არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, ნიდერლანდებთან გასამართ მატჩზე ისაუბრა: ,,ჩვენი ფეხბურთელები უმაღლეს დონეზე ასპარეზობისთვის არიან შექმნილნი, ასეთი მატჩებისთვის არიან დაბადებულნი. მათ ვეუბნები, რომ აკეთონ ის, რაც იციან – ფეხბურთი ითამაშონ. ორ ისტორიულ მეტოქეს შორის კარგი თამაში გველის. ისეთ მწვრთნელთან შეხვედრა, როგორიც ვან გაალია, დიდი პატივია,” – განაცხადა სკალონიმ. მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში […]