ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები
საქართველოს ეროვნულ ლიგაში პირველი წრე “დინამო თბილისის” გამარჯვებით დასრულდა. გიორგი ნემსაძემ სადებიუტო წრის 9 მატჩიდან 7 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთშიც დამარცხდა. საერთო ჯამში, მოქმედმა ჩემპიონმა 22 ქულას მოუყარა თავი და ერთპიროვნული ლიდერის სტატუსიც დაიბევა. თბილისელები კარგ ფორმაში არიან და ზედიზედ 6 შეხვედრის მოგებაც მოახერხეს. ჩემპიონობის კიდევ ერთი ფავორიტი, თბილისელთა მოსახელე ბათუმური კლუბი მეორე […]
“მეტი ივარჯიშე, მაგრამ ისევ აგიღებ” – ლაზარე კუპატაძე სუპერ თასის დრამატულ ფინიშს გამოეხმაურა
საქართველოს სუპერ თასის რიგით 21-ე გათამაშება ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა და მასში ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი “დინამო ბათუმი” და “საბურთალო” დაუპირისპირდნენ. მატჩის მთავარი გმირები ორივე გუნდის მეკარე, ლაზარე კუპატაძე და ოთო გოშაძე იყვნენ, რომლებმაც პენალტების სერიაში თავი შესანიშნავად წარმოაჩინეს, ბოლოს კი ერთმანეთსაც დაუპირისპირდნენ, სადაც ბათუმელთა გოლკიპერი უკეთესი აღმოჩნდა და საბოლოოდ, ტიტულსაც აჭარული კლუბი დაეუფლა. […]
ეროვნული ლიგა: X ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე წრე ზესტაფონში, ქობულეთის “შუქურასა” და გორის “დილას” შორის ფრედ დასრულებული (1:1) შეხვედრით დაიწყო, რომელშიც გოლები მიხეილ სარდალიშვილმა და რევაზ ჩიტეიშვილმა გაიტანეს. ანალოგიური ანგარიშით დასრულდა ბათუმის “დინამოსა” და ქუთაისის “ტორპედოს” მატჩი, სადაც გოლები ბენჟამინ ტეიდმა და ლუკა ქაფიანიძემ გაცვალეს. გამარჯვება ვერ შეძლო ვერც მეორე “დინამომ” – თბილისელებმა წყალტუბოში, “სამგურალთან” სერგო კუხიანიძისა და გიორგი […]
კაპიტნების წინააღმდეგ: სლოვანთან მატჩში დინამო ბათუმის ძირითადი შემადგენლობა ცნობილია
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრას საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, “დინამო ბათუმი” სლოვაკეთის დედაქალაქში, ბრატისლავის “სლოვანის” წინააღმდეგ გამართავს. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე, უკვე ცნობილია გუნდების ძირითადი შემადგენლობა. აჭარული კლუბის სასტარტო თერთმეტეული უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ასეთია: “დინამო ბათუმი”: ლაზარე კუპატაძე – გრიგოლ ჩაბრაძე, მამუკა კობახიძე, ოლექსანდრ აზაცკი, ირაკლი აზაროვი – ბენჟამინ ტეიდი, სანდრო ალთუნაშვილი – ვლადიმერ […]
კიდევ ერთი დებიუტანტი ეროვნული ლიგიდან – საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის თვეში საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – “ჯვაროსნები” რუმინეთისა და ნიდერლანდების ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრებისთვის, ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის კიდევ ერთი დებიუტანტი და ეროვნული ლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელი – წყალტუბოს “სამგურალის” 22 წლის თავდამსხმელი, სერგო კუხიანიძე. ფრანგი სპეციალისტის რჩეულთა ნუსხაში არ არის “ანორთოსისის” ფორვარდი, გიორგი ქვილითაია. საქართველოს […]
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, “დინამო ბათუმი” პოლონეთის ექსტრაკლასას 2021/22 წლების სეზონის გამარჯვებულს, პოზნანის “ლეხს” დაუპირისპირდება. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე ქართული გუნდის შემადგენლობა უკვე ცნობილია, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: ძირითადი შემადგენლობა: ლაზარე კუპატაძე – გრიგოლ ჩაბრაძე, მამუკა კობახიძე (კ), ოლექსანდრ აზაცკი, ირაკლი აზაროვი – ბენჟამინ ტეიდი, სანდრო ალთუნაშვილი – ვლადიმერ მამუჩაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, ზურიკო […]
ეროვნული ლიგა: IV ტურის სიმბოლური გუნდი
ეროვნული ლიგის მეოთხე ტური საკმაოდ საინტერესო გამოდგა. გასული კვირა საქართველოს საფეხბურთო პირველობაზე გამორჩეული რამდენიმე ფაქტით გახლდათ. სატურნირო ცხრილში ლიდერი შეიცვალა სეზონის პირველი მატჩის მოგება შეძლო ქუთაისის “ტორპედომ” დებიუტანტმა “თელავმა” ისტორიაში პირველი 3 ქულა მოიპოვა ვიცე-ჩემპიონი ბათუმელები კი კვლავაც მოგების გარეშე არიან. მეოთხე ტურის შედეგები: ბათუმის “დინამო” – “საბურთალო” 1:1 “დინამო თბილისი” – “ლოკომოტივი” 4:0 “თელავი” […]
ეროვნული ლიგა: XV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნულმა ლიგამ 15 ტურის შემდეგ ორკვირიანი პაუზა აიღო და გზა სანაკრებო ფეხბურთს დაუთმო. 9 ივნისამდე გამართულ ბოლო სათამაშო კვირაში საკმაოდ საინტერესო შეხვედრები შედგა. ხუთივე გამართულ შეხვედრაში სულ მცირე 2 გოლი გავიდა, თანაც, ერთმანეთს ცხრილის პირველ ოთხეულში მყოფი გუნდები დაუპირისპირდნენ. მე-15 ტურის კალენდარი იმგვარად გადანაწილდა, რომ მესამე და მეოთხე პოზიციაზე მყოფი გუნდები ორი ლიდერი “დინამოს” […]
ოფიციალურად: დინამო ბათუმმა ლაზარე კუპატაძე გუნდიდან გაუშვა
ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “დინამო ბათუმმა” საქართველოს ნაკრების მეკარე, ლაზარე კუპატაძე გაუშვა. აღნიშნული ინფორმაცია Live.ge- სანდო წყაროსთან გადაამოწმა, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ 26 წლის მეკარემ აჭარული კლუბი მართლაც დატოვა. როგორც ირკვევა, კუპატაძის გუნდიდან გაშვების მთავარი მიზეზი ევროტურნირებზე ჩატარებულ შეხვედრებში დაშვებული შეცდომებია. “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილი მეკარე “დინამო ბათუმში” 2021 წლის იანვარში მივიდა და შავიზღვისპირელებთან ერთად საქართველოს ეროვნული […]
ეროვნული ლიგა: VII ტურის სიმბოლური გუნდი
ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში, სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა საჩხერის “ჩიხურამ”, რომელმაც თბილისის “მერანს” – 3:0 აჯობა და ამ უკანასკნელს ერთადერთი მოუგებელი გუნდის სტატუსი გადააბარა. მცირე მოუგებელი სერია დაასრულა “დინამო თბილისმაც”, რომელმაც “სამტრედიას” სტუმრად, 4 უპასუხო გოლი გაუტანა. სეზონში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება შეძლო “საბურთალომ” – თბილისურმა კლუბმა ქუთაისში, “ტორპედოს” კარი 4-ჯერ აიღო. ელიგის დებიუტანტი “თელავი” […]
რუმინეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2 ივნისს, რუმინეთში, ქალაქ პლოიეშტში ილიე ოანას სტადიონზე, რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ამხანაგურ შეხვედრაში “ჯვაროსნების” ძირითადი შემადგენლობა ცნობილია. საინტერესოა, რომ ეროვნული გუნდის სასტარტო თერთმეტეულში დებიუტანტია, ლაზარე კუპატაძე და . საქართველოს ნაკრები: ლაზარე კუპატაძე – გრიგოლ ჩაბრაძე, დავით ხოჭოლავა, სოლომონ კვირკველია, ირაკლი აზაროვი – ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია, ლევან შენგელია, თორნიკე ოქრიაშვილი (კ) , მურთაზ დაუშვილი […]
ლაზარე კუპატაძე: “ლამაზი ისტორია დასრულდა, მადლობა დიდი სიყვარულისთვის”
საქართველოს ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონის, “დინამო ბათუმისა” და საქართველოს ნაკრების მეკარის, ლაზარე კუპატაძის ურთიერთობა დასრულდა. აჭარული კლუბიდან წასვლის შემდეგ, 26 წლის მეკარემ სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა. “მოგესალმებით ოფიციალურად დღეიდან, ბათუმის დინამოს ფეხბურთელი აღარ ვარ. ის ლამაზი ისტორია დღეს დასრულდა, რომელიც ყველამ ერთად დავწერეთ, ფეხბურთელებმა, გუნდმა, საოცარმა გულშემატკივრებმა. მადლობა დიდი იმ საოცარი სიყვარულისთვის და ემოციებისთვის, რომელიც მე […]