La Gazzetta dello Sport: “უცხოპლანეტელი კვარაცხელია სან სიროზე მისიის შესასრულებლად დაეშვა”
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” “მილანს” დაუპირისპირდება. სეზონის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის წინ, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი სწორედ 22 წლის ქართველზე წერს და ხაზს უსვამს, რომ ის ამ მატჩში გადამწყვეტი მოთამაშე უნდა იყოს. “მამაკაცები წითელ/შავებში ნადირობენ უცხოპლანეტელებზე. კვარაცხელია “სან სიროზე” დაეშვა. მან მიიღო ბრძანება […]
la Repubblica – ნაპოლის კვარას გარეშე თამაში არ შეუძლია!
პრესეზონზე გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, “ნაპოლისა” და თურქული “ადანასპორის” დაპირისპირება შედგა – მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ნეაპოლიტანური კლუბის მხრიდან ორივე გოლის ავტორი ირვინგ ლოზანო გახდა. აღსანიშნავია, რომ ლოზანომ პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ გაიტანა. შეცვლაზე შესულმა კვარაცხელიამ, ლოზანო ულამაზესი საგოლე გადაცემით მოამარაგა – ამ უკანასკნელმა კი თანაგუნდელის გარჯა გატანილი გოლით დააფასა. “კვარაცხელიასთან შესაძლო კონკურენცია მხოლოდ […]
La Repubblica: “ნაპოლი ხვიჩა კვარაცხელიასთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს”
იტალიური გამოცემა La Republica საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი ფორმის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ამ მიზეზის გამო, ზაფხულში მასსა და “ნაპოლის” შორის ახალი კონტრაქტი გაფორმდება. “კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენილა ევროპის ტოპ კლუბებისთვის. სწორედ ამიტომ, “ნაპოლის” სურს, რომ ტალანტი კიდევ რამდენიმე სეზონის განმავლობაში შეინარჩუნოს. ამჟამად, კვარაცხელია სეზონის განმავლობაში, ხელფასის სახით სულ […]
MARCA: ესპანეთს საქართველოში გამოფხიზლება სჭირდებოდა
ესპანურმა MARCA-მ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი შეაფასა, სადაც ერთმანეთს საქართველოსა და ესპანეთის ნაკრები დაუპირისპირდა. ესპანელები იტყობინებიან, რომ პირველ ტაიმში “ფურია როხამ” ძალიან ცუდი ტაიმი ჩაატარა, რაც პირველი ნახევრის მიწურულს, გაშვებულ გოლად დაუჯდა. ხუთშაბათს, საბერძნეთთან ნათამაშები ფრის შემდეგ, ლუის ენრიკემ ძირითად შემადგენლობაში 7 ფეხბურთელი შეცვალა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ესპანეთის შემადგენლობა, 2005 წლის მარტის შემდეგ, ყველაზე […]
MARVEL-ის ეფექტი: ნაპოლი კვარაცხელიას გამოყენებით მარკეტინგულ სტრატეგიას აწყობს
საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია 2022 წელს არა მხოლოდ ქართული, არამედ სრული გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ევროპისა და მსოფლიო ფეხბურთის ტალანტად და ამომავალ ვარსკვლავად იქცა. 21 წლის ქართველი ფეხბურთელების შესახებ საუბრობენ ყველგან: იტალიასა და ევროპაში, საუბრობენ ყველანი: მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელები, მწვრთნელები, ვარსკვლავური საფეხბურთო ფიგურები, ექსპერტები და ჟურნალისტები და ეს საუბარი ყოველთვის აღფრთოვანების […]
Mundo Deportivo: ხვიჩა კვარაცხელიამ ამ მატჩით უფრო დიდი ნაბიჯი გადადგა ტოპ ლიგებში თამაშისკენ
ცნობილი ესპანური გამოცემა “mundo deportivo” საქართველოსა და შვედეთის მატჩს ეხმაურება, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა 2:0 გაიმარჯვა. ორივე გოლის ავტორი, ქართველი ვუნდერკინგი – ხვიჩა კვარაცხელიაა. ესპანურმა გამოცემამ ხვიჩა კვარაცხელიაზე შემდეგ სათაურს წერს: “ესპანეთის მოულოდნელი გმირი” – ეს სათაური იმიტომ, რომ ამ გამარჯვებით ესპანეთის ნაკრებმა უფრო დიდი ნაბიჯი გადადგა მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად, შეგახსენებთ, რომ შვედეთი მათი მთავარი კონკურენტი არის. […]
აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გამოცემის, THE NEW YORK TIMES-ის ჟურნალისტი, რორი სმიტი ნეაპოლში იმყოფებოდა, რათა საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ცოცხლად ენახა, რის შემდეგაც მან 22 წლის ქართველი ვარსკვლავის შესაძლებლობები აღმატებით ხარისხში შეამკო და აღნიშნა, რომ ის ევროპის ყველაზე გასაოცარი ფეხბურთელია. “ამერიკაში განსაკუთრებულად აფასებენ პირველი კლასის ტალანტს. კვარა სხვა ჩემპიონი მოთამაშეებისგან განსხვავდება. მას უჩვეულო ნიჭი აქვს. ის […]
Sky Sports | რონალდუ იტალიაში დასაბრუნებლად ემზადება
უკანასკნელი ცნობების თანახმად, კრიშტიანუ რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვებას გეგმავს და მზადაა იტალიაში დაბრუნდეს. Sky Sports-ის მტკიცებით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კვლავ “იუვენტუსში” არ დაბრუნდება და მის ნაცვლად “ნაპოლის” კანდიდატურას განიხილავს. Sky Sports-ი აღნიშნავს, რომ პორტუგალიელის სამსახურით ნეაპოლიტანური კლუბის მესვეურებიც აქტიურად ინტერესდებიან. აღნიშნულ ინფორმაციას ის გარემოებაც ამძაფრებს, რომ ვიქტორ ოსიმენის შეძენა “ჩელსის” სურს. იმ შემთხვევაში, თუ “არისტოკრატები” ნეაპოლელთა […]
Sky: “ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტთა ათეულშია”
საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია Skybet-ის მიხედვით 2023 წლის ოქროს ბურთისთვის მებრძოლ ფეხბურთელთა საუკეთესო ათეულში იმყოფება. Sky-ის მიერ დაჯამებული სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოს მოგების მთავარი კანდიდატი 48%-იანი შანსით ლეო მესია, ხოლო მეორე ადგილზე 40%-იანი მაჩვენებლით “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდია. ათეულში მყოფ კიდევ 8 ფეხბურთელს 2 და 1%-იანი მაჩვენებლები აქვთ. ხვიჩა […]
SkySport-ის ჟურნალისტი: “კვარაცხელიაში იოჰან კრუიფი ჩასახლდა…”
ცნობილი სპორტული გამოცემის “SkySport”-ის იტალიელმა ჟურნალისტმა – ანჯელო მანჯიანტემ, ხვიჩა კვარაცხელიას მეორე საგოლე გადაცემაზე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. “ხვიჩა კვარაცხელიაში იოჰან კრუიფის სული ჩასახლდა. საოცარი საგოლე გადაცემა და ოსიმენის გოლი”. ამ გამარჯვებით “ნაპოლიმ” 47 ქულა დააგროვა და 18 ტურის შემდეგ სერია ა-ს ლიდერია, ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე კი 7 გატანილი გოლი და 7 შედეგიანი გადაცემაა.
იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში ,,ნაპოლიმ” ,,სამპდორია” სტუმრად 2:0 დაამარცხა. მატჩში 63 წუთი ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომლის ასპარეზობა ვებგვერდმა, Sofascore-მა 6,3 ქულით შეაფასა, რაც ნეაპოლური გუნდის შემადგენლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ხვიჩა ბურთს სულ 44-ჯერ შეეხო, კარში ერთხელ დაარტყა, კარისკენ – 2-ჯერ, 23-დან 22 ზუსტი პასი გააკეთა და 3 წარუმატებელი დრიბლინგი ჰქონდა. Whoscored-მა კვარაცხელიას ნეაპოლური კლუბის […]
Sportbible: მესი თუ რონალდუ – კვარამ რჩეული დაასახელა
გავლენიანი ბრიტანული სპორტული ტაბლოიდი sportbible ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს გარშემო მიმდინარე დაუსრულებელ დებატებს, ხვიჩა კვარაცხელიაც შეუერთდა. sportbible ხვიჩა კვარაცხელიას ფეხბურთის უახლეს სუპერვარსკვლავად მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ “ნაპოლის” ერთ-ერთმა ლიდერმა მესისა და რონალდუს შორის არჩევანი ჯერ კიდევ დიდი ხნის გააკეთა. ავტორიტეტული ბრიტანული ტაბლოიდის სტატიაში, ხაზგასმულია: მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიას […]