კვარაცხელიას განახლებულმა კონტრაქტმა ფანები შოკში ჩააგდო
“ნაპოლის” მიერ შეთავაზებულ ახალ კონტრაქტზე, ხვიჩა კვარაცხელიამ თანხმობა განაცხადა და გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი შემტევი ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებს, მაგრამ გულშემატკივრები მისი ახალი კონტრაქტის დეტალებით გაოცებულები დარჩნენ. ქართველი გარემარბი სწრაფად ჩამოყალიბდა ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო შემტევ მოთამაშედ, რომელმაც ნეაპოლური გუნდისთვის 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა. “ნაპოლი” სერია A-ს 19 ქულით […]
“ნაპოლი კვარაცხელიას ბრწყინვალე კონტრაქტს უმზადებს” – იტალიური პრესა
იტალიურ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ნაპოლი” მზადაა კვარაცხელიას კოლოსალური ანაზღაურება შესთავაზოს და კონტრაქტი 5 წლით გაუხანგრძლივოს. წყაროს მტკიცებით მხარეთა შორის პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია და უახლოეს მომავალში კვარა განახლებულ კონტრაქტს მოაწერს ხელს. სხვადასხვა წყაროს მტკიცებით, ნეაპოლიტანური კლუბი ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტს 2028 წლამდე გაუხანგრძლივებს და ყოველწლიური ხელფასის სახით €4 მილიონს გადაუხდის. აღსანიშნავია, რომ განახლებულ კონტრაქტზე […]
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ნორვეგისათან დაპირისპირებით დაიწყო. ბათუმში გამართული მატჩი, ფრედ 1:1 დასრულდა. საქართველო 1:1 ნორვეგია (მიმოხილვა) ვილი სანიოლი: “პირველი ტაიმით უკმაყოფილო დავრჩი” სოლბაკენი: “საქართველოს მოულოდნელი არაფერი შემოუთავაზებია” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერმა – ხვიჩა კვარაცხელიამ, საინტერესო კომენტარი გააკეთა. “პირველ რიგში იმის თქმა მსურს, რომ […]
Sportbible: მესი თუ რონალდუ – კვარამ რჩეული დაასახელა
გავლენიანი ბრიტანული სპორტული ტაბლოიდი sportbible ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს გარშემო მიმდინარე დაუსრულებელ დებატებს, ხვიჩა კვარაცხელიაც შეუერთდა. sportbible ხვიჩა კვარაცხელიას ფეხბურთის უახლეს სუპერვარსკვლავად მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ “ნაპოლის” ერთ-ერთმა ლიდერმა მესისა და რონალდუს შორის არჩევანი ჯერ კიდევ დიდი ხნის გააკეთა. ავტორიტეტული ბრიტანული ტაბლოიდის სტატიაში, ხაზგასმულია: მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიას […]
კვარას ფენომენალური გოლი მარტის თვის საუკეთესოდ დასახელდა | VIDEO
იტალიის სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია გახდა. ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი გოლი ატალანტას წინააღმდეგ | VIDEO კვარაცხელიას ყველა მომენტი ატალანტასთან | VIDEO 11 მარტს, სერია A-ს 26-ე ტურის შეხვედრაში, “ნაპოლი” “ატალანტას” დაუპირისპირდა და 2 უპასუხო გოლი გაუტანა. “პარტენოპეის” მიერ გატანილი პირველი გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია გახდა – სწორედ ამ გოლმა მოიპოვა მარტის […]
,,ნაპოლის” მთავარ მწვრთნელს, ლუჩიანო სპალეტის, ენცო ბეარზოტის სახელობის ჯილდო გადაეცა, რომელსაც 2011 წლიდან იტალიის საუკეთესო მწვრთნელები იღებენ. 64 წლის სპეციალისტმა დაჯილდოების ცერემონიალზე ნეაპოლური გუნდის თავდამსხმელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა: ,,როდესაც მისი ნიჭი დავინახეთ, ეჭვი არაფერში შემპარებია. რუსეთში მუშაობისას რამდენიმე მეგობარი შევიძინე და მათ კვარაცხელიას შესახებ ვკითხე, ყველამ მიპასუხა, რომ ის ძალიან ძლიერი იყო. პრეზიდენტი მენდო, თუმცა, […]
ესპანური მედია: “მამარდაშვილი და კვარაცხელია განუყრელი მეგობრები არიან – ვალენსიამ ეს ტანდემი ჩაშალა”
ესპანური გამოცემა lasprovincias.es-ი საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და ხაზს უსვამს, რომ მას ხვიჩა კვარაცხელიასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, ჩვენს ნაკრებში კი შესანიშნავი გარემოა. აღნიშნული სტატია ასე სათაურდება: “მამარდაშვილი, კვარაცხელიასგან განუყოფელი: ევროპული ფეხბურთის სენსაცია, რომელზეც “ვალენსიამ” უარი თქვა. რაც შეეხება სტატიის საკვანძო მონაკვეთებს ის ასეთი შინაარსისაა: “გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიაში” […]
საქართველოს ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა, ეროვნული გუნდის და “ნაპოლის” ქართველი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც ბათუმში გატარებულ დროზე, გულშემატკივარზე, მომავალ თაობაზე და კიდევ სხვა თემებზე საუბრობს. Посмотреть эту публикацию в Instagram Публикация от ეროვნული ნაკრები (@nakrebi) ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებთან ერთად მარტში გასამართი ორი მატჩისთვის ემზადება. ვილი სანიოლის გუნდი 25 მარტს ამხანაგურ მატჩში მონღოლეთს, ხოლო […]
ელიფ ელმასი: “კვარა ეკლერია, დი ლორენცო – ბაქლავა, სპალეტი კი ალექსანდრე მაკედონელი”
“ნაპოლის” ჩრდილოეთ მაკედონიელმა შემტევმა ნახევარმცველმა, ელიფ ელმასმა იტალიურ მედია-საშუალება DAZN-თან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც საკუთარი ცხოვრებისა და კარიერის საწყისი წლების გახსენებასთან ერთად, თანაგუნდელებისა და “ნაპოლის” რჩეული ფიგურების შესახებ პარალელელბიც გაავლო. წარმოშობით თურქი და ჩრდ. მაკედონიის მოქალაქე ფეხბურთელის თქმით, ხვიჩა კვარაცხელია ნამცხვარ ეკლერს შეადარა. “ბავშვობაში ბევრი მსხვერპლი გავიღე. სკოლაში მივდიოდი, შემდეგ ვბრუნდებოდი და ვარჯიშზე მივდიოდი, რის შემდეგაც […]
საქართველოს ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა, ეროვნული გუნდის და “ნაპოლის” ქართველი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუდან ამონარიდი გამოაქვეყნა, რომელშიც ის ახალგაზრდა თაობას მიმართავს და წარმატებისკენ მისასვლელ გზაზე რჩევებს აძლევს. “მეც ვიყავი მათი ტოლი, მეც ვიყავი ბავშვი და მეც მქონდა ოცნებები, რომელიც მეჩვენებოდა არარეალურად. ცხოვრებაში ის ვიგრძენი და ის ვისწავლე, რომ თუ ადამიანს შეუძლია, რომ ჰქონდეს ოცნება, ის ამას […]
“ნაპოლის” ცენტრალურმა მცველმა, ლეო ოსტიგორმა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელია, ახლა კი 22 წლის ქართველ ვარსკვლავს სანაკრებო მატჩში, ნორვეგიის ეროვნული გუნდის მაისურით დაუპირისპირდება, მოახლოებული დაპირისპირების და ნეაპოლურ კლუბში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. “როდესაც შენს კლუბში ბევრს არ თამაშობ, ნორმალურია, რომ ეს კითხვის ნიშნად იქცევა ნაკრების მწვრთნელისთვის, როცა არჩევანის წინაშე დადგება. ეს არის ის საკითხიო რაც ძალიან […]
რატომ გაიზარდა კვარას ფასი? | Transfermarkt-ის განმარტება
Transfermarkt-მა მორიგი განახლება გააკეთა, რომლის შედეგადაც, სერია A-ს €100-მილიონიანი ფეხბურთელი კვლავ ეყოლება – ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენი, რომელიც “ნაპოლისთან” და ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, საოცარ სეზონს ატარებს. ცხადია, ჩვენი ყურადღების ობიექტი ხვიჩა კვარაცხელია გახლდათ, რომლის სატრანსფერო ღირებულება კვლავ გაიზარდა და მისი სახელის გასწვრივ ერთ დროს წარმოუდგენელი, დღეს კი სრულიად დამსახურებული რიცხვი, €85 მილიონი წერია. Transfermarkt-ის თანახმად, ოსიმენის […]