საქართველოს წინსვლა – ევრობასკეტმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრების წინ, ევრობასკეტის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ევროპული ნაკრებების რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის რეიტინგში მე-12 პოზიცია დაიკავა, მსოფლიოში კი 36-ე საფეხურზე იმყოფება. საქართველოს ნაკრები რეიტინგში 6 ადგილით დაწინაურდა. “თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი და თადუს მაკფადენი ილიას ზუროსის განკარგულებაში იქნებიან, თუმცა მათი შემადგენლობა მაქსიმალურად სრულფასოვანი არ იქნება, რადგან ქართველებს რატი […]
ილიას ზუროსმა სერბეთთან და ფინეთთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ევრობასკეტ 2022-ის მომავალი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. შეგახსენებთ, რომ თბილისი არის ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფის მასპინძელი. E ჯგუფის მატჩები ე.წ “ბაბლის” პრინციპით 15-22 თებერვალს თბილისში ჩატარდება. საქართველოს, როგორც ევრობასკეტის ერთ-ერთ მასპინძელ ქვეყანას, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა გარანტირებული აქვს და მიუხედავად ამისა, ჩვენი გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის E […]
ზუროსი: “გამარჯვება დავიმსახურეთ”
ისრაელისა და საქართველოს მატჩის შემდეგ რომელიც ჩვენი გამარჯვებით 85-80 დასრულდა პრესკონფერენცია შედგა, სადაც ჩვენი მხრიდან ილიას ზუროსმა და დუდა სანაძემ ხოლო ისრაელის მხრიდან მთავარმა მწვრთნელმა ოდედ კატაშმა და იოველ ზუსმანმა ისაუბრეს. დუდა სანაძე: მოხარული ვართ ამ გამარჯვებით. მთელი გუნდი ერთად ვმუშაობდით მთელი მატჩის მანძილზე და შედეგმაც არ დააყოვნა, კონცენტრაცია უკვე შემდეგ მატჩზე გვაქვს, სადაც საბერძნეთს დავუპირისპირდებით. […]
ხასიათის სიმტკიცის 2 საათი
ბოლო ევრობასკეტის შემდეგ, საქართველოს საკალათბურთო ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო: ნაკრებს დაემშვიდობნენ ზაზა ფაჩულია და ვიქტორ სანიკიძე, ილიას ზუროსს კი ახალი გუნდის შენება უწევს. მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსები მიზერულია, მაგრამ ვხედავთ ბრძოლას, შემართებას, სურვილსა და მოტივაციას, რაც თითოეული ჩვენი კალათბურთელის თვალებში ჩანს. ისრაელს საოცარი თაობა ეზრდება – გასულ ზაფხულს გერმანიაში ჩატარებული 20 წლამდე ევრობასკეტი მათი ტრიუმფით […]
თავს ზევით ძალა არ არის – მადლობა ბიჭებს! (ვიდეო)
ხანდახან ყველაფერი ისე არ ხდება როგორც გულშემატკივარს სურს, ამის დასტური კი დღევანდელი საქართველო – ესტონეთის მატჩია. ალბათ ვერავინ ვერ დაგვაჯერებს რომ ესტონეთის ნაკრები თუნდაც ამ შემადგენლობით მოთამაშე საქართველოს ნაკრებზე მაღალი კლასის გუნდია. მაგრამ ესტონელებს ერთი დიდი უპირატესობა ჰქონდათ რაც პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმაც აღნიშნა – გუნდურობა. “მათ ორივე შესარჩევი ეტაპი ერთი გუნდით […]
მსოფლიო საკვალიფიკაციო მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ის შემადგენლობა დაასახელა, საიდანაც ჩვენი ეროვნული გუნდის ის 12-12 მოთამაშე შეირჩევა, რომლებიც ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს 24 და 27 თებერვალს, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებში დაუპირისპირდება. შემადგენლობა 24-კაციანია და ის მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზატორის, ფიბა-ს სპეციალურ საშეჯიბრო ბაზაში გაგზავნილი, ხოლო ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნებულია: საქართველოს შემადგენლობა და სტატისტიკური მაჩვენებლები […]
ილიას ზუროსი – გავუზიაროთ ერთმანეთს სიყვარული და არა ომი | VIDEO
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა. თბილისში გამართულ შეხვედრაში, ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქე სოლიდური სხვაობით 91:70 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისა და ჩრდილოეთ მაკედონიის რიგით მეორე დაპირისპირება სკოპიეში გაიმართა. საკუთარ კედლებში ასპარეზობის მიუხედავად, ჩრდილოეთ მაკედონია 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 65:79 დამარცხდა. ჩრდ. მაკედონიის მწვრთნელი | საქართველო უპირობო ფავორიტია საქართველოს ნაკრებმა […]
18 კალათბურთელი – ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრების განაცხადი დაასახელა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებს. ილიას ზუროსმა ნოემბერში გასამართი შეხვედრებისთვის 18-კაციანი გაფართოებული სია დაასახელა. ზუროსის საბოლოო შემადგენლობის შესახებ ცნობილი მატჩის წინა დღეს, 25 ნოემბერს გახდება. 26 ნოემბერს შინ უკრაინასთან, ხოლო 29 ნოემბერს სტუმრად ესპანეთთან შეხვედრებისთვის ბერძენი სპეციალისტის გუნდი შემდეგი კალათბურთელებით მოემზადება. გეტყვით, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ჯგუფში ესპანეთისა და […]
ილიას ზუროსი: “იღბალმა ზურგი გვაქცია”
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა, არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და 10000-მდე გულშემატკივრის წინაშე, საბერძნეთს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია.
ილიას ზუროსი: “დღეს ბევრ ქომაგს ველი”
დღეს თბილისში, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდი ესტონეთს დაუპირისპირდება. აქვე გეტყვით, რომ ხუთშაბათს საბერძნეთთან მარცხის (69:81) შემდეგ, საქართველომ ჯგუფიდან გასვლის ყველა შანსი დაკარგა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა თამაშამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა: “დღეს ამ 2-წლიანი ციკლის ბოლო მატჩი გველის. მინდა, ჩემს მოთამაშეებს მივულოცო, მათ რთული მატჩები ჰქონდათ, მაგრამ კარგად ითამაშეს. […]
ილიას ზუროსი: “დიდი მადლობა გულშემატკივარს”
საქართველო შვეიცარიის მატჩის დასრულების შემდეგ, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა და მძიმე ფორვარდმა ბექა ბურჯანაძემ პრესკონფერენცია გამართეს. ბექა ბურჯანაძე: “ვულოცავ ჩემს გუნდს, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და მიუხედავად რთული სიტუაციებისა გამარჯვება ვიზეიმეთ. შვეიცარია კონკურენტუნარიანი გუნდია და საკმაოდ ბევრჯერ მოგვიხსნეს ბურთი ჩვენს ფარზე. შესვენების შემდეგ ცოტა მოვდუნდით, შვეიცარია არ არის სუსტი გუნდი თუმცა მათ საშუალება ჩვენ […]