საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის ,,რუბინის” შემტევმა – ხვიჩა კვარაცხელიამ ზაფხულში კარიერა, შესაძლოა, მიუნხენის ,,ბაიერნში” გააგრძელოს. ინფორმაციას გერმანული Express.de ავრცელებს. გამოცემა 20 წლის ფეხბურთელის აგენტის, მამუკა ჯუღელის სიტყვებს ციტირებს – ,,დარწმუნებული ვარ, რომ ხვიჩა მიუნხენის ,,ბაიერნში” ან მადრიდის ,,რეალში” ითამაშებს.” Express.de წერს, რომ ქართველებს ბუნდესლიგაში თამაშის ხანგრძლივი და წარმატებული გამოცდილება აქვთ – ,,ალექსანდრე იაშვილმა, ლევან […]