ილიას ზუროსი: გოგა ბითაძე უკრაინასთან და ესპანეთთან ითამაშებს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 1 ივლისს რიგაში უკრაინასთან, ხოლო 4 ივლისს ესპანეთთან ითამაშებს. ესპანელებს თბილისის ახალ დარბაზში ვუმასპინძლებთ. ორივე მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. ამ მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა პრესკონფერენცია გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ გუნდის მოთამაშე გიორგი შერმადინი, კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა და ნაკრების გენერალური მენეჯერი […]
ხასიათის სიმტკიცის 2 საათი
ბოლო ევრობასკეტის შემდეგ, საქართველოს საკალათბურთო ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო: ნაკრებს დაემშვიდობნენ ზაზა ფაჩულია და ვიქტორ სანიკიძე, ილიას ზუროსს კი ახალი გუნდის შენება უწევს. მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსები მიზერულია, მაგრამ ვხედავთ ბრძოლას, შემართებას, სურვილსა და მოტივაციას, რაც თითოეული ჩვენი კალათბურთელის თვალებში ჩანს. ისრაელს საოცარი თაობა ეზრდება – გასულ ზაფხულს გერმანიაში ჩატარებული 20 წლამდე ევრობასკეტი მათი ტრიუმფით […]
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები შეკრებას სლოვენიაში გადის. სამთო-სათხილამურო კურორტ როგლაში, საქართველოს ნაკრებს სავარჯიშოდ იდეალური პირობები აქვს შექმნილი. შეგახსენებთ, ჩვენი ნაკრები ფორმისა და მზადების პიკში დაახლოებით 20 აგვისტოსთვის უნდა იყოს, როცა ჯერ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებს ითამაშებს (24 და 27 აგვისტოს), შემდეგ კი, 1 სექტემბრიდან, თბილისში გასამართ ევრობასკეტში ჩაებმება. ნაკრების მთავარი მწვრთნელი – ილიას […]
ილიას ზუროსი: “მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა, მაგრამ მებრძოლი სული ვაჩვენეთ”
ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, ფინეთთან სტუმრად გამარჯვების შემდეგ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა კომენტარი გააკეთა. “პირველ რიგში, მინდა ჩემს მოთამაშეებს, სამწვრთნელო შტაბს და მთლიან გუნდს მივულოცო ეს გამარჯვება. ყველა მათგანმა შესანიშნავად იმუშავა. ეს ძალიან რთული სიტუაციაა, რადგან კორონავირუსის გამო, გულშემატკივრის გარეშე გვიწევს თამაში და კალათბურთისთვის შესაბამისი ატმოსფერო არ გვაქვს, როგორიც […]
ზუროსი: ,,თუ ასე ვითამაშებთ, ევრობასკეტზე შანსი გვექნება”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა, იტალიასთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა: ,,პირველ რიგში, ვულოცავ იტალიის ნაკრებს გამარჯვებას. ვამაყობ ჩვენი გუნდით. წავაგეთ, შეცდომები დავუშვით, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ. ევრობასკეტის დაწყებამდე დღეებით წინ, გუნდის კაპიტანი დავკარგეთ. ცუდია, რომ ტრავმები მოხშირდა, ახლა ამ თამაშში გალინარი დაშავდა. არც ისე კარგი იდეაა, ევრობასკეტის წინ ასეთი მნიშვნელოვანი თამაშების დანიშვნა. ჩვენი მიზანი ევრობასკეტზე […]
ლატვიაში უკრაინასთან სათამაშოდ ჩასულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა “რიგა არენაზე” პირველი ვარჯიში გამართა. ეს გახლდათ უფრო მოთელვითი, აღდგენითი ვარჯიში. მგზავრობის შემდეგ მწვრთნელთა შტაბმა გუნდს საშუალება მისცა, დაესვენა და შესაბამისად, ილიას ზუროსს რიგის დარბაზში კომბინაციებისა და სხვადასხვა სათამაშო კომპონენტებზე ვარჯიში არ ჩაუტარებია. ეს გახლდათ თამაშამდე ბოლო ვარჯიში “რიგა არენაზე”, რადგან დღეს, 30 ივნისს, ამ დარბაზში მსოფლიოს საკვალიფიკაციო […]
ილიას ზუროსი: “იღბალმა ზურგი გვაქცია”
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა, არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და 10000-მდე გულშემატკივრის წინაშე, საბერძნეთს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია.
საქართველოს ნაკრები აგვისტოს მატჩებისთვის სლოვენიაში ემზადება
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები სლოვენიაში შეკრებას გადის, სადაც როგორც ოფიციალური, ისე ამხანაგური შეხვედრებისთვის ემზადება. კურორტ როგლაში ილიას ზუროსის გუნდი ოფიციალურ მატჩებამდე, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 24 და 27 აგვისტოს, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ეგიდით უნდა გამართოს, არაერთი ამხანაგური შეხვედრისთვის ემზადება, მათ შორის უახლოესი 5 აგვისტოს, უნგრეთთან ქალაქ კეჩკემეტში გაიმართება, სადაც ჩვენი ნაკრები როგლადან ავტობუსით გაემგზავრება. უკვე ორი […]
ილიას ზუროსი: “დღევანდელი ჩვენი თამაში იყო საშინელება…”
‘ევრობასკეტ2022’-ის ჯგუფური ეტაპის მეოთხე წრეში საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და უმნიშვნელოვანეს მატჩში 12-ქულიანი სხვაობით, 80:92 დამარცხდა. გთავაზობთ საქართველოს ნაკრების მთავარი სპეციალისტის, ილიას ზუროსის მატჩისშემდგომ კომენტარს: “მეტოქემ მოგება დაიმსახურა, დღეს ჩვენ მოედანზე ფაქტობრივად არ გამოვცხადდით. გახურებიდანვე ცხადი იყო, რომ ჩვენ სათამაშოდ მზად არ ვიყავით. თამაშზე ბევრს არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ საშინელება ვიყავით. თუ […]
ილიას ზუროსი: “ენერგია, დაცვა, კონცენტრაცია – ეს არის თამაში, რომელიც უნდა მოვიგოთ” | VIDEO
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებში, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები უკრაინასა და ესპანეთს დაუპირისპირდება. უკრაინისა და საქართველოს საკალათბურთო მატჩი 1 ივლისს, რიგაში გაიმართება – ხოლო საქართველოსა და ესპანეთის დაპირისპირება 4 ივლისს, თბილისში შედგება. უკრაინასთან გასამართი მატჩის წინ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის Facebook გვერდზე ვიდეო განთავსდა, რომელშიც ილიას ზუროსი ქართველ კალათბურთელებს მიმართავს.
ექსკლუზიური ინტერვიუ მანუჩარ მარკოიშვილთან!
Live.ge-მ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების და “პალაკანესტრო რეჯინას” კალათბურთელ მანუჩარ მარკოიშვილთან. გამარჯობა მანუჩარ, რა სიახლეებია საკლუბო კარიერაში? – ამ ეტაპზე არანაირი შემოთავაზება არ მაქვს კლუბებისგან, რადგან ჯერ რეაბილიტაციის კურსი არ დამიმთავრებია და იმედი მაქვს, რომ ნოემბრის შუა რიცხვებისთვის მოვიშუშებ ტრამვას და მზად ვიქნები კლუბებთან სალაპარაკოდ. თუ არის ცნობილი, დაახლოებით როდის დაუბრუნდებით პარკეტს? – […]