კვარაცხელიას პოზიციაზე რუბინმა ვესტ ჰემის ყოფილი ფეხბურთელი შეიძინა
ყაზანის “რუბინმა” “ნორკოპინგიდან” 4 მილიონ ევროს სანაცვლოდ შიდ ჰაკსაბანოვიჩი შეიძინა. 22 წლის მონტენეგროელი მარცხენა ვინგერის პოზიციაზე თამაშობს. ჰაკსაბანოვიჩი სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას სტილის ფეხბურთელია. ამ ტრანსფერით უკვე ნათელი ხდება, რომ 20 წლის ქართველი ტალანტი ზაფხულში “რუბინს” აუცილებლად დატოვებს. შიდი ბოლოს შვედეთში თამაშობდა, მანამდე კი ის “ვესტ ჰემისა” და “მალაგას” ღირსებას იცავდა. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესს […]
ხვიჩა კვარაცხელიამ კაირატთან მატჩში ტრავმა მიიღო
საქართველოს ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის “რუბინის” სეზონისწინა მოსამზადებელ შეკრებაზე დაშავდა. თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე შეკრების ფარგლებში, 20 წლის ქართველმა ვინგერმა ალმაატის “კაირატის” წინააღმდეგ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მე-11 წუთზე გამარჯვების გოლის გატანა შეძლო, თუმცა პირველი ნახევრის დასრულებამდე მოედანი იძულებით დატოვა. ლეონიდ სლუცკიმ კვარაცხელია 30-ე წუთზე შეცვალა, თუმცა როგორც რუსული პრესა წერს, ეს დაგეგმილი ცვლილება […]
კორეელი ფეხბურთელი – “ხვიჩა კვარაცხელია უკვე სჯობს სხვა ტალანტის მქონე ფეხბურთელებს …”
წამოშობით სამხრეთ კორეელმა, ყაზანის “რუბინის” ნახევარმცველმა – ჰვანგ ინ-ბეომიმ საქართველოს ნაკრების ტალანტზე და მის თანაგუნდელზე – ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. “ხვიჩა გასაოცარი მომავლის მქონე ფეხბურთელია. ბედნიერი ვარ ვხედავდე როგორ ვითარდება ის. ჩვენ ხშირად ერთად ვვარჯიშობთ მას შემდეგ, რაც “რუბინში” გადმოვედი. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდაა ის გამოცდილებით უკვე სჯობს რუბინის სხვა ტალანტის მქონე ფეხბურთელებს. სხვა მოთამაშეებისგან განსხვავებით […]
კვარაცხელიას თანაგუნდელი: “ხვიჩამ რუსული უნდა ისწავლოს”
რუსეთის პრემიერლიგის პირველი ტურში, მოსკოვის “ლოკომოტივისა” და ყაზანის “რუბინს” შორის გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში “რუბინის” ერთადერთი გოლი ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. 18 წლის ვინგერმა 76-ე წუთზე ყოფილი გუნდის კარში გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. “რუბინის” მცველმა, იგორ სოროკინმა “ლოკომოტივთან” შეხვედრის შემდეგ, კვარაცხელიას შესახებ დადებითად ისაუბრა. “კარგი ბიჭი, დიდი და ნათელი მომავლით. […]
ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერ ლიგის სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
პოპულარული გამოცემა Opta-ს რუსულმა ვერსიამ, რუსეთის პრემიერ ლიგის 2020/21 წლების სეზონის სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია შეიყვანა. სხვა გამოცემებისგან განსხვავებით, Opta-მ ქართველი ფეხბურთელის გარჯა დააფასა და საუკეთესო თერთმეტეულში ისეთ მოთამაშეებთან ერთად შეიყვანა, როგორებიც არტიომ ძიუბა, გრეგორ კრიხოვიაკი და სხვები არიან. მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 23 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 8 […]
ევრო 2020-ის ოფიციალური გვერდი კვარაცხელიას გოლს ეხმაურება (ვიდეო)
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებისა და “რუბინის” გამორჩეულ ფეხბურთელად იქცა. 19 წლის ქართველი ფეხბურთელის თამაშით უკვე ევროპაშიც აღფრთოვანდნენ. ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს მატჩიდან კვარაცხელიას გოლი გაიხსენა. გამოქვეყნებულ ვიდეოს საინტერესო სათაური აქვს: “ვინ არის თქვენი ქვეყნის საუკეთესო ტალანტი”? კვარაცხელიას გოლს ევრო 2020-ის ოფიციალურ გვერდზე უკვე 52 000 ნახვა აქვს.
BREAKING | კვარაცხელიამ ყაზანის რუბინი დატოვა
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ყაზანის “რუბინი” დატოვა. ინფორმაციას თავად რუსული კლუბი ავრცელებს. “რუბინის” Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ მხარეებმა კონტრაქტის შეჩერებასთან დაკავშირებით, ორმხრივ შეთანხმებას მიაღწიეს. თავის მხრივ, აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ კონტრაქტი საბოლოოდ შეწყვეტილია: ქართველ ფეხბურთელს “რუბინთან” კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. დაბრუნდება თუ არა იგი კლუბში, ან გააგრძელებს თუ […]
რუბინის ფანებმა კვარაცხელიას გოლი საუკეთესოდ დაასახელეს
ხვიჩა კვარაცხელია “რუბინის” ფანებმა კიდევ ერთხელ გამოარჩიეს. ყაზანელთა ოფიციალურ გვერდზე ჩატარებული გამოკითხვა, რომელსაც თვის საუკეთესო გოლი უნდა გამოევლინა, 19 წლის ფეხბურთელმა მოიგო. “რუბინის” გულშემატკივრის აზრით, კვარაცხელიას მიერ “როტორის” კარში გატანილი ბურთი სექტემბერში საუკეთესო იყო. საქართველოს ნაკრების ვინგერმა ბურთი ვოლგოგრადელთა ნახევარზე მოიპოვა, რის შემდეგაც მეკარეს აუღებლად დაურტყა. Хвича Кварацхелия – автор лучшего гола «Рубина» в сентябре […]
კვარაცხელია მე-20 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია რუსულმა გამოცემამ გამოარჩია – 20 წლის ქართველი sport-express-მა რუსეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. როგორც იცით, ყაზანის “რუბინმა” კვირას “სპარტაკი” 2:0 დაამარცხა. მოსკოველებთან მატჩში ხვიჩამ საგოლე გადაცემა გააკეთა. გარდა ამისა, კვარაცხელია მთელი შეხვედრის განმავლობაში ძალიან აქტიური და გამორჩეული იყო. “ხვიჩა კვარაცხელიას “სპარტაკთან” ჩატარებულმა ბრწყინვალე თამაშმა ბევრზე შთაბეჭდილება მოახდინა. ის ტურის საუკეთესო ფეხბურთელია,” […]
რუბინის დირექტორი: “ხვიჩას რუბინში დარჩენა? ეს იგივეა, რომ ქუჩაში დინოზავრი შეგხვდეთ”
ყაზანის “რუბინის” სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ რუსულ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი დღევანდელი განცხადებით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ქართველი ფეხბურთელი კარიერას წამყვან ევროპულ კლუბში გააგრძელებს. “შანსი იმისა, რომ ხვიჩა “რუბინში” დარჩება ისეთივეა, რამდენიც ყაზანის ერთ-ერთ ქუჩაზე გოგო დინოზავრს შეხვდეს. 50 – 50-ზეა – შეიძლება შეხვდეს, ან არა. ასეთი ფეხბურთელის დაკარგვა ყოველთვის ძალიან […]
ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ვარჯიში რუბინში (ვიდეო)
იტალიელი ჟურნალისტი – მილანი ხვიჩას აკვირდება, მოლაპარაკება არ მიმდინარეობს
ხვიჩა კვარაცხელია “მილანს” კიდევ ერთხელ დაუკავშირეს. როგორც იცით, გუშინ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილანურმა კლუბმა ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი შეათანხმა. ახლახანს, “როსონერისთან” დაახლოებულმა იტალიელმა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. დანიელე ლონგოს თქმით, კლუბს ხვიჩას მიმართ მიდგომა არ შეუცვლია – კვარაცხელია “მილანის” სკაუტების ინტერესთა სფეროშია, თუმცა სერიოზული ჯერ არაფერია. შეგახსენებთ, რომ […]