ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი “ბარსელონასა” და ლიონელ მესის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, კატალონიურ კლუბს დიდი ძალისხმევა დასჭირდება იმისათვის, რომ არგენტინელი ისევ დაიბრუნოს. “მესის დასაბრუნებლად “ბარსელონას” ფინანსებთან დაკავშირებით გარკვეული ზომების მიღება მოუწევს. მათ ამისთვის ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ. დღევანდელი გადმოსახედიდან ეს შეუძლებელია, თუმცა, წინ დიდი დროა, “ბარსას” შეუძლია ლეოს დაბრუნება.” – განაცხადა ლა […]
“მესის დასაბრუნებლად ყველაფერს გავაკეთებთ” – ბარსას პრეზიდენტი
კატალონიური გრანდის პრეზიდენტი – ჟოან ლაპორტა, არგენტინელი სუპერვარსკვლავის ტრანსფერის შესაძლებლობას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კატალონიელები მესის დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებენ. “მესის დაბრუნება? რა თქმა უნდა, ამის შესახებ ვფიქრობთ – აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მომავალ სეზონში უძლიერესი გუნდი გვყავდეს. ვნახოთ, დაგვიდასტურებენ, თუ არა ჩვენს გეგმას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მესი დავიბრუნოთ”, – ჟოან ლაპორტა. შეგახსენებთ, ლა ლიგის […]
“ნერვიულობისგან ვკანკალებდი” – მაკალისტერი მესისთან შეხვედრაზე
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორად არგენტინის საფეხბურთო ნაკრები მოგვევლინა. გასაკვირი არაა, რომ არგენტინის გამარჯვებაში ლომის წილი ლეო მესიმ დაიდო. პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავის პარალელურად, არგენტინელთა შემადგენლობაში ალექსის მაკალისტერმაც შეძლო თავის გამოჩენა, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა. ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი – ფაბრიციო რომანო, ალექსის მაკალისტერის სიტყვებს ციტირებს, რომელიც არგენტინელმა ლეო მესის შესახებ საუბრისას […]
იტალიის ნაკრების ყოფილმა წევრმა ანტონიო დი ჯენარომ იტალიურ ტელეარხ RAI-თან ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუს და “იუვენტუსის” ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაზე ისაუბრა. 62 წლის ყოფილი ფეხბურთელის აზრით პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ტურინის “იუვენტუსის” მოლოდინები ვერ გაამართლა და მის ტურინულ გრანდში ასპარეზობას იმედგაცრუება უწოდა. მიმდინარე სეზონის მიხედვით დი ჯენარომ რონალდუს და მესის მიღწვებიც შეადარა და უპირატესობა არგენტინელს მიანიჭა. ტურინის “იუვენტუსმა” კრიშტიანუ რონალდუ […]
“სანტოსი” უარყოფს, რომ მესიმ პელეს რეკორდი დაამხო
ბრაზილიულმა კლუბმა “სანტოსმა” ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნას პელეს მიერ ამხანაგურ შეხვედრებში გატანილი გოლებიც. საქმე ერთი გუნდის მაისურით გატანილი გოლების რაოდენობას ეხება. ლეგენდარულ ბრაზილიელს ოფიციალურად “სანტოსის” მაისურით 643 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ლეო მესიმ მისი შედეგი “ვალიადოლიდთან” შეხვედრაში გატანილი გოლით გააუმჯობესა და “ბარსას” მაისურით 644 გოლი მოუგროვდა. “სანტოსის” განცხადებაში ნათქვამია : […]
“სულ მცირე 2-3 წელს მესი კვლავ უმაღლეს დონეზე ჩაატარებს”,- რივალდო
“ბარსელონას” ყოფილმა ლეგენდარულმა მოთამაშემ რივალდომ ლეო მესის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არგენტინელი სუპერვარსკვლავი მინიმუმ 2-3 წელი კვლავ უმაღლეს დონეზე ითამაშებს. როგორც ცნობილია, ლეო მესის საკმაოდ რთული პერიოდის გამოვლა მოუწია: არგენტინელს გასულ ზაფხულს გუნდის დატოვება სურდა, თუმცა გუნდმა მის სანაცვლოდ €700 მილიონი მოითხოვა, რაც არარეალური თანხა იყო და მეტიც, ეს იმას ნიშნავდა, რომ გუნდი მესის […]
“ფენომენოს” ოცნების თერთმეტეული
ლეგენდარულმა ბრაზილელმა თავდამსხმელმა რონალდო ნაზარიომ საკუთარი ოცნების თერთმეტეული დაასახელა. “ფენომენო” დამსახურებულად ითვლება ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ. რასაც ბრაზილელი მოედანზე წლების მანძილზე აკეთებდა, უბრალოდ საოცრება იყო. რომ არა უმძიმესი ტრავმები, შესაძლოა რონალდო კიდევ უფრო ბევრად დიდი ფეხბურთელი ყოფილიყო. ორგზის “ოქროს ბურთის” მფლობელმა საკლუბო დონეზე 352 გოლი გაიტანა, ხოლო ბრაზილიის ნაკრებში (1994-2011წწ.) 98 შეხვედრაში […]
“წელს ის საუკეთესოა” – მბაპემ ფავორიტი დაასახელა
კილიან მბაპე ოქროს ბურთისათვის მებრძოლ საუკეთესო 30 ფეხბურთელს შორისაა თუმცა ფრანგი ვარსკვლავი მიიჩნევს, რომ უპრესტიჟულესი ინდივიდუალური ტიტული ლეო მესის ეკუთვნის. “ინდივიდუალური თვალსაზრისით წელს ის (მესი) საუკეთესოა. ზოგჯერ მეშინია და ვნერვიულობ. როდესაც მნიშვნელოვან შეხვედრებში მარცხდები ეჭვები გიპყრობს და ფიქრობ არის თუ არა ეს დასასრული? თუმცა ფეხბურთი იმითაა საუკეთესო, რომ მსგავს დეტალებზე ფიქრისათვის დიდი დრო არ გაქვს”, […]
,,ამის ახსნა არ შემიძლია” – პარედესი პსჟ-ს ქომაგების მხრიდან მესისა და მის მიმართ დამოკიდებულებაზე
,,პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველმა, ლეანდრო პარედესმა, რომელმაც გასული სეზონი ტურინის ,,იუვენტუსში” გაატარა, პარიზული გუნდის გულშემატკივრების მხრიდან ლეო მესისა და მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა: ,,რატომ გვექცეოდნენ პსჟ-ს ქომაგები მესის და მე ასე? არ ვიცი, პარიზში 4 წელი გავატარე და იქ ყოფნა ძალიან მომწონდა. ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩავატარეთ, ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით… გულშემატკივრების რეაქციის ახსნა […]
,,ლეოს ჩემი მოკვლა უნდოდა” – პარედესი მესისთან კონფლიქტზე
,,პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველმა, ლეანდრო პარედესმა, 2021 წელს, ,,ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, მესისთან მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა: ,,მესი გაბრაზდა, რადგან ჩემს თანაგუნდელს რაღაც ვუთხარი, მან კი მოისმინა. ძალიან გაბრაზდა და შემომიტია, საშინელება იყო. ჩემი მოკვლა უნდოდა, მე კი უბრალოდ სახლში წასვლა. ამ შემთხვევის შემდეგ ნაკრებში შევხვდით და ისე იქცეოდა, თითქოს, არაფერი მომხდარა. ამით მან აჩვენა, როგორი […]
,,მესი და პსჟ, კავშირის დასასრული?” – Goal.com ლეოს პარიზული გუნდიდან შესაძლო წასვლაზე წერს
Goal.com-მა ,,პარი სენ ჟერმენსა” და ლეო მესის შორის კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებას სტატია მიუძღვნა. როგორც ვებგვერდი წერს, არგენტინელის პარიზში კიდევ ერთი წლით დარჩენას აზრი არ აქვს. ,,ეს შოკისმომგვრელია… ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვსაუბრობთ ყველა დროის უდიდეს მოთამაშეზე, ,,ოქროს ბურთის’ შვიდგზის გამარჯვებულსა და მსოფლიო ჩემპიონზე, რომელსაც საკუთარი გუნდის მხარდამჭერებმა უსტვინეს და აბუჩად აიგდეს. ,,უხერხულია… არ შეიძლება შენი […]