კაპელო: ,,რას ვეტყოდი კინს? ის მაინც ვერაფერს გაიგებდა”
იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ, ტურინის ,,იუვენტუსის” თავდამსხმელზე, მოიზე კინზე ისაუბრა, რომელიც გუშინ, ,,რომასთან” მატჩში, მოედანზე შესვლიდან 40 წამში გააძევეს: ,,რას ვეტყოდი კინს? ის მაინც ვერაფერს გაიგებდა, ამიტომ მასთან საუბრით დროს დავკარგავდი. მან აშკარად დაკარგა თანაგუნდელების პატივისცემა. პირველ ყოვლისა, მატჩზე და გუნდზე უნდა ეფიქრა, მაგრამ მისმა საქციელმა ყველა დააზარალა. ალბათ, ამას ისიც აცნობიერებს. მსგავსი რამ არასდროს […]
მოიზე კინი მოედანზე შემოსვლიდან 40 წამში გააძევეს | VIDEO
რომა 1:0 იუვენტუსი (მიმოხილვა)
პოლ პოგბას ბრწყინვალე დაბრუნება ტორინოს წინააღმდეგ | VIDEO
პოლ პოგბამ პუბლიკას კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ ბრწყინვალე საფეხბურთო უნარები არ დაუკარგავს, მას შემდეგ, რაც “ტორინოს” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მოედანზე შევიდა და მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები ეფექტური მოძრაობებით ჩამოიშორა. 29 წლის ფრანგი ნახევარმცველი გასულ ზაფხულს კვლავ “იუვენტუსში” დაბრუნდა, თუმცა პრე-სეზონზე მუხლის უმძიმესი ტრავმა მიიღო და არა მხოლოდ “ბიანკონერის”, არამედ საფრანგეთის ნაკრებსაც გამოაკლდა. სერია A-ს მიმდინარე სეზონის […]
დიბალა პოლიციამ დაკითხა – ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია ემუქრება
,,რომას” შემტევი, პაულო დიბალა, ყოფილ გუნდთან, ტურინის ,,იუვენტუსთან” ფარული ფინანსური გარიგების გამო, შესაძლოა, 1-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პოლიციამ არგენტინელი ამ საქმესთან დაკავშირებით დღეს დაკითხა. გამომძიებლის მტკიცებით, დიბალას 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის დროს, ხელფასის აღებაზე უარი არ უთქვამს (როგორც ეს ტურინულმა გუნდმა განაცხადა), ის ანაზღაურების გადადებას დათანხმდა და შემდეგში 1.9 მილიონ […]
ალეგრი: ,,ჩემს ფეხბურთელებს უნდა ახსოვდეთ, რომ სერია A-ში 29 კი არა, 44 ქულა მოვაგროვეთ”
ტურინის ,,იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ,,ნანტთან” ევროპა ლიგის შეხვედრის წინ, მისი გუნდის გადატვირთულ კალენდარზე ისაუბრა: ,,ძალიან ბევრ მატჩს ვთამაშობთ? კარგი შესაძლებლობა გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენს ყველა ვალდებულებას თავი გავართვათ. შეგვიძლია, სხვა ტურნირზე გადავერთოთ და მას მეტი დრო დავუთმოთ. ევროპა ლიგას მნიშნველობა აქვს, რადგან რაც უფრო მეტს თამაშობ, გონება უფრო მობილიზებულია. ამას გამოწვევებისთვის და გამარჯვებებისთვის […]
“შჩესნის მემკვიდრე” – იუვენტუსი მამარდაშვილის ტრანსფერით ინტერესდება
ტურინის “იუვენტუსი” გუნდის ამჟამინდელი კიპერის – ვოიცეხ შჩესნის მემკვიდრის ძიებაშია. პოლონელ კიპერს კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, განახლების თაობაზე დაწყებული მოლაპარაკებები კი ჩიხშია შესული. “ბიანკონერის” წარმომადგენლებს, შჩესნის შემცვლელის შეძენა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურთ. იტალიური და ესპანური მედია საშუალებები აქტიურად აპელირებენ იმის შესახებ, რომ გიორგი მამარდაშვილი ტურინელთა მთავარი სამიზნეა. ამ დროისათვის მამარდაშვილი ერთ-ერთი ნათელი წერტილია, რომელიც […]
იუვენტუსი პოლ პოგბას გაშვებას აპირებს
ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას მომავალი “იუვენტუსში” ბუნდოვანია. იტალიური მედიის ცნობით, ტურინული კლუბი ფეხბურთელის ტრავმებით შეწუხებულია და ფიქრობენ, რომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტონ. იტალიურმა კლუბმა 29 წლის ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეიძინა. თუმცა, ტრავმის გამო “ბებერ ქალბატონში” ასპარეზობის საშუალება ჯერ არ მისცემია. Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “იუვენტუსი” უკმაყოფილოა ფრანგის ხშირი ტრამიანობით. მიუხედავად იმისა, რომ […]
იუვენტუსის ფეხბურთელებს სასჯელი ემუქრებათ
იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ტურინის ,,იუვენტუსის’’ წინააღმდეგ კიდევ ერთ საქმეს იძიებს. ამჯერად საუბარი 16-მდე ფეხბურთელზეა, რომლებიც ეჭვმიტანილნი ხელფასებთან დაკავშირებით არსებულ მაქინაციებში არიან. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 2020-2021 წლებში რამდენიმე მოთამაშე ხელფასების გადავადებას დათანხმდა და კერძო ხელშეკრულება გააფორმა. ეს კი კანონის დარღვევაა, რაც ,,იუვენტუსს’’, შესაძლოა, იმაზე სამჯერ უფრო ძვირი დაუჯდეს, ვიდრე ის ხარჯებია, რომლის დაზოგვასაც […]
იუვენტუსი 3:3 ატალანტა (მიმოხილვა)
პროკურატურას ეჭვი ნაპოლის გაყალბებულ საბუთებზეც აქვს
იტალიური გამოცემის, La Republblica-ს ცნობით, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პროკურორი ,,ნაპოლის” მიერ ვიქტორ ოსიმენის შეძენასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ითხოვს. პროკურორი ჩინე ნეაპოლის პროკურატურას მიმართავს, ,,პარტენოპეის” პრეზიდენტთან, აურელიო დე ლაურენტისთან, დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. არსებობს ეჭვი, რომ დე ლაურენტისმა საბუთები გააყალბა. ჯერჯერობით უცნობია, გამოიტანს თუ არა სასამართლო ისეთივე ვერდიქტს, როგორიც ტურინის ,,იუვენტუსის” შემთხვევაში იყო, თუმცა, ფაქტია, რომ ოსიმენის ,,ლილიდან” […]
იუვენტუსს ევროთასებიდან მოკვეთა ემუქრება
უეფამ ,,იუვენტუსი”, შესაძლოა, ევროტურნირებიდან მოკვეთოს. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შესაძლო დისკვალიფიკაცია გუნდის ფინანსურ დარღვევებთანაა დაკავშირებული, რაც ხელფასების გაყალბებას გულისხმობს. თუ ფაქტი დადასტურდება, ,,ბებერ ქალბატონებს” ორგანიზაციისგან სასჯელი ემუქრებათ. ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევის გამო, ,,იუვენტუსი” 2021 წელს 3,5 მილიონი ევროთი დაჯარიმდა. თუ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ტურინული გრანდის ახალი დანაშაული დამტკიცდება, ჯარიმა 23 მილიონამდე […]