მარეკ ჰამშიკი ევროპაში ბრუნდება – სლოვაკი ფეხბურთელი “გიოტებორგში” ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას შვედური მედია ავრცელებს. რამდენიმე დღის წინ მედიაში დაიწერა, რომ 33 წლის ნახევარმცველი კარიერას სამშობლოში, ბრატისლავას “სლოვანში” გააგრძლებდა. თუმცა, როგორც ცნობილი ხდება, ჰამშიკმა შეთანხმებას “გიოტებორგთან” მიაღწია. spazionapoli.it-ის თანახმად, მარეკმა აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად მიიღო. მას სურს, რომ ივნისამდე ფორმაში შევიდეს და სლოვაკეთის ნაკრებს უმნიშვნელოვანესი […]