არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ლეო მესის თქმით, ,,პსჟ-ში” მისი ერთ-ერთი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო: ,,ჩემი მიზანია, მოვიგო ყველა ტურნირი, რომელშიც ვთამაშობ, შესაბამისად, არც ჩემპიონთა ლიგაა გამონაკლისი. ,,პსჟ-ში” გატარებულ 2 სეზონში ამ ტიტულის მოპოვება ვერ შევძელით, რაც ორივე შემთხვევაში დიდი იმედგაცრუება იყო. თუმცა, ამავდროულად, მნიშვნელოვანია, არ ჩამოვწეროთ ის ტურნირები, რომელთა მოგებაც მოვახერხეთ, მაგალითად – საფრანგეთის […]