ყველაზე ძვირადღირებული ტალანტი – კვარაცხელია Transfermark-ის რჩეულებში მოხვდა
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას ტალანტი ევროპაში კიდევ ერთხელ აღიარეს. ყაზანის “რუბინის” მარცხენაფლანგელი პრესტიჟულმა ევროპულმა სტატისტიკურმა გამოცემა Transfermarkt.com-მა ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის მიღმა მოთამაშე ფეხბურთელებს შორის ყველაზე ძვირადღირებულ და საუკეთესო ტალანტად დაასახელა. საქართველოს ეროვნული გუნდის 20 წლის შემტევის სატრანსფერო ღირებულებად გერმანული კომპანია 18 მილიონ ევროს ასახელებს, რაც ქართველ ფეხბურთელებს შორის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. ყველაზე ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, […]
MARCA: ესპანეთს საქართველოში გამოფხიზლება სჭირდებოდა
ესპანურმა MARCA-მ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი შეაფასა, სადაც ერთმანეთს საქართველოსა და ესპანეთის ნაკრები დაუპირისპირდა. ესპანელები იტყობინებიან, რომ პირველ ტაიმში “ფურია როხამ” ძალიან ცუდი ტაიმი ჩაატარა, რაც პირველი ნახევრის მიწურულს, გაშვებულ გოლად დაუჯდა. ხუთშაბათს, საბერძნეთთან ნათამაშები ფრის შემდეგ, ლუის ენრიკემ ძირითად შემადგენლობაში 7 ფეხბურთელი შეცვალა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ესპანეთის შემადგენლობა, 2005 წლის მარტის შემდეგ, ყველაზე […]
კვარაცხელია 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებას ეხმაურება
გუშინ, გვიან ღამით, 19 წლის ფეხბურთელი მიშო ახლოური ძმამ ცივი იარაღით დაჭრა. ახალგაზრდა ბიჭი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი მიშო ახლოური გიორგი შაქარაშვილის უახლოესი მეგობარი იყო. “საბურთალოს” აკადემიის მოთამაშის გარდაცვალებას ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: “ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული.”
რუბინის სპორტული დირექტორი” “ხვიჩა დიდ კლუბში აუცილებლად ითამაშებს, ეს დროის საკითხია”
ყაზანის “რუბინის” სპორტულმა დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ რუსულ მედიასთან საქართველოს ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი თავის გუნდში შენარჩუნებით ბედნიერია. “ჩვენი ყველა სატრანსფერო საქმიანობა ექვემდებარება ლოგიკას. იგი მრავალჯერ არის გაწერილი, გააზრებული და განხილული. ეს საქმიანობა არის როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი. გრძელვადიანი პერსპექტივიდან: გვესმოდა, რომ გვჭირდება ფეხბურთელის შეძენა იმის გათვალისწინებით, რომ ხვიჩა დაგვტოვებდა. […]
რუსეთის პრემიერ ლიგის გუნდების კაპიტნებმა და მთავარმა მწვრთნელებმა 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ასარჩევად თავიანთი ხმები დააფიქსირეს. საინტერესოა, რომ სეზონის გამორჩეულ მოთამაშეებს შორის ყაზანის “რუბინის” ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას სახელი და გვარიც ფიგურირებს. საქართველოს ნაკრების 20 წლის ტალანტი საუკეთესო სამეულში სხვა კოლეგებთან ერთად, ხორვატიის ნაკრების და “ლივერპულის” ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, დეიან ლოვრენმაც შეიყვანა. სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” […]
ხვიჩას შესანიშნავ გოლამდე ცოტა დააკლდა (ვიდეო)
როდის და სად გადავა ხვიჩა კვარაცხელია? – მამუკა ჯუღელის კომენტარი
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა, TV იმედის გადაცემა “სპორტი იმედზეს” ეთერში, ქართული ფეხბურთის ამოავალი ვარსკვლავის კარიერული მომავლის შესახებ ისაუბრა და განმარტა თუ როდის და სად შედგება 20 წლის ტალანტის ტრანსფერი. “კვარაცხელიას მიმართ ძალიან დიდი ინტერესია. გვაქვს იტალიური, გერმანული და ინგლისური კლუბების წინადადებები. სატრანსფერო ფანჯარა ახლახანს დასრულდა და მოლაპარაკებები დაიწყო. კლუბი ყველა […]
მერაბ ჟორდანია: “რონალდუსა და კვარაცხელიას შორის ხვიჩას ავირჩევდი”
არნემის “ვიტესის” ყოფილმა მფლობელმა “დინამო თბილისის” და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, მერაბ ჟორდანიამ, საქრათელოს პირველი არხის გადაცემა “ტაიმაუტში” სტუმრობისას, საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსებსა და ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “პერსპექტივას ყოველთვის ვხედავ, როცა გუნდში კარგ ფეხბურთელს დავინახავ. დღეს ჩვენს ნაკრებში, განსაკუთრებით წინა ხაზში, ისეთი ფეხბურთელები არიან, რომლებიც – გადაჭარბებული […]
ხვიჩა კვარაცხელიას მომენტები ესპანეთის წინააღმდეგ (ვიდეო)
რუბინის ბომბარდირი: ,,კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის, ვისთანაც მითამაშია”
რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურის წინ, ყაზანის ,,რუბინის” ოფიციალურ ვებგვერდზე, გუნდის თავდამსხმელის – ჯორჯე დესპოტოვიჩის ინტერვიუ გამოქვეყნდა. სერბმა ფეხბურთელმა თანაგუნდელზე – ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა: ,,მე რომ ხვიჩას ადგილზე ვიყო, რუსეთში დავრჩებოდი და აქ კიდევ რამდენიმე წელს გავატარებდი. გასაგებია, რომ კვარაცხელია უკვე უმაღლესი დონის მოთამაშეა და მის მიმართ დიდი ინტერესი იქნება. ეჭვიც არ მეპარება, რომ ხვიჩას მომავალში […]
საქართველო – ესპანეთი: ძირითადი შემადგენლობები ცნობილია
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 28 მარტს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. უკვე ცნობილია გუნდების ძირითადი შემადგენლობები, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: საქართველო: გიორგი ლორია – ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე – გიორგი აბურჯანია, ვაკო გვილია, ოთარ კიტეიშვილი – საბა […]
რუსული მედია – კვარაცხელიათი ტოტენჰემი ინტერესდება
ხვიჩა კვარაცხელიათი “ტოტენჰემი” ინტერესდება. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული “სპორტ ექსპრესი” ავრცელებს. წყაროს თანახმად, შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ყაზანური კლუბისა და ლონდონელთა წარმომადგენელები მოლაპარაკებას აწარმოებენ. აღსანიშნავია, რომ “რუბინს” გარიგებაში ბრიტანული სააგენტო წარმოადგენს. როგორც ცნობილია, რუსული გუნდი ხვიჩა კვარაცხელიას 20 მილიონ ევროდ აფასებს. “სპორტ ექსპრესის” ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულებასა და სხვა დეტალებზე მხარეებს შეთანხმება არ მიუღწევიათ. ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა 31 […]