ვიქტორ ოსიმენ, ჯიგარი ხარ
ამას ყველა არ გააკეთებდა. მითუმეტეს, კონტექსტი ხომ ყველაფერს ცვლის. უკვე დიდი ხანია, ვიქტორ ოსიმენი მოედანზე არ გვინახავს – ტრავმის გამო, ნიგერიელს 6 მატჩის გამოტოვება მოუწია, მის არყოფნაში, ფორვარდის ფუნქცია ჯაკომო რასპადორიმ (5 გოლი) და ჯოვანი სიმეონემ (4 გოლი) შესანიშნავად შეასრულეს. “აიაქსთან” მატჩში, შეცვლაზე შემოსულ ოსიმენს გოლის გატანა წყუროდა, ეს კი მოედანზე მისი ემოციური მოქმედებით განსაკუთრებით […]
ვიქტორ ოსიმენი: “კვარა წარმოუდგენელი მოთამაშეა, ბედნიერი ვარ რომ ის ჩვენთან ერთად იზრდება”
“ნაპოლის” ერთ-ერთმა ლიდერმა და თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა, ნეაპოლურ მედია-საშუალება kisskissnapoli-ისთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ბევრი საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიასთან ურთიერთობაზე. “ის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი და წარმოუდგენელი შესაძლებლობების მქონე მოთამაშეა. კვარას უნიკალური ტექნიკური შესაძლებლობები აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ დავივიწყებ სხვა ტექნიკურად ძლიერ ფეხბურთელებს, ვისთან ერთადაც მითამაშია, როგორიცაა ლორენცო ინსინიე და დრის მერტენსი. […]
“ნაპოლის” საუკეთესო ბომბარდირმა, ვიქტორ ოსიმენმა, შეტევის ხაზში მისი პარტნიორისა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარასთან მოედანზე ურთიერთობა მყისიერი დამთხვევა იყო. ის ძალიან დიდი ნიჭის პატრონი ფეხბურთელია და ამავე დროს კარგი ბიჭია. ყველა აღმერთებს მას. არ ვიცი როგორ დავახასიათო, მაგრამ, როგორც კი დავინახე მისი თამაში, მივხვდი, რისი მოტანა შეეძლო გუნდისთვის. გულწრფელები უნდა ვიყოთ – […]
ვიქტორ ოსიმენი: “კვარასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მოედანზე კი ყველამ ვნახეთ თუ რა ფეხბურთელია”
იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონი ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის დიდებულად დაიწყო. “ნაპოლის” მაისურით სადებიუტო ოფიციალურ შეხვედრაში “ვერონას” წინააღმდეგ კვარაცხელიამ პირველ ტაიმში ანგარიშის გამათანაბრებელი გოლის გატანა მოახერხა, ხოლო მეორე ნახევარში გამარჯვების გოლის დროს, პიოტრ ზიელინსკის საგოლე გადაცემა გაუკეთა და იტალიურ ფეხბურთში ასპარეზობა შესანიშნავი მატჩით დაიწყო. მატჩის დასრულების შემდეგ, ნეაპოლიტანური კლუბის ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა, რომელმაც ერთ-ერთი გოლის გატანა მოახერხა, საქართველოს […]
ვიქტორ ოსიმენი: “ჯერ კიდევ არ ვიცით თუ რა შეუძლია კვარაცხელიას”
იტალიის სერია A-ს მე-10 ტურის შეხვედრაში, “ნაპოლიმ” საშინაო კედლებში “ბოლონია” მიიღო და 3:2 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იყო. საქართველოს ნაკრების ლიდერმა შეხვედრაში სრულად ითამაშა, საგოლე პასი გააკეთა და ყველაზე მაღალი შეფასება – 8.3 დაიმსახურა. მატჩის შემდეგ ვიქტორ ოსიმენმა, რომელმაც კვარაცხელიას პასით გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა, 21 წლის ქართველის შესახებ ისაუბრა. “გვაოცებს თუ არა […]
ვლადიმერ დვალიშვილი: “მხოლოდ ნაპოლის სჯეროდა კვარას შესაძლებლობების”
“დინამო ბათუმის” სპორტულმა დირექტორმა, ვლადიმერ დვალიშვილმა, საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას იტალიურ კლუბში ტრანსფერის შესახებ რადიო Punto Nuovo-ს ეთერში ისაუბრა. “მე, ისევე როგორც ყველა ქართველი ნამდვილად კმაყოფილი ვარ იმით, რასაც კვარა ევროპაში აკეთებს. ის ნიჭიერია, ის არის ბიჭი, რომელიც ყველაფერს იმსახურებს: ის ფანტასტიკური ადამიანი და სანახაობრივი მოთამაშეა. მთელი ქვეყანა მას და “ნაპოლის” გულშემატკივრობს. ის უკვე […]
ვლადიმირ დიმიტროვსკი: “ეს ტაქტიკური ბრძოლა იქნება, რომელი გუნდიც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, გამარჯვებულიც ის გახდება”
ვლადიმირ დიმიტროვსკი საქართველოს ჩემპიონატის ერთადერთი მაკედონიელი ლეგიონერია. 31 წლის ცენტრალური მცველი 2020 წლის იანვრის შემდეგ, “თელავის” მაისურს ირგებს და კახური გუნდის შემადგენლობაში უკვე 8 მატჩის ჩატარება მოასწრო. დიმიტროვსკის კარიერის განმავლობაში ისეთი გუნდების შემადგენლობაში უთამაშია, როგორიც “რაბოტნიჩკი“, “ვარდარი“, “მლადა ბოლესლავი“, “ყარაბახი“, “ტეპლიცე“, “კერკირა” და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებია. ეროვნული ლიგის მაკედონიელმა ლეგიონერმა მის სამშობლოსა და საქართველოს ნაკრებს შორის […]
ვლადიმირ ვაისი: “კვარაცხელია დორტმუნდში სათამაშოდ 100%-ით მზადაა”
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუსულ გამოცემა Championat.com-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას დორტმუნდის “ბორუსიაში” შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. “კარგი ფეხბურთელები მზად არიან ყველაფრისთვის, ხვიჩა კი ძალიან კარგი ფეხბურთელია. თუ “ბორუსიაში” ტრანსფერი განხორციელდება, ეს მშვენიერი იქნება. მისთვის ეს ძალიან კარგი ამბავი იქნება. ვფიქრობ, ის “დორტმუნდში” სათამაშოდ 100%-ით მზადაა. ასეთი ფეხბურთელები საქართველოში […]
ვლადიმირ ვაისი: “კვარაცხელიას ლორენცო ინსინიეს შეცვლა შეუძლია”
საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი ეროვნული გუნდის შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მას “ნაპოლიში” ლორენცო ინსინიეს შეცვლის რესურსი აქვს. “ვფიქრობ, ხვიჩა მზად არის “ნაპოლიში” გადასასვლელად. მას იმ მოთამაშის ყველა თვისება აქვს, რომელსაც შესანიშნავი ფეხბურთის თამაში შეუძლია. თუ ტრანსფერი განხორციელდება, ძალიან ბედნიერი ვიქნები. “ნაპოლი” კარგი გუნდია და ხვიჩას შეუძლია ინსინიეს შემცვლელად […]
ზაფხულში, რუბინმა კვარაცხელია 15 მილიონად არ გაყიდა
წამყვანი რუსული საფეხბურთო გამოცემა Championat.com-ის ინფორმაციით, 2020 წლის ზაფხულში, ყაზანის “რუბინს” საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას თურქულ კლუბში გაყიდვა შეეძლო. რუსული პრესის ცნობით, სტამბულური “გალათასარაი” კვარაცხელიას სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა კლუბის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიამანოვმა მის გაყიდვაზე უარი განაცხადა. ბოლოს გავრცელებული ცნობით, ხვიჩას შეძენა გერმანიის ბუნდესლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ დორტმუნდის “ბორუსიას” სურს. […]
ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერ ლიგის 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნული ჯილდო ზედიზედ მეორედ მიიღო. გამოკითხვაში მონაწილეობა რუსეთის პრემიერ ლიგის მწვრთნელებმა, გუნდის კაპიტნებმა, რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჟურნალისტებმა და კომენტატორებმა მიიღეს. ხვიჩა კვარაცხელიამ “რუბინთან” ერთად წელს ევროტურნირების საგზური მოიპოვა. 23 მატჩში 20 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 4 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. […]
ზედიზედ მეორედ, საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატში საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძვის. თებერვლის თვეში მოპოვებული აღიარების და თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელების შემდეგ, 22 წლის ქართველი ვარსკვლავი მარტშიც საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. კვარაცხელიასთან ერთად საუკეთესოობისთვის მისივე თანაგუნდელი, ცენტრალური მცველი კიმ მინჯაე, “სასუოლოს” ნახევარმცველი, არმანდ ლორიენტე, ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი ადრიენ რაბიო და “უდინეზეს” მცველი, დესტინი უდოგიე იბრძვის. […]