დღეს, სერია A-ს 22-ე ტურის შეხვედრაში, ,,ნაპოლი” ,,კრემონეზეს” უმასპინძლებს. მატჩი 23:45 საათზე დაიწყება. ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში 23-ე შეხვედრას ჩაატარებს. ნაპოლის ძირითადი შემადგენლობა: მერეტი, დი ლორენცო, კიმი, რაჰმანი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, ლოზანო, ოსიმენი, კვარაცხელია. 21 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 56 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. […]