ნაპოლი კვარაცხელიას ხელფასის გაზრდას ჰპირდება
ევროპაში გადაბარგებიდან ძალიან მოკლე დროში კვარაცხელიამ მოახერხა, რომ მთელს საფეხბურთო სამყაროს მასზე ესაუბრა. ქართველი შემტევი როგორც სერია ა-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად წარმოაჩენს საკუთარ თავს. დიდია იმის ალბათობა, რომ ზაფხულში აურელიო დე ლაურენტისის კართან დიდი რიგი დადგება, მაგრამ “კვარადონა”, რომელმაც 2027 წლამდე გააფორმა კონტრაქტი და 1 მილიონზე ცოტას გამოიმუშავებს, რა თქმა უნდა, მაინც დარჩება ნეაპოლში. […]
“პიზას”, “ტორინოს” და “რომას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ჯანლუკა პეტრაჩიმ საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია? ჩვენ ვიცნობდით მას, მე ის ჩემს დავთარში ჩავინიშნე და დავაწერე – “წავიყვანოთ”. თუმცა, მისი გავლენა იტალიის სერია A-ზე ამჟამად იმდენად ძლიერია, რომ მის შესაძლებლობებში უკვე არამხოლოდ ჩვენ, არამედ ყველა დარწმუნდა. ძალიან ძლიერია – ვულოცავ “ნაპოლის”. კიმმაც გამაკვირვა: […]
რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ მილანთან მატჩში?
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,ნაპოლიმ” ,,მილანს” უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. შედეგად, ნეაპოლელები მეტოქესთან ორი შეხვედრის ჯამში 1:2 დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ. დღევანდელ მატჩში ნეაპოლური გუნდის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, მოედანზე 90 წუთი გაატარა და Whoscored-ისგან 8,2-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია. კვარას გოლის გატანის რეალური შანსიც ჰქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, […]
როგორი იქნება ნაპოლის სავარაუდო შემადგენლობა უდინეზესთან მატჩში?
4 მაისს, “ნაპოლი” იტალიის სერია A-ს 33-ე ტურის შეხვედრას “უდინეზეს” წინააღმდეგ სტუმრად გამართავს, რაც კლუბის 96-წლიან ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იქნება, რადგან ნეაპოლიტანელებს სკუდეტოს მესამედ მოგების შესაძლებლობა ექნებათ. დარჩენილ 6 ტურში “ნაპოლის” მხოლოდ 1 ქულის მოპოვება სჭირდება იმისთვის, რომ ისტორიაში მესამე ტიტულს დაეუფლოს, შესაბამისად, თუ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი უდინედან სულ მცირე ქულის წამოღებას მოახერხებს, ნეაპოლში მესამე ჩემპიონობას […]
,,კვარაცხელიამ იმხელა ტკივილი მომაყენა, ჩემს ბინაში ქართველების შეშვება არ შემიძლიაო” – სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გავრცელდა
სოციალურ ქსელში ,,ნაპოლის” ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ, საინტერესო ამბავი ვრცელდება: ,,ფეხბურთის და ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი… მეგობრებმა იტალიაში ტური დავგეგმეთ, ავიაბილეთები ვიყიდეთ თბილისი-ბათუმის სამარშრუტო ტაქსის ბილეთის ფასად, დავჯავშნეთ სასტუმროები/აპარტამენტები რომში, ფლორენციაში, მილანში და ყველაფერი რომ მოგვარებული გვეგონა, 2 დღით ადრე რომის აპარტამენტების პატრონი დაგვეკარგა, აღარ გამოდის კონტაქტზე აღარ გვპასუხობს. შევფიქრიანდით, გაუქმება არ გვინდოდა (რომის სულ […]
ხვიჩა კვარაცხელია transfermarkt-ის სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. აღნიშნული საუკეთესო თერთმეტეული tramsfermarkt-ის იტალიურმა ვერსიამ გამოაქვეყნა და მასში ქართველ შემტევთან ერთად ნეაპოლელთა კიდევ 4 ფეხბურთელი, გუნდის კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცო, ცენტრალური მცველი, კიმ მინ-ჯე, საყრდენი ნახევარმცველი, სტანისლავ ლობოტკა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი მოხვდა. მნიშვნელოვანია ის […]
იტალიის სერია A-ს 2023/24 წლების სეზონის პირველი ტურის კალენდარი ცნობილი გახდა. სერია A-ს ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ევროპის მასშტაბით აწ უკვე რეიტინგში მეორე პოზიციაზე დაწინაურებულ ჩემპიონატს ქართველი ფეხბურთელების გუნდების დაპირისპირება გახსნის. კერძოდ, “ფროზინონე”, რომელიც სერია B-ს გამარჯვებული გახდა და რომლისთვისაც სატრანსფერო ფანჯრის პირველივე აქტიურობა გიორგი კვერნაძის დამატება იყო, ქვეყნის ჩემპიონ, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” დაუპირისპირდება. […]
ქართველების გუნდი შესაძლოა რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ჩაიბაროს
ყაზანის რუბინის მთავარ მწვრთნელად შესაძლოა გამოცდილი რუსი სპეციალისტი ლეონიდ სლუცკი დაინიშნოს. იმ გუნდიდან, სადაც ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მიქელთაძე და ნიკოლაი ყიფიანი ირიცხებიან, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დამწყები მწვრთნელი რომან შარონოვი გაათავისუფლეს. რაც შეეხება მოსკოვის “ცსკა-ს”, “როსტოვის”, “ჰალის” და რუსეთის ნაკრების ყოფილ თავკაცს, ის ერთი თვის წინ “ვიტესიდან” დაითხოვეს და თავისუფალია. Championat.com სლუცკის “რუბინის” ჩაბარების […]
მორიგი პენალტი – კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანი დინამო მოსკოვთან მოიპოვა (ვიდეო)
კვარაცხელია მსაჯს – პენალტი არ არის (ვიდეო)
კორეელი ფეხბურთელი – “ხვიჩა კვარაცხელია უკვე სჯობს სხვა ტალანტის მქონე ფეხბურთელებს …”
წამოშობით სამხრეთ კორეელმა, ყაზანის “რუბინის” ნახევარმცველმა – ჰვანგ ინ-ბეომიმ საქართველოს ნაკრების ტალანტზე და მის თანაგუნდელზე – ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. “ხვიჩა გასაოცარი მომავლის მქონე ფეხბურთელია. ბედნიერი ვარ ვხედავდე როგორ ვითარდება ის. ჩვენ ხშირად ერთად ვვარჯიშობთ მას შემდეგ, რაც “რუბინში” გადმოვედი. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდაა ის გამოცდილებით უკვე სჯობს რუბინის სხვა ტალანტის მქონე ფეხბურთელებს. სხვა მოთამაშეებისგან განსხვავებით […]
საქართველო – ესპანეთი: ძირითადი შემადგენლობები ცნობილია
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 28 მარტს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. უკვე ცნობილია გუნდების ძირითადი შემადგენლობები, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: საქართველო: გიორგი ლორია – ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე – გიორგი აბურჯანია, ვაკო გვილია, ოთარ კიტეიშვილი – საბა […]