კვარამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის უნიკალური რეკორდი დაამყარა
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში, “აინტრახტისა” და “ნაპოლის” დაპირისპირება შედგა. ფრანკფურტში, “Deutsche Bank Park”-ზე გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 0:2 დასრულდა. აინტრახტი 0:2 ნაპოლი (მიმოხილვა) ხვიჩა კვარაცხელიას გამორჩეული მომენტები ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება აინტრახტთან მატჩში ფაბრიციო რომანო : “ის მაგიურია” დი ლორენცო: “კვარაცხელიამ ქუსლით არაჩვეულებრივი გადაცემა გამიკეთა მთელი მატჩის განმავლობაში “ნაპოლი” უპირატესობას ფლობდა – სპალეტის შეგირდებმა […]
ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი გოლი ატალანტას წინააღმდეგ | VIDEO
,,კვარაცხელია ოქროს ბურთს მოიგებს” – მარკამ ქართველ ვარსკვლავს ვრცელი სტატია მიუძღვნა
ესპანურმა გამოცემამ, მარკამ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის” თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას, სტატია მიუძღვნა. ,,ჩვენ ვაანალიზებთ თუ როგორ ჩამოყალიბდა კვარაცხელიას დღევანდელი დონე და რა შესაძლებლობები აქვს ქართველს, რომ ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ჩაითვალოს. ეს ევროპულ ფეხბურთში სეზონის დიდი აღმოჩენაა. მისი სახელი, რომელიც ისეთივე რთული წარმოსათქმელია, როგორც მისი თამაშის გაშიფვრა, ნეაპოლის ქუჩებში გამუდმებით მეორდება – ხვიჩა […]
ნაპოლის პრეზიდენტი: “ხვიჩას ჩვენთან 5-წლიანი კონტრაქტი აქვს და მას ახალი შეთანხმება არ სჭირდება”
“ნაპოლის” პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა რამდენიმე საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა. ლაურენტისი საქართველოს ნაკრების და მისი კლუბის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების საკითხს, გუნდის საუკეთესო ბომბარდირის, ვიქტორ ოსიმენის ჯანმრთელობის მდგომარეობას და “მილანთან” მოახლოებულ დაპირისპირებას შეეხო. ნეაპოლური გუნდის მთავარი მენეჯერის თქმით, 22 წლის ქართველი ვარსკვლავის კონტრაქტთან დაკავშირებით მედია ზედმეტად ბევრს საუბრობს, ხოლო ნიგერიელი თავდამსხმელი სულ მცირე ორ კვირას გამოტოვებს. […]
130 მილიონი კვარას სანაცვლოდ – ბრიტანული მედია ქართველის მიმართ ლივერპულის ინტერესზე წერს
“ლივერპული” მზადაა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში “ნაპოლის” გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია შეიძინოს” – წერს ესპანური გამოცემა Fichajes-ი. ხსენებული წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის შესახებ ინგლისური მედიაც ადასტურებს და წერს, რომ “წითლები” აქტიურები იქნებიან მომავალი ზაფხულის ფანჯრისას, რადგან ისინი გუნდის განახლებასა და ორი ახალი ნახევარმცველის დამატებას აპირებენ, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც დორტმუნდის “ბორუსიას” და ინგლისის ნაკრების […]
“პირველ ყოვლისა კვარაცხელია აღმოჩენა არ არის” – ლუჩიანო მოჯი
ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა პრეზიდენტმა და ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა იტალიელმა საფეხბურთო ფიგურამ, ლუჩიანო მოჯიმ “ნაპოლიზე” ისაუბრა. იტალიელმა ბიზნესმენმა Riformista-სთან გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას როლზეც ისაუბრა. “ნაპოლის” წარმატების საიდუმლო წინასასეზონო მომზადებაშია. ამ გუნდმა სკუდეტო დაიმსახურა. კლუბს ინსინიეს, კულიბალის და მერტენსის გაშვების გამო აკრიტიკებდნენ, თუმცა, მათ შეძლეს და 20 დღეში საკმაოდ ძლიერი გუნდი შეკრეს.” – განაცხადა მოჯიმ. როგორც ზემოთ ვახსენე, […]
იტალიური მედია: “ჩელსის კვარაცხელია და ლობოტკა სურს”
იტალიური მედიის ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსის” “ნაპოლის” ლიდერების, ქართველი ხვიჩა კვარაცხელიასა და სლოვაკი სტანისლავ ლობოტკას დამატება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას Il Mattino ავრცელებს და წერს, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი მათ გაშვებას არ განიხილავს. “ჩელსის” გაჩაღებული სატრანსფერო საქმიანობის დროს, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კვარაცხელიასა და ლობოტკაზე იქნება. თუმცა, აურელიო დე ლაურენტისი მათ გაშვებას არ განიხილავს. კვარაცხელია ნეაპოლში რჩება, მას […]
დღეს, სერია A-ს ბოლო 38-ე ტურის შეხვედრაში, ,,ნაპოლი” ,,სამპდორიას” უმასპინძლებს. მატჩი 20:30 საათზე დაიწყება. ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში 43-ე შეხვედრას ჩაატარებს. ნაპოლის ძირითადი შემადგენლობა: მერეტი, ოსტიგორი, დი ლორენცო, რაჰმანი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, ელმასი, ოსიმენი, კვარაცხელია. 37 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლის” ჩემპიონობა უკვე გაფორმებული აქვს. ,,სამპდორია” […]
თითის გაშვერა პენალტის გატანაზე იოლია
კვარამ პენალტი ისევ ვერ გაიტანა. ამჯერად, ნაკრებში. ვინაა უშეცდომო? არავინ. რას ნიშნავს ქომაგობა? გვერდში დგომას – ნებისმიერ დროსა თუ გარემოებაში. 1994-ში, აშშ-ში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, გადამწყვეტი პენალტის შესრულება რობერტო ბაჯომ იტვირთა. ვერგატანა მარცხს ნიშნავდა. იტალიის ნაკრების ლიდერმა და იმ დროს მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი 11-მეტრიანი საშინლად შეასრულა – ბურთი მეტოქის კარს გადააცილა, […]
ხვიჩა კვარაცხელიას ანაზღაურება რუბინში ცნობილია
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ კარიერა ყაზანის “რუბინში” გააგრძელა. 18 წლის შემტევი ნახევარმცველი ბოლოს იჯარის წესით მოსკოვის “ლოკომოტივში” თამაშობდა. ახალგაზრდა ქართველის “რუბინში” გადასვლა საკმაოდ მოულოდნელი გამოდგა. ცნობილია, რომ კვარაცხელია ყაზანურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ხვიჩა “რუბინში” ხელფასის სახით თვეში 30 000 ევროს მიიღებს.
“ჩვენს გულებში ხარ და არცერთი ჩვენგანი არ დაგივიწყებს” – კვარაცხელიამ და დავითაშვილმა გიორგი შაქარშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რუსეთის ჩემპიონატის ახალი სეზონის პირველ ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის ყაზანის “რუბინი” მოსკოვის “ლოკომოტივთან” – 0:2 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ორივე ქართველმა ტრაგიკულად გარდაცვლილი ქართველი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო. დავითაშვილმა და კვარაცხელიამ 19 წლის ასაკში დაღუპული “საბურთალოს” ფეხბურთელის გვარი და მარადიული ხსოვნის ნიშანი მაისურზე დაიწერეს. “შენ ხარ ჩვენს გულებში და არც ერთი […]
ვლადიმირ დიმიტროვსკი: “ეს ტაქტიკური ბრძოლა იქნება, რომელი გუნდიც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, გამარჯვებულიც ის გახდება”
ვლადიმირ დიმიტროვსკი საქართველოს ჩემპიონატის ერთადერთი მაკედონიელი ლეგიონერია. 31 წლის ცენტრალური მცველი 2020 წლის იანვრის შემდეგ, “თელავის” მაისურს ირგებს და კახური გუნდის შემადგენლობაში უკვე 8 მატჩის ჩატარება მოასწრო. დიმიტროვსკის კარიერის განმავლობაში ისეთი გუნდების შემადგენლობაში უთამაშია, როგორიც “რაბოტნიჩკი“, “ვარდარი“, “მლადა ბოლესლავი“, “ყარაბახი“, “ტეპლიცე“, “კერკირა” და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებია. ეროვნული ლიგის მაკედონიელმა ლეგიონერმა მის სამშობლოსა და საქართველოს ნაკრებს შორის […]