შანსი ბითაძეს? ტერნერით არაერთი გუნდი დაინტერესდა
ამერიკულ მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ მაილს ტერნერით NBA-ის რამდენიმე გუნდი ინტერესდება. “ინდიანა პეისერსის” 24 წლის ცენტრის გაცვლის სურვილი “ლეიკერსმა”, “ნიქსმა”, “ნიუ ორლეანსმა” და “კლიპერსმა” გამოთქვეს. როგორც მოგეხსენებათ, ტერნერი გოგა ბითაძის მთავარი კონკურენტია. სწორედ მაილსი არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ეძლევა ახალგაზრდა ქართველს დიდი სათამაშო დრო. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ […]
გოგა ბითაძე – 100 პროცენტს გავაკეთებთ, რომ ევრობასკეტზე ყველა თამაში მოვიგოთ
“ინდიანა პეისერსის“ კალათბურთელმა გოგა ბითაძემ ევრობასკეტი 2022-ის შესახებ ილაპარაკა. ჩვენს ნაკრებს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უდიდესი რესურსი აქვს ამ ტურნირზე საკმაოდ შორს გავიდეს, რაც ჩვენმა ახალგაზრდა ცენტრმაც აღნიშნა. „არამარტო კალათბურთის გულშემატკივრებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის დიდი პატივია ევრობასკეტის საქართველოში ჩატარება. რა თქმა უნდა, ნაკრები ყოველთვის წინ დგას და პრიორიტეტულია და იმედი მაქვს, რომ მთელი გუნდი ჯანმრთელად […]
გოგა ბითაძის 20 ქულა ვაშინგტონის წინააღმდეგ | VIDEO
მამუკელაშვილი დაბრუნდა, ბითაძეს კვლავ მცირე სათამაშო დრო მიეცა!
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ოკლაჰომასა” და “მილუოკის” დაპირისპირება შედგა. დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვებულის გამოსავლენად, ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო, რის შემდეგაც “ოკლაჰომა” “მილუოკისთან” 132:136 დამარცხდა. იანის ანტეტოკუნმპოს გარეშე მოთამაშე “მილუოკის” მხსნელად, ჯეივონ კარტერი მოევლინდა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 44:46 წუთში, 36 ქულის, 4 მოხსნისა 12 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. ქართველი გულშემატკივრისათვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, […]
ორლანდომ გოგა ბითაძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
“ორლანდო მეჯიქმა” გოგა ბითაძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა, რის შედეგადაც ქართველი ცენტრი ფრენჩაიზის ღირსებას კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში დაიცავს. განახლებული კონტრაქტის თანახმად, ბითაძე 2.07 მილიონ დოლარს მიიღებს. NBA-ის 2022-23 წლების სეზონში, ბითაძეს “ინდიანას” რიგებში სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლეოდა, მაგრამ “ორლანდოში” მკვეთრად გაუმჯობესებული პირობები მიიღო. რეგულარულ სეზონში ბითაძემ “ორლანდოს” მაისური 17 შეხვედრაში მოირგო და საშუალოდ 5.8 ქულასა […]
გოგა ბითაძის მორიგი საოცარი მატჩი ევროლიგაზე და MVP-ის ტიტული (ვიდეო)
გუშინ ღამით, ევროლიგის მატჩი გაიმართა, სადაც გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” – “გრან კანარიას” უმასპინძლა და 75-70 დაამარცხა. გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ქართველმა ვარკვლავმა – გოგა ბითაძემ შეიტანა. გოგას ანგარიშზე 16 ქულა, 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 ბლოკი იყო. ხოლო სარგებლიანობის კოეფიციენტი +27.
ბითაძის მორიგი გაბრწყინება
სერბეთის ჩემპიონატის მეათე ტურში “მეგა ბიმაქსი”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ცენტრი, გოგა ბითაძე იცავს, “ტამისს” დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 121:69 დაამარცხა.
გოგა ბითაძე ოფიციალური დებიუტისთვის ემზადება
NBA-ს რეგულარული სეზონი დღეს დაიწყო. პირველი შეხვედრები გამართეს “ტორონტო” – “ნიუ ორლეანსმა” (130:122) და “კლიპერსი” – “ლეიკერსმა” (112:102). ჩვენს ყურადღებას იქცევს “ინდიანა პეისერსი”, რომელმაც ზაფხულში დრაფტზე გოგა ბითაძე აიყვანა. ახალგაზრდა ქართველს ინდიანაში იმედიანად უყურებენ. გოგას დებიუტი “ინდიანაში” “მინესოტასთან”, პრე-სეზონის შეხვედრაში შედგა, სადაც მან 14 ქულა მოაგროვა. ახლა ბითაძე NBA-ში ოფიციალური დებიუტისთვის ემზადება. ნეით მაკმილანის გუნდი […]
ინდიანამ გულშემატკივარს ვალენტინობის დღე ბითაძის ფოტოთი მიულოცა (ფოტო)
“ინდიანა პეისერსის” ოფიციალურმა გვერდმა საკუთარ გულშემატკივარს ვალენტინობის დღე მიულოცა. ინდიანაპოლისურმა გუნდმა სოციალურ ქსელში ბითაძის ფოტო განათავსა წარწერით: “არასდროს დაგითმობ გოგას.”
ინდიანა დამარცხდა, ბითაძე არც ამჯერად ათამაშეს
NBA-ს რეგულარული სეზონის მე-16 თამაში “ინდიანა პეისერსმა” “ტორონტოსთან” გამართა და 5 ქულის სხვაობით, 102:107 დამარცხდა. სამწუხაროდ, პარკეტზე ვერც აღნიშნულ შეხვედრაში ვიხილეთ გოგა ბითაძე. ახალგაზრდა ქართველი ცენტრი, რომელიც ცოტა ხანია გამოჯანმრთელდა, ნეიტ ბიორკგრენმა არც “რეპტორსთან” ათამაშა. შეგახსენებთ, რომ ბითაძემ სეზონის დაწყებამდე ტრავმა მიიღო, რის გამოც მან NBA-ის საწყისი ტურები გამოტოვა. “ორლანდოსთან” პარკეტზე გატარებულ რამდენიმე წამს თუ […]
ბითაძემ მორიგი შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა | ინდიანამ მოიგო
გოგა ბითაძის “ინდიანამ” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა გამართა, სადაც საკუთარ არენაზე “მინესოტას” უმასპინძლეს. შეხვედრის პირველი მეოთხედი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე მეოთხედიდან “ინდიანას” მეტოქისათვის წინ გასვლის საშუალება არცერთი წამით აღარ მიუცია. მესამე მეოთხედი “პეისერსის” კალათბურთელებმა 15-ქულიანი უპირატესობით დაასრულეს, თუმცა საბოლოოდ 4 ქულით, ანგარიშით – 141:137, იმარჯვეს. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 25:24 წუთი გაატარა, […]
8 ქულა და 3 მოხსნა 9 წუთში – ბითაძე ინდიანას გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა | VIDEO
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ინდიანა” “ნიუ იორკს” დაუპირისპირდა. ინდიანაპოლისში გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 111:98 დასრულდა. “ნიქსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, “პეისერსის” ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 9:40 წუთი დაჰყო – აღნიშნულ დროში, ბითაძის მონაგარი 8 ქულასა და 3 მოხსნას შეადგენს.