ოფიციალურად: მილანის ინტერი კორონავირუსის გამო იზოლაციაშია
მილანის “ინტერმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ მთელი გუნდი წყვეტს ვარჯიშს და იზოლაციაში გადადის, მას შემდეგ რაც “იუვენტუსის” ფეხბურთელს, დანიელე რუგანის, კორონავირუსი დაუდასტურდა. “იუვენტუსის განცხადების შემდეგ, რომ დანიელე რუგანის ტესტის პასუხები CONVID-19-ზე დადებითია, საფეხბურთო კლუბი “ინტერნაციონალე” აცხადებს რომ წყვეტს ყველანაირ აქტივობას. კლუბი ყველა საჭირო ყველა პროცედურას ჩაატარებს ” – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსისა” და “ინტერის” მატჩი […]
ლუკა იოვიჩმა კარანტინის წესები დაარღვია და სასჯელს ელოდება
მადრიდის “რეალის” თავდამსხმელს, ლუკა იოვიჩს, დისციპლინარული სასჯელი ელოდება, როგორც კლუბისგან ასევე სერბეთისგან. მან კარანტინის წესები დაარღვია. იოვიჩი და სხვა სერბი ფეხბურთელები რომლებიც უცხოურ კლუბებში ასპარეზობენ, სერბეთის პრემიერ მინისტრმა, ანა ბრნაბიჩმა მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც ისინი იმყოფებოდნენ იოვიჩის მეგობარი გოგონას დაბადების დღის წვეულებაზე და შემჩნეულები იყვნენ ბელგრადის ქუჩებში. “ჩვენ ვხედავთ ფეხბურთელების მხრიდან უარყოფით მაგალითებს, რომლებსაც ძალიან […]
მანჩესტერ სიტი ეტიჰადს ჯანდაცვის ორგანიზაციებს დაუთმობს
როგორც ცნობილია, ბრიტანეთში კორონავირუსი აქტიურად მძვინვარებს. ამ ეტაპზე მთლიან ჯამში 17 089 შემთხვევაა დაფიქსირებული. 1019 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 135 გარდაიცვალა. მედიკოსები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. სამწუხაროდ დაინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს. “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობამ, დღეს მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ისინი თავიანთ სტადიონს,ჯანდაცვის ორგანიზაციებს დაუთმობენ მედიკოსებს ექნებათ საშუალება, პაციენტები “ეტიჰადზე” გადაიყვანონ და იქ ჩაუტარონ მკურნალობის პროცესი. […]
ბუნდესლიგა ბრუნდება! იხილეთ გერმანელი მინისტრების ინიციატივა
ბუნდესლიგა შეიძლება გახდეს პირველი წამყვანი ჩემპიონატი, სადაც კორონავირუსის ფონზე, კვლავ გაგრძელდება თამაშები. გერმანელი მინისტრების განცხადებით, პირველი მატჩი 9 მაისს უნდა გაიმართოს. გერმანია 16 რეგიონად, ან როგორც გერმანელები უწოდებენ, 16 მიწად არის დაყოფილი. ბავარიის პრემიერ მინისტრის, მარკუს შოდერისა და ნორდჰაინ-ვესტფალენის პრემიერ მინისტრის, არმინ ლაშეტის ინიციატივით, ბუნდესლიგაში თამაშების აღდგენა 9 მაისს თავისუფლად არის შესაძლებელი. მათი განცხადებით, ეს […]
კორონავირუსი: ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გადაიდო
კორონავირუსის გამო პრობლემა ჩემპიონთა ლიგის მორიგ მატჩს შეექმნა. კოსოვოს ჩემპიონის შემადგენლობაში ტესტზე დაფიქსირებული დადებითი შედეგების გამო, პრე-საკვალიფიკაციო ეტაპის საფინალო თამაში “დრიტასა” და “ლინფილდს” შორის გადაიდო. ინფორმაციას UEFA-ს ოფიციალური გვერდი ავრცელებს. “დრიტას” ყველა მოთამაშე კარანტინში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, დღეს ჩასატარებელი დაპირისპირება 14 აგვისტომდე უნდა გაიმართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კოსოვოელებს ტექნიკური წაგება – 0:3 ჩაეთვლებათ. წილისყრის თანახმად, კოსოვოსა […]
სერხიო რამოსს კორონავირუსი დაუდასტურდა
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” კაპიტანს – სერხიო რამოსს, კორონავირუსი დაუდასტურდა. BREAKING: Real Madrid announce Sergio Ramos has tested positive for COVID-19 pic.twitter.com/xTtDxEsJNd — B/R Football (@brfootball) April 13, 2021 ამის შესახებ ინფორმაცია მადრიდის “რეალის” ოფიციალურმა Twitter გვერდმა დაადასტურა. Comunicado Oficial: Sergio Ramos.#RealMadrid — Real Madrid C.F. (@realmadrid) April 13, 2021 კლუბის განმარტებით, რამოსს […]
დონალდ ტრამპი: “ცარიელ ტრიბუნებს გადადება სჯობს”
კორონავირუსის მასობრივი გავრცელების გამო, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იაპონიის მთავრობას და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გადაებისკენ მოუწოდა. “ჩემთვის წარმოუდგენელია ოლიმპიადის ხალხის გარეშე ყურება. თუ ეს შესაძლებელია, გადადება უკეთესი გამოსავალი იქნება, ვიდრე ცარიელი ტრიბუნების ხილვა. ჯობს თამაშები მომავალი წლისთვის ჩაატაროთ”,-განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. COVID19 თავდაპირველად 2019 წლის მიწურულს ჩინეთში გაჩნდა და მალე მსოფლიოს მოედო. ბოლო […]
რობერტ და ანა ლევანდოვსკები კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაერთნენ
მსოფლიოში კორონავირუსთან ბრძოლისთვის უამრავი თანხა იხარჯება. არაერთმა გამოჩენილმა ადამიანმა, თავისი ნებით უამრავი თანხა გამოყო, ვირუსთან ბრძოლისთვის. გამონაკლისი არც რობერტ ლევანდოვსკი და მისი მეუღლე აღმოჩნდნენ. მათ 1 მილიონი ევრო გამოყვეს იმისთვის, რომ მსოფლიო კორონავირუსს ებრძოლოს. ეს თანხა მოხმარდება, ექიმებს, მოსახლეობას და ტესტების დამზადებას. თავად ფეხბურთელი და მისი მეუღლე თავს ჯანმრთელად გრძნობენ.
მანჩესტერის ფეხბურთელები ხელფასის 30%-ს ქველმოქმედებაში გადარიცხავენ
“მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელები ხელფასის 30%-ს ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სააგენტოს გადასცემენ – მათი ფინანსური კონტრიბუცია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება. Daily Mail-ის ინფორმაციით, იდეის ინიციატორი გუნდის კაპიტანი, ჰარი მაგუაირი იყო, რაზეც მან თანაგუნდელებისგან სრული მხარდაჭერა მიიღო. პრემიერ ლიგის განახლების თარიღი ჯერჯერობით უცნობია: პრემიერ ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე სეზონი განახლებაზე საუბარი მხოლოდ მაშინ დაიწყება, როდესაც […]
სამხრეთ კორეაში სეზონის პირველი გოლი მუშტის მირტყმით აღნიშნეს (ვიდეო)
კორონავირუსის 7 შემთხვევა როტორში – ინფიცირებულია 2 ქართველი ფეხბურთელი
“როტორში” კორონავირუსის პანდემიაა – ვოლგოგრადულ კლუბში COVID-19 7 ფეხბურთელს დაუდგინდა. რუსული მედიის ინფორმაციის თანახმად, ინფიცირებულთა შორის არიან ქართველი ფეხბურთელებიც. ტესტმა დადებითი პასუხი ბექა მიქელთაძისა და ნიკა ყიფიანის შემთხვევაში აჩვენა. საბედნიეროდ, “როტორის” კიდევ 2 ქართველი ფეხბურთელი, საბა კვერკველია და ზურიკო დავითაშვილი კორონავირუსით არ დაინფიცირდნენ. ვოლგოგრადელთა ოფიციალური განცხადების მიხედვით, “როტორის” მომდევნო მატჩი “კრასნოდართან” მაინც ჩატარდება.
კორონავირუსის გამო უიმბლდონს 3 ვარსკვლავი მოეხსნა
2021 წლის უიმბლდონის ფინალისტი, იტალიელი – მატეო ბერეტინი კორონავირუსის ინფექციის გამო უიმბლდონი 2022-ს მოეხსნა. მან განცხადება სოციალურ ქსელში, რამდენიმე საათის წინ გააკეთა. „გული მწყდება რომ არასასიამოვნო ამბავი უნდა გაცნობოთ. COVID-19-ის ტესტის დადებითი შედეგის გამო 2022 წლის უიმბლდონს გამოვტოვებ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მქონდა გრიპის სიმპტომები და ვიმყოფებოდი იზოლაციაში. იმისდა მიუხედავად, რომ სიმპტომები არ იყო მძიმე, […]