შალკეს ყოფილმა მწვრთნელმა ხვიჩა კვარაცხელია სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის შეიყვანა
რუსეთის პრემიერ ლიგის გუნდების კაპიტნებმა და მთავარმა მწვრთნელებმა 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ასარჩევად თავიანთი ხმები დააფიქსირეს. მოსკოვის “სპარტაკის” მთავარმა მწვრთნელმა, დომენიკო ტედესკომ, რომელიც 2 წლის წინ გელზენკირხენის “შალკეს” თავკაცობდა და გუნდს ბუნდესლიგაში ვერცხლის მედლების მოპოვებაშიც დაეხმარა, სეზონის რჩეულ მოთამაშეთა შორის საქართველოს ნაკრების და ყაზანის რუბინის” 20 წლის შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც შეიყვანა. ამასთანავე, 35 წლის […]
ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერ ლიგის 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნული ჯილდო ზედიზედ მეორედ მიიღო. გამოკითხვაში მონაწილეობა რუსეთის პრემიერ ლიგის მწვრთნელებმა, გუნდის კაპიტნებმა, რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჟურნალისტებმა და კომენტატორებმა მიიღეს. ხვიჩა კვარაცხელიამ “რუბინთან” ერთად წელს ევროტურნირების საგზური მოიპოვა. 23 მატჩში 20 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 4 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. […]
კვარაცხელიას გამო, ლოკომოტივის გულშემატკივრები ხელმძღვანელობას პროტესტს უცხადებენ
მოსკოვის “ლოკომოტივის” გულშემატკივრებმა კლუბის ხელმძღვანელობის მუშაობის შესახებ განცხადება გაავრცელეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ანატოლი მეშჩერიაკოვისა და გენერალური დირექტორის ვასილი კიკნაძის თანამდებობიდან გათავისუფლება. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამის მიზეზი ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას გუნდიდან გაშვებაა. “კიკნაძის მეთაურობით, კლუბი რუსეთის პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ დატოვა. პერსპექტიული […]
ხვიჩა კვარაცხელია 2020 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება წელს განსხვავებული ფორმატით გაიმართა. 2020 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. ყაზანის “რუბინის” 19 წლის ვინგერმა მიმდინარე წელი საოცრად ჩაატარა. ხვიჩა როგორც რუსული კლუბის, ასევე საქართველოს ნაკრების ლიდერად იქცა. 2020 წლის რჩეულების გამოსავლენად GFF Awards-ის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და […]
დავითაშვილმა და კვარაცხელიამ ამხანაგურ მატჩში გაიტანეს (ვიდეო)
კვარაცხელია საუკეთესო ხუთეულში
რუსეთის პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და გოლის ნომინაციებში გამარჯვებულების სია გამოაქვეყნა. რუსეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეულში ყაზანის “რუბინის” ქართველი შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა. 18 წლის ქართველმა დეკემბერში ორ შეხვედრაში ითამაშა, 1 გოლის გატანა შეძლო და ერთხელ თანაგუნდელსაც გაატანინა. წინა ტურში, კვარაცხელია “სოჭთან” შეხვედრაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. “რუბინი”, რომელის […]
კვარაცხელია რუბინის აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელია
ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი აღიარება რუსეთში. “რუბინის” გულშემატკივარმა ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი აგვისტოს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. ყაზანელთა ოფიციალურ გვერდზე გამოკითხვა რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხმების 30%-ით კი კვარაცხელიამ სხვა 5 თანაგუნდელს აჯობა. Кварацхелия – лучший игрок «Рубина» в августе по мнению болельщиков 👏🏻 Хвича набрал более 30% голосов и признаётся лучшим🔝 Второе место у Дениса Макарова, третье […]
ლეონიდ სლუცკი: “კვარაცხელია მხოლოდ დრიბლიორი-მოცეკვავე არ არის”
ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ თავისი გუნდის და საქართველოს ნაკრების შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას ნიჭის და შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა. “ხვიჩა დიდი ტალანტია. ის არსებულ ნიჭს კარგად იყენებს და მისი შეკვეცა და ხელის შეშლა მარტივი არ არის. ხვიჩა ძალიან სწრაფია, ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი. ის მხოლოდ დრიბლიორი-მოცეკვავე არ არის, როგორც ამას ბევრი ფიქრობს. მას აქვს ყველაზე დიდი […]
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ივნისში დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის თბილისში ემზადება. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით დღეს საქართველოს ნაკრებმა არასრული შემადგენლობით პირველი ვარჯიში გამართა. მათ შორის, შვიდმა ფეხბურთელმა ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ინდივიდუალურად ივარჯიშა (გურამ კაშია, ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი, საბა ლობჟანიძე, ჯაბა ჯიღაური, ირაკლი აზაროვი, გრიგოლ ჩაბრაძე). დღეიდან საქართველოს ნაკრებში ფიზმომზადების მიმართულებით ფრანგი სპეციალისტი იმუშავებს. ფაბიენ […]
გაზაევმა კვარაცხელია ტურის სიმბოლურში შეიყვანა
რუსმა მწვრთნელმა ვალერი გაზაევმა ხვიჩა კვარაცხელია 26-ე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა “ცსკა”-სთან მატჩში პენალტი გამოიმუშავა, რითაც “რუბინმა” ქულის გადარჩენა მოახერხა – 1:1. გამოცემა Championat-ისთვის გაზაევი ყოველი სათამაშო დღის შემდეგ ასახელებს სიმბოლურ გუნდს, რომელიც ასე გამოიყურება: გაზაევი ხვიჩას თამაშს ასე აფასებს: “კვარაცხელია ცსკა-სთან მატჩში რუბინის მთავარი ფეხბურთელი იყო. ის მუდმივად ცდილობდა თამაშის გამწვავებას, […]
ფიფას გადაწყვეტილებით, რუსეთის ჩემპიონატში ლეგიონერებს კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის უფლება ექნებათ
ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებს, ყოველგვარი სანქციის გარეშე, გუნდთან კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის უფლება მისცა: ,,იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ უცხოეული მოთამაშეებისა და მწვრთნელების რუსეთიდან გამგზავრებას, იმ შემთხვევაში თუ 2022 წლის 10 მარტამდე რუსული გუნდები ვერ მიაღწევენ ურთიერთშეთანხმებას თავიანთ უცხოელ ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან, მათ ექნებათ უფლება, კლუბებთან ხელშეკრულება სეზონის დასრულებამდე ცალმხრივად შეაჩერონ,” – წერია […]
რუსული მედია: კვარაცხელიას შეძენა სერია A-ს სამ კლუბს სურს
რუსული მედია ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კიდევ ერთხელ წერს, რომ მისით ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის კლუბები არიან დაინტერესებული. ინფორმაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ, ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა გაასაჯაროვა, ბოლო პერიოდის განმავლობაში რუსულმა გამოცემებმაც გაავრცელეს. ისინი წერენ, რომ საქართველოს ნაკრების 19 წლის ტალანტით სამი იტალიური კლუბი: “სასუალო“, “უდინეზე” და “ტორინო” ინტერესდება, მათ შორის […]