დიბალა – მე და ჩემს მეგობარ გოგონას კორონავირუსი დაგვიდგინდა
ბოლო დღეების განმავლობაში, სოციალურ ქსელში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ არგენტინელ ვარსკვლავს კორონავირუსი დაუდგინდა. ეს ყველაფერი კი დიბალამ რამდენიმე დღის წინ საკუთარი სოციალური გვერდის მეშვეობით უარყო. დღეს კი რამდენიმე წუთის წინ “იუვენტუსის” ვარსკვლავმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ მას და მის მეგობარ გოგონას ორიანას კორონავირუსი დაუდგინდა. დიბალამ ასევე დაწერა, რომ თავს ამ მომენტში კარგად გრძნობს და […]
კორონავირუსით ინფიცირებული MMA-ს მებრძოლი საავადმყოფოში პაციენტებით ვარჯიშობს (ვიდეო)
კარანტინში მყოფი კატალონიელები ლეგენდას უმღერიან (ვიდეო)
მარადონა ემოციურ ვიდეოს ავრცელებს (ვიდეო)
ბუნდესლიგა ბრუნდება! იხილეთ გერმანელი მინისტრების ინიციატივა
ბუნდესლიგა შეიძლება გახდეს პირველი წამყვანი ჩემპიონატი, სადაც კორონავირუსის ფონზე, კვლავ გაგრძელდება თამაშები. გერმანელი მინისტრების განცხადებით, პირველი მატჩი 9 მაისს უნდა გაიმართოს. გერმანია 16 რეგიონად, ან როგორც გერმანელები უწოდებენ, 16 მიწად არის დაყოფილი. ბავარიის პრემიერ მინისტრის, მარკუს შოდერისა და ნორდჰაინ-ვესტფალენის პრემიერ მინისტრის, არმინ ლაშეტის ინიციატივით, ბუნდესლიგაში თამაშების აღდგენა 9 მაისს თავისუფლად არის შესაძლებელი. მათი განცხადებით, ეს […]
ლივერპულელმა ექიმებმა “You Will Never Walk Alone” იმღერეს
ლივერპულში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში, ექიმებმა ” You Will Never Walk Alone” იმღერეს. ვიდეოს სოციალურ ქსელში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ კომენტარი გააკეთა: “როდესაც ვიხილე ეს ვიდეო ცრემლები წამომივიდა. სიმბოლურია, როდესაც მედიკოსები “ლივერპულის” ჰიმნს მღერიან. ვირუსმა მთელი მსოფლიო გააერთიანა. მადლობა ექიმებს ასეთი თავდადებისთვის.” კორონავირუსის გავლენა სპორტზე – გაიგეთ მეტი
ფაბიო კანავაროს ემოციური წერილი იტალიას
ყველას, ვინც ახლა სახლშია, ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩემს გულს მღელვარებითა და შიშით ავსებს. ვერც აღგიწერთ, როგორი საშინელია, უყურო იტალიის ტანჯვას და ყოველდღე ამდენი გარდაცვლილის შესახებ გაიგო. ჩემი გული მათთანაა, ვისაც კორონავირუსმა ზიანი მიაყენა. განსაკუთრებით მათთან, ვინც ახლობელი ადამიანი დაკარგა. მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ექიმებს, რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ბევრი სიცოცხლე გადაარჩინონ. […]
ესპანეთში ფეხბურთის 21 წლის მწვრთნელი კორონავირუსისგან გარდაიცვალა
ესპანელი საფეხბურთო მწვრთნელი, ფრანსისკო გარსია, 21 წლის ასაკში კორონავირუსისგან გარდაიცვალა. ახალგაზრდა, წარმოშობით მალაგადან იყო. სხვა შემთხვევების მსგავსად გარსიაც ჰოსპიტალში გადაიყვანეს და პნევმონია დაუდგინეს, თუმცა მას მძიმე ფორმის ლეიკემიაც სჭირდა. მედიკოსების თქმით, მას რომ ლეიკემია არ ჰქონოდა, ის კორონავირუსის გადატანას შეძლებდა. გარსია ფეხბურთში მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იყო ჩართული. უკანასკნელი ოთხი სეზონის მანძილზე “ატლეტიკო პორტადა ალტა”-ში […]
ლივერპულის გასვლითი ფორმა ახალ სეზონში (ფოტო)
ინგლისურ მედიაში “ლივერპულის” ახალი სეზონის გასვლითი ფორმის ფოტოები გავრცელდა. მერსისაიდული კლუბის მაისურები ფირუზის ფერშია გაწყობილი, საყელო, გერბი და სპონსორის ლოგოები კი შავში. ფორმის წარმდგენია “ნაიკი”, რომელიც რამდენიმე თვის წინ კლუბის ახალი ტექნიკური სპონსორი გახდა და კომპანია “ნიუ ბალანსი” ჩაანაცვლა. კორონავიირუსის გამო, ინგლისში საფეხბურთო ღონისძიებები სულ მცირე 4 აპრილამდე შეჩერებულია, ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამრჯვებულს პრემიერლიგის პირველ […]
კორონავირუსი რუგანის ორსულ მეუღლესაც დაუდგინდა
ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალური მცველი დანიელე რუგანი პირველი ფეხბურთელი იყო, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ COVID19 მის მეუღლესაც დაუდგინდა, რომელიც ოთხი თვის ორუსლია. “მეოთხე თვეა, რაც ორსულად ვარ. არ ვიცი ახლა რა მოხდება, ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო ლოდინია. იმედი მაქვს, ინფექცია ბავშვზე არ იმოქმედებს. მართალია ექიმები ამბობენ, რომ ნაყოფი დაცულია, მაგრამ ამ ყველაფრის გადატანა […]
ცნობილია ბარსელონას ფეხბურთელის ვინაობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა
როგორც დღეს ცნობილი გახდა, კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა. თუმცა როგორც “ბარსელონას” ოფიციალური საიტი იუწყება, ამ კონკრეტულ ფეხბურთელს კონტაქტი არ ჰქონია იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის მატჩისთვის ლისაბონში გაემგზავრნენ. როგორც ცნობილი გახდა, ეს ფეხბურთელი ბარსელონას ცენტრალური მცველი – ჟან-კლერ ტოდიბოა. ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა სოციალურ ქსელ “ინსტაგრამზე” გაავრცელა.
ანდრეი შევჩენკო: კორონავირუსის პანდემია ჩერნობილის ბირთვულ კატასტროფას ჰგავს
უკრაინის ნაკრებისა და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ვარსკვლავმა – ანდრეი შევჩენკომ, კორონავირუსის პანდემია, 1986 წელს უკრაინაში მომხდარ ჩერნობილის ბირთულ კატასტროფას შეადარა. ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელი ბოლო 10 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფება და როგორც იგი ამბობს, თითოეული მოქალაქე ვალდებულია დაიცვას მთავრობის მიერ გაცებული რეკომენდაციები, რათა მსოფლიო სავალალო შედეგის წინაშე არ დადგეს. 43 წლის ფორვარდმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: […]