ზუროსი: ,,რთული ჯგუფი შეგვხვდა”
ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გამართულ წილისყრაზე მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფები დაკომპლექტდა. წილისყრის შედეგებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი გამოეხმაურა: ,,მსოფლიოზე პირველად ვთამაშობთ, ჩვენთვის ეს დიდი გამოცდილება იქნება! რთული ჯგუფი შეგვხვდა და ბრძოლა მოგვიწევს!” – ზუროსის სიტყვებს საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ციტირებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს, F ჯგუფში, სლოვენიის, ვენესუელასა და […]
FIBA: “საქართველომ ისტორია დაწერა”
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ტურში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისლანდიას უმასპინძლა და 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 77:80 დამარცხდა. საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად დღეს მოგება ან 3 ქულაზე მეტით არწაგება სჭირდებოდა (თუ მეტოქე 89 ქულაზე მეტს ჩააგდება და მოიგებდა, მაშინ საქართველოს მხოლოდ 1 ან 2 ქულით წაგება აძლევდა ხელს). შედეგად, ისტორიაში პირველად, ჩვენი ნაკრები მსოფლიო […]
“ამ გამარჯვებას ვიმსახურებდით, თქვენ ისტორია შექმენით” – ილიას ზუროსი | VIDEO
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ტურში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისლანდიას უმასპინძლა და 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 77:80 დამარცხდა. საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად დღეს მოგება ან 3 ქულაზე მეტით არწაგება სჭირდებოდა (თუ მეტოქე 89 ქულაზე მეტს ჩააგდება და მოიგებდა, მაშინ საქართველოს მხოლოდ 1 ან 2 ქულით წაგება აძლევდა ხელს). შედეგად, ისტორიაში პირველად, ჩვენი ნაკრები მსოფლიო […]
ზუროსი: ,,ისლანდიას კარგი დაცვა უნდა დავუპირისპიროთ და ისტორია დავწეროთ”
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა, ნიდერლანდებთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა: ,,დღეს ძალიან რთული და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ! მართალია, კარგად ვერ ვითამაშეთ, თუმცა სასურველ შედეგს მივაღწიეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ახლა წინ გველის დიდი გამოწვევა ისლანდიასთან დაპირისპირების სახით. რა თქმა უნდა, თბილისში სავსე არენას ველოდებით, გვჭირდება, რომ გულშემატკივრებმა გუნდი რთულ მომენტებში გაამხნევონ, ხალხი ჩვენთან ახლოს იყოს, […]
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ნიდერლანდებთან მატჩში
ბოლო ვარჯიში ნიდერლანდებთან მატჩამდე – ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრები თამაშის წინა დღეს სრული დატვირთვის ავარჯიშა. ეს გახლდათ თორნიკე შენგელიას პირველი ვარჯიში, რომელმაც ძირითადად სათამაშო დეტალების დამუშავებით, კომბინაციების გათამაშებით და ბლომად ფარში სროლების ფონზე ჩაიარა. საქართველოს ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა ნიდერლანდებთან ასე გამოიყურება: გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, თად მაკფადენი, დუდა სანაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, კახა ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, თორნიკე […]
ილიას ზუროსისა და ნაკრების მოთამაშეების კომენტარები ნიდერლანდებში გამგზავრებამდე
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 20 თებერვალს, დილის 7 საათზე ამსტერდამის რეისით ნიდერლანდებში მიემგზავრება, სადაც ძალიან პრინციპული შეხვედრა ელის. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი ისტორიულ მიჯნაზეა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ორივე მატჩის მოგება სჭირდება. მეტოქე აუტსაიდერია, თუმცა ნიდერლანდებთან მატჩის ფასი იმდენად დიდია. რომ ამას მნიშვნელობა დაკარგული აქვს. ნიდერლანდები საქართველოს ამსტერდამიდან 40 კილომეტრში მდებარე […]
ზუროსი: ,,იმედია, იტალია ბოლო 2 ტურში შემადგენლობას არ შეცვლის, ეს უსამართლობა იქნება”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა, იტალიასთან წაგებული მატჩი შეაფასა: ,,პირველ ყოვლისა, მინდა მივულოცო ჩემს კალათბურთელებს, რადგან მხოლოდ მოგება არ არის მთავარი, მნიშვნელოვანია ბრძოლა და ჟინი. გუნდმა მთელი გული ჩადო თამაშში. თოკომ შესანიშნავად იმუშავა, არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ფანჯარამდე ტრავმის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე თამაში ჩაატარა. მას უნდოდა, რომ გუნდს დახმარებოდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი, რადგან […]
ზუროსი: ,,თორნიკე შენგელიამ დიდი თავგანწირვა გვაჩვენა”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა, ისლანდიასთან მოგებული მატჩი შეაფასა: ,,პირველ ყოვლისა, მინდა, მივულოცო ჩემს მოთამაშეებს, რომლებიც დღევანდელ თამაშში ბოლომდე დაიხარჯნენ და დიდი სამუშაო გასწიეს, განსაკუთრებით, ძალიან მოკლე მოსამზადებელი პერიოდისა და იმ კალათბურთელების გათვალისწინებით, რომლებსაც დიდი ხანია არ უთამაშიათ. დიდი თავგანწირვა გვაჩვენა კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, რომელმაც ორი დღის წინ კლუბში ითამაშა, შემდეგ კი ნაკრებში […]
ილიას ზუროსი: “დღევანდელი ჩვენი თამაში იყო საშინელება…”
‘ევრობასკეტ2022’-ის ჯგუფური ეტაპის მეოთხე წრეში საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და უმნიშვნელოვანეს მატჩში 12-ქულიანი სხვაობით, 80:92 დამარცხდა. გთავაზობთ საქართველოს ნაკრების მთავარი სპეციალისტის, ილიას ზუროსის მატჩისშემდგომ კომენტარს: “მეტოქემ მოგება დაიმსახურა, დღეს ჩვენ მოედანზე ფაქტობრივად არ გამოვცხადდით. გახურებიდანვე ცხადი იყო, რომ ჩვენ სათამაშოდ მზად არ ვიყავით. თამაშზე ბევრს არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ საშინელება ვიყავით. თუ […]
ზუროსი: ,,თუ ასე ვითამაშებთ, ევრობასკეტზე შანსი გვექნება”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა, იტალიასთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა: ,,პირველ რიგში, ვულოცავ იტალიის ნაკრებს გამარჯვებას. ვამაყობ ჩვენი გუნდით. წავაგეთ, შეცდომები დავუშვით, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ. ევრობასკეტის დაწყებამდე დღეებით წინ, გუნდის კაპიტანი დავკარგეთ. ცუდია, რომ ტრავმები მოხშირდა, ახლა ამ თამაშში გალინარი დაშავდა. არც ისე კარგი იდეაა, ევრობასკეტის წინ ასეთი მნიშვნელოვანი თამაშების დანიშვნა. ჩვენი მიზანი ევრობასკეტზე […]
“თოკოს ჩანაცვლება სხვა მოთამაშით მოგვიწევს”- ილიას ზუროსი
დღეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ნიდერლანდები დიდი ანგარიშით, 77:66 დაამარცხა. ჩვენი გუნდიდან გამოსარჩევი, თორნიკე შენგელიას თამაში იყო, რომელმაც 21 წუთში, 20 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა, თუმცა კაპიტანმა თამაში, ტრავმის გამო, ნაადრევად დატოვა. ექიმები თავიდან მხრის ამოვარდნაზე ფიქრობდნენ, თუმცა ახლა დადასტურდა, რომ საქართველოს კაპიტანს მხარი აქვს მოტეხილი. აქედან გამომდინარე, თორნიკე შენგელია ევრობასკეტზე საკუთარ ნაკრებს ვერ დაეხმარება. […]
თორნიკე შენგელიას მხრის მოტეხილობა დაუდასტურდა
მესამე მეოთხედში თორნიკე შენგელია მძიმედ დაშავდა. ექიმები თავიდან მხრის ამოვარდნაზე ფიქრობდნენ, თუმცა ახლა დადასტურდა, რომ საქართველოს კაპიტანს მხარი აქვს მოტეხილი. იმის გათვალისწინებით, რომ ევრობასკეტი ერთ კვირაში იწყება, თოკოს გამოჯანმრთელება ვერ მოესწრება და საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე კაპიტნის გარეშე მოუწევს თამაში.