის “ლეხს” დაუპირისპირდება. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე ქართული გუნდის შემადგენლობა უკვე ცნობილია, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: ძირითადი შემადგენლობა: ლაზარე კუპატაძე – გრიგოლ ჩაბრაძე, მამუკა კობახიძე (კ), ოლექსანდრ აზაცკი, ირაკლი აზაროვი – ბენჟამინ ტეიდი, სანდრო ალთუნაშვილი – ვლადიმერ მამუჩაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, ზურიკო […]
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, “დინამო ბათუმი” პოლონეთის ექსტრაკლასას 2021/22 წლების სეზონის გამარჯვებულს, პოზნანის “ლეხს” დაუპირისპირდება. პირველი მატჩი პოლონეთში 21 ივლისს გაიმართება. მატჩის წინ, ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის გუნდის შესაძლებლობებს პოლონური მედია განიხილავს და უკანახაზის რესურსს სკეპტიკურად აფასებს. ნიკა კვეკვესკირი: “ინდივიდუალურად უფრო ხარისხიანი გუნდი ვართ, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ფურცელზე ჩანს” “ლეხ პოზნანის” დაცვაში […]
გია გეგუჩაძე: “ლეხს რეაბილიტაცია სურს, მაგრამ გამარჯვებული ორი მატჩის ჯამში გამოვლინდება”
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, “დინამო ბათუმი” პოლონეთის ექსტრაკლასას 2021/22 წლების სეზონის გამარჯვებულს, პოზნანის “ლეხს” დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების წევრების, ნიკა კვეკვესკირის და გიორგი წიტაიშვილის გუნდთან დაპირისპირებამდე, ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ მოახლოებულ უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა. “საკმაოდ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპზე ჩვენც და “ლეხიც” დავმარცხდით, ვფიქრობ, […]
100 000 ევრო ერთ თვეში – წიტაიშვილის ტრანსფერის საინტერესო დეტალი
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი წიტაიშვილი კარიერას პოზნანის “ლეხში” გააგრძელებს. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი იქ 1-წლიანი იჯარის წესით ითამაშებს. საინტერესოა, რომ წიტაიშვილის ტრანსფერს წინ საკმაოდ დიდი ბიუროკრატიული გაუგებრობა უძღოდა. საქმე ისაა, რომ ქართველ ფეხბურთელს კიევის “დინამოსთან” კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აქვს, თუმცა პოლონურმა კლუბმა ისარგებლა FIFA-ს რეგულაციით, რომელიც უკრაინის და რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს აძლევს უფლებას […]
ჩემპიონთა ლიგა: მარგველაშვილის გაძევება, ქართველების დუელში კვეკვესკირმა და წიტაიშვილმა იმარჯვეს
უეფას ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონი დაიწყო. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 5 ივლისს გაიმართა და მასში მონაწილეობა რამდენიმე ქართველმა ფეხბურთელმაც მიიღო. პოლონეთის მოქმედმა ჩემპიონმა, “ლეხ პოზნანმა” აზერბაიჯანულ “ყარაბახს” – 1:0 სძლია. გამარჯვებული გუნდის სათადარიგოთა შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი. პირველი მათგანი მოედანზე 79-ე წუთზე გავიდა და გუნდის წინა სეზონის საუკეთესო […]
ოფიციალურად: გიორგი წიტაიშვილი პოლონეთის ჩემპიონში ითამაშებს
საქართველოს ნაკრების შემტევი, გიორგი წიტაიშვილი კარიერას პოლონეთის მოქმედი ჩემპიონის, “ლეხ პოზნანის” შემადგენლობაში გააგრძელებს. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი 1-წლიანი იჯარის წესით კიევის “დინამოდან” ექსტრაკლასას გამარჯვებულის რიგებში ითამაშებს, სადაც ეროვნული გუნდის კიდევ ერთი ფეხბურთელი, ნიკა კვეკვესკირი ირიცხება. გიორგი წიტაიშვილი პოზნანური კლუბის შემადგენლობაში 14-ნომრიან მაისურს მოირგებს. 21 წლის ფეხბურთელმა, რომლის აქტივშიც საქართველოს ნაკრებში უკვე 10 მატჩი და 2 საგოლე […]
წიტაიშვილმა დინამო კიევის შეკრება დატოვა და პოლონეთში გაემგზავრა
უკრაინული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი წიტაიშვილმა შვეიცარიაში, “დინამო კიევის” შეკრება დატოვა და პოლონეთში გაემგზავრა. წყაროს მტკიცებით, წიტაიშვილი უკვე პოლონეთში იმყოფება, სადაც უახლოეს მომავალში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. მიუხედავად იმისა, რომ წიტაიშვილის მომავალი გუნდის ვინაობა ოფიციალურად არ სახელდება, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი ფეხბურთელის კარიერა პოზნანის “ლეხში” გაგრძელდება. წიტაიშვილის სამსახურით, კიდევ ერთი პოლონური კლუბი […]
წიტაიშვილი: “გუშინ ტრიბუნებმა გამარჯვების სურვილი გააორმაგა”
გიბრალტართან მოგებული (4:0) მატჩის შემდეგ, გიორგი წიტაიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, სადაც გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა. “ქართველებს უყვართ ფეხბურთი და ეროვნულ ნაკრებს მთელი გულით გულშემატკივრობენ. ⠀ ჩვენ გუნდს გამარჯვების სურვილი და მოტივაცია სულ აქვს, თუმცა გუშინ ტრიბუნებმა ეს ყველაფერი გააორმაგა. გულშემატკივრებო, მადლობა ამ ძლიერი მხარდაჭერისთვის. ⠀ ვოცნებობ საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე მუდამ ასეთი სავსე ტრიბუნები იყოს.” […]
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარის ნაკრები – 4:0 დაამარცხა და ბულგარეთსა და ჩრდ. მაკედონიის შეხვედრის ფრედ (1:1) დასრულების შემდეგ ჯგუფში გალიდერდა. მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “ვიცოდით, რომ გიბრალტარის ნაკრები ამ ჯგუფში ყველაზე პატარა გუნდია, თუმცა ჩვენ საკუთარ თავზე უნდა ვკონცენტრირდეთ და არა მეტოქეზე. საწყისი და ბოლო 25 […]
გიორგი წიტაიშვილის საგოლე პასი სადებიუტო შეხვედრაში | VIDEO
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი წიტაიშვილი საკლუბო კარიერას პოლონეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. ქართულ, უკრაინულ და პოლონურ მედიაში გავრცელებული ცნობები 21 წლის ქართველი ფეხბურთელის შესახებ კრაკოვის “ვისლამ” საბოლოოდ დაადასტურა. წიტაიშვილი კიევის “დინამოდან” ექსტრაკლასას ბინადარ გუნდში 3-თვიანი იჯარით ითამაშებს, მისი კარიერული მომავალი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც უკრაინის მოქალაქე გახლდათ და ამ ქვეყნის 20-წლამდე ნაკრებთან ერთად […]
როგორია უკრაინაში მყოფი ქართველი ფეხბურთელების მდგომარეობა?
24 თებერვალს, უკრაინის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო დაპირისპირების ფონზე საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. არსებულ ვითარებაში, მოვლენები მომენტალურად იცვლება, ამავე დროს რეგულარული ფრენები უკრაინის მიმართულებით შეზღუდულია. უკრაინაში, საქართველოს არაერთი მოქალაქე იმყოფება, მათ შორის ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც უკრაინის ჩემპიონატში თამაშობენ. როგორც Live.ge-სთვის გახდა ცნობილი, “ჩერნომორეცში” მოთამაშე ფეხბურთელები, ბექა ვაჩიბერაძე და გიორგი წიტაიშვილი ამჟამად კლუბის ბაზაზე იმყოფებიან და თავს […]