“რაგბი ევროპამ“ ყველა ტურნირი განუსაზღვრელი ვადით გადადო
მსოფლიოში გამეფებული კორონავირუსის გამო, “რაგბი ევროპამ“ გადაწყვიტა, მისი ეგიდით გასამართი ყველა მატჩი და ტურნირი განუსაზღვრელი ვადით შეაჩეროს როგორც ცნობილია, ეროპული რაგბის მესვეურები, განახლების თარიღად 15 აპრილს ასახელებდნენ, თუმცა ახლა აზრი შეიცვალა და გაჩნდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ხსენებული ვადა, მატჩების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის, საკმარისი არ არის. “რაგბი ევროპა” გაითვალისწინებს ჯანდაცვის წარმომადგენელთა მოსაზრებებს და ტურნირების განახლების გადაწყვეტილებას […]
COVID 19-მა კიმიხს პრობლემა შეუქმნა – გერმანელი 2022 წლამდე გამოირიცხა
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი – ჯოშუა კიმიხი 2022 წლამდე ვერ ითამაშებს. ამის მიზეზი კი კორონავირუსია, რომელიც კიმიხს 6 ნოემბერს დაუდასტურდა და შემდეგ კი გაურთულდა. კიმიხს კერძოდ ფილტვებზე შეუქმნა პრობლემა, რის გამოც ექიმებმა 2022 წლის იანვრამდე მისი თამაში გამორიცხეს. ინფორმაცია თავად მიუნხენურმა კლუბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ℹ️ Der #FCBayern wird seine noch ausstehenden […]
აგუერო: ბევრ ფეხბურთელს ვარჯიშის განახლების ეშინია
კორონავირუსის გამო ყველა საფეხბურთო ჩემპიონატი გარდა ბელარუსიისა შეჩერებულია. პრემიერ ლიგა კი ჯერჯერობით განახლებას არ ჩქარობს. კუნ აგუერო დიდი ხანია სახლში თავის მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფება და გარეთ არ გადის. არგენტინელმა ვარსკვლავმა შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა: “ძალიან ბევრ ფეხბურთელს ვარჯიშის განახლების ეშინია და მე მათი მესმის. კორონავირუსი საკმაოდ უცნაური ვირუსია, რადგან შეიძლება ადამიანს ეს სჭირდეს, ხოლო სიმპტომები […]
ადებაიორმა საკუთარი მანქანების კოლექცია გაასაჯაროვა (ვიდეო)
კორონავირუსის პანდემიის დროს თავიანთ ქვეყნებს ფეხბურთელები ფინანსურად ეხმარებიან. ასეთთა შორის არ არის ემანუელ ადებაიორი. ტოგოელი ფეხბურთელი ამის გამო არაერთმა ადამიანმა გააკრიტიკა, რამაც ემანუელი ძალიან გააღიზიანა: “მათთვის, ვინც ამბობთ, რომ დახმარებას არ ვიღებ. დიახ, დონაციას არ ვაპირებ და ეს ძალიან მარტივია.” ამ განცხადებიდან ცოტა ხნის შემდეგ ადებაიორმა სოციალურ ქსელში საკუთარი მანქანების კოლექცია გამოაქვეყნა.
ალაბა ვაქცინის აფრიკაში გამოცდაზე – ექიმები არიან თუ კლოუნები?
ორმა ფრანგმა ექიმმა ადგილობრივ ტელევიზიაში ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის აფრიკაში გამოცდა შესაძლებელი იქნება. აღნიშნული მოსაზრება საჯაროდ გააკრიტიკა “ბაიერნის” ფეხბურთელმა, დავიდ ალაბამ. ავსტრიელმა მცველმა ექიმების მოსაზრებას რასიზმი უწოდა. “COVID-19-ის ვაქცინის აფრიკაში გამოყენება? ეს ორნი ექიმები არიან თუ კლოუნები? ეს რასიზმის გამოვლინებაა, რომელსაც ვერასდროს წარმოვიდგენდი. სამარცხვინო და მიუღებელი! ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ და […]
ანდრეი შევჩენკო: კორონავირუსის პანდემია ჩერნობილის ბირთვულ კატასტროფას ჰგავს
უკრაინის ნაკრებისა და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ვარსკვლავმა – ანდრეი შევჩენკომ, კორონავირუსის პანდემია, 1986 წელს უკრაინაში მომხდარ ჩერნობილის ბირთულ კატასტროფას შეადარა. ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელი ბოლო 10 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფება და როგორც იგი ამბობს, თითოეული მოქალაქე ვალდებულია დაიცვას მთავრობის მიერ გაცებული რეკომენდაციები, რათა მსოფლიო სავალალო შედეგის წინაშე არ დადგეს. 43 წლის ფორვარდმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: […]
ანორთოსისში კორონავირუსით ინფიცირება დადასტურდა
კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, “ანორთოსისის” ერთ-ერთ წევრს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ფამაგუსტური კლუბი ინფიცირებული პიროვნების სახელს და გვარს არ ადასტურებს და ინფორმაცია არც კვიპროსულ მედიაში ვრცელდება, თუმცა, მოგეხსნებათ, რომ “ანორთოსისში” 5 ქართველი ირიცხება: თემურ ქეცბაია, გიორგი ქვილითაია, გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი და მურთაზ დაუშვილი. მიმდინარე სეზონში, 9 ტურის შემდეგ, “ანორთოსისს” 20 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს.
ანტი-ვაქსერი კიკბოქსიორი COVID-19-ით გარდაიცვალა
41 წლის ასაკში, კიკ-ბოქსიორი ფრედერიკ სინისტრა, COVID-19-მა იმსხვერპლა. გარდაცვალებამდე, რამდენიმე დღით ადრე, სინისტრა საკუთარი მოთხოვნით, საავადმყოფოდან სახლში გადაიყვანეს, სადაც იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. “მადლობა გულშემატკივრობისთვის. სახლში ვიმყოფები და აქ უნდა გამოვკეთდე. 1000-ჯერ უფრო ძლიერი დავბრუნდები”, – ვკითხულობთ მის ერთ-ერთ უკანასკნელ პოსტში. სოციალურ მედიაში, სინატრა COVID-19-თან დაკავშირებით ბევრ პოსტს აქვეყნებდა, სადაც იგი კორონავირუსს “პატარა ვირუსს” უწოდებდა, […]
არასრული 2 თვიანი ბრძოლის შემდეგ – დიბალამ კორონავირუსი დაამარცხა
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და “იუვენტუსის” 27 წლის თავდამსხმელმა – პაულო დიბალამ კორონავირუსი საბოლოოდ დაამარცხა. როგორც მოგეხსენებათ არგენტინელი შემტევი Covid 19-ით 2020 წლის 13 მარტს დაინფიცირდა და დიდხნიანი ბრძოლის შემდეგ მან ეს ვირუსი დაამარცხა. ეს ფაქტი უკვე დაადასტურა “იუვენტუსმაც”: Update on @PauDybala_JR. — JuventusFC (@juventusfcen) May 6, 2020
არსენალი ვარჯიშს შემდეგ კვირაში განაახლებს
კორონავირუსის გამო მთლიანად საფეხბურთო სამყარო გაჩერებულია. გამონაკლისი არც პრემიერ ლიგა გახლავთ. სულ ცოტა ხნის წინ “Sky Sports-ის” ჟურნალისტმა ალან მაიერსმა, თავის სოციალურ გვერდზე სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა. “მეთოფეებს” ვარჯიშის უფლებას, შემდეგ კვირაში დართავენ. ვარჯიში გარკვეულწილად შეზღუდული იქნება. ფეხბურთელები ვალდებულები იქნებიან დაიცვან დისტანცია. ასევე, ისინი მარტო უნდა მივიდნენ სავარჯიშო მოედანზე და უკან სახლშიც მარტო უნდა დაბრუნდნენ. შეგახსენებთ, […]
ატალანტას ფეხბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა
რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ “ატალანტას” მეორე მეკარეს – მარკო სპორტიელოს, კორონავირუსი დაუდგინდა. იგი პირველი ფეხბურთელია “ატალანტას” შემადგენლობაში, რომელსაც ვირუსი აღმოაჩნდა. აღსანიშნავია, რომ მას კოვიდ 19-ის არანაირი სიმპტომი არ აქვს. 27 წლის მეკარეს წლევანდელ სეზონში, ყველაზე ჩემპიონატში ერთად მხოლოდ 6-ჯერ აქვს ნათამაშები. ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა თავად კლუბმა: 🤝 @RadiciGroup e #Atalanta insieme per […]
ატლეტიკომ ფეხბურთელებს ხელფასი შეუმცირა
მსოფლიოში გამეფებული კორონავირუსი, ძალიან დიდ ფინანსურ პრობლემებს იწვევს. ლა ლიგა შეჩერებულია და თითქმის ყველა გუნდს ფინანსური პრობლემები ექმნება. გამონაკლისი არც “როხიბლანკოა.” მადრიდის “ატლეტიკომ” მიიღო გადაწყვეტილება, რომ პანდეემის დროს საკუთარ ფეხბურთელებს ხელფასი შეუმციროს. ამით ისინი დიდი ფინანსური ზარალისგან თავს აირიდებენ. შეგახსენებთ, რომ ესპანეთში კორონავირუსის 57 800 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილი კი 4365 ადამიანია. კორონავირუსის გავლენა სპორტზე – […]