პოჩეტინომ თავის წარმატებაზე იხუმრა
გუშინ ინგლისში, ლონდონის ყოველწლიური საფეხბურთო დაჯილდოვება ჩატარდა. “ტოტენჰემის” მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო 28 თებერვალს ლონდონის წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. აღნიშნული წარმატების შემდეგ, პოჩეტინომ ჟურნალისტებთან საუბარში თავის თავზე იხუმრა. “როგორც იქნა, მოვახერხე და რაღაც მოვიგე.”
პოჩეტინოს დიდი ცვლილებები პარიზში: თანამემამულეები მბაპეს და ნეიმარის ნაცვლად?
ესპანური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ “პარი სენ-ჟერმენი” მზადაა მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს, კილიან მბაპეს შეელიოს. AS-ის ცნობით პარიზელების მთავარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოს სურს, რომ გუნდში ორი თანამემამულე შემტევი, ლეო მესი და სერხიო აგუერო მიიყვანოს. ამრიგად, 22 წლის ფრანგის ადგილი პარიზულ კლუბში აღარ რჩება. ამავე დროს, ვარსკვლავური შემტევების დამატების შემთხვევაში, “პსჟ-ს” სამართლიანი თამაშის წესების დაცვაზე ზრუნვაც […]
უკვე მესამედ – ერნესტო ვალვერდემ ბილბაოს ატლეტიკი ჩაიბარა
2.5 წლიანი შესვენების შემდეგ, ერნესტო ვალვერდე ფეხბურთს დაუბრუნდა – “ბარსელონას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ბილბაოს “ატლეტიკი” კარიერაში მესამედ ჩაიბარა. ვალვერდე “ატლეტიკს” 2003-2005 და 2013-17 წლებში წვრთნიდა. ამ პერიოდში, გუნდმა 306 შეხვედრა გამართა, რაც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. მისი ხელმძღვანელობით, “ატლეტიკმა” 31-წლიანი უტიტულო სერია 2015 წელს, ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებით დაასრულა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვალვერდე ერთ დროს ბილბაოში ფეხბურთს […]
წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინანტები ცნობილია
წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის მოსაპოვებლად იურგენ კლოპი, მაურისიო პოჩეტინო და პეპ გვარდიოლა იბრძოლებენ. თავდაპირველად 10 მწვრთნელისგან შემდგარი სია გამოქვეყნდა თუმცა საბოლოოდ “ლივერპულის”, “ტოტენჰემისა” და “მანჩესტერ სიტის” მენეჯერებმა შეძლეს ფინალურ სამეულში გასვლა. აღსანიშნავია, რომ ქალთა საფეხბურთო გუნდის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის მოსაპოვებლად ფილ ნევილი იბრძოლებს. ინგლისის ქალთა საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელს კონკურენციას ჯილ ელისი და სარინა ვეგმანი […]
პოჩეტინომ მბაპეს ტრავმაზე ისაუბრა
,,პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს თქმით, კილიან მბაპეს ,,მეცთან” მატჩში მიღებული ტრავმის გამო, ,,მანჩესტერ სიტისთან” შეხვედრის გამოტოვება არ ემუქრება: ,,მბაპემ ბარძაყი დაიზიანა. ვიმედოვნებ, რომ ტრავმა სერიოზული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მცირე დაზიანებაც კი შეიძლება, მტკივნეული იყოს, კილიანი ცვლილების დროს მშვიდად გამოიყურებოდა. არ ვფიქრობ, რომ ოთხშაბათს მის თამაშს (სიტისთან დაპირისპირებაში) საფრთხე ემუქრება,” – […]
მანჩესტერ იუნაიტედის მომდევნო მწვრთნელის მთავარი კანდიდატურა შეიცვალა
უცხოურ მედიაში ატეხილი აჟიოტაჟი იმის შესახებ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედს” ზინედინ ზიდანი იბარებდა ჭორი აღმოჩნდა.
ლივერპულმა პრემიერლიგა მოიგო: რა თქვა კოუტინიომ ბარსელონაში გადასვლის შემდეგ?
ჩემპიონთა ლიგის, ევროპის სუპერთასის და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ, ორიოდე დღის წინ, “ლივერპულმა” საბოლოოდ, პრემიერლიგაც მოიგო. ამ გადმოსახედიდან, კიდევ უფრო სასაცილოდ მოსჩანს ფილიპე კოუტინიოს მიერ, 2018 წლის ზამთარში ნათქვამი სიტყვები, რომ “ბარსელონაში” ტიტულების მოსაგებად გადავიდა. თუ როგორ განვითარდა ამ დღის შემდეგ ორივე კლუბის და ბრაზილიელი ფეხბურთელის ბედი, ამაზე საუბარი არც ღირს, უბრალოდ შეგვიძლია ის პირველი […]
პოჩეტინო: ,,არ ვფიქრობ, რომ რეალი ისეთივე დისციპლინით ითამაშებს, როგორც რენი”
,,პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ,,რენთან” მოგებული მატჩის შემდეგ, მადრიდის ,,რეალთან” გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა: ,,არ ვფიქრობ, რომ რეალი ისეთივე დისციპლინით ითამაშებს, როგორც ამას რენი ან საფრანგეთის ლიგა 1-ის სხვა გუნდები აკეთებენ. შესაძლოა, მადრიდელებმაც იმავე სტრუქტურა აირჩიონ, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებული მატჩი გველის. ახლა უკვე რეალთან გასამართ შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებულნი,” – განაცხადა პოჩეტინომ. ,,პარი სენ […]
მილანი მაურისიო პოჩეტინოს მაცდურ წინადადებას სთავაზობს
იტალიის სერია ა-ს გრანდი მაურისიო პოჩეტინოს გაფორმებას ცდილობს. “მილანის” ბოსებს ჯენარო გატუზოს გაშვება და კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურისიო პოჩეტინოს დანიშვნა სურთ. გავრცელებული ინფორმაციით, “როსონერის” წარმომადგენლები მაურისიო პოჩეტინოს კანდიდატურას აქტიურად განიხილავენ. წყაროს მტკიცებით, იმ შემთხვევაში თუ პოჩეტინო “მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტს ჩაიბარებს, ზაფხულის ტრანსფერებისათვის მას 300 მილიონი ფუნტი გამოეყოფა. “მილანის” მესვეურებს კლუბისათვის ძველი დიდების დაბრუნებას […]
პსჟ-მ მარსელი დაამარცხა – პოჩეტინოს პირველი ტიტული სამწვრთნელო კარიერაში
14 იანვარს, საფრანგეთის სუპერთასის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც “პარი სენ-ჟერმენმა” “მარსელი” ლენსში, ნეიტრალურ არენაზე გამართულ მატჩში – 2:1 დაამარცხა. პარიზელთაგან გოლების ავტორები მაურო იკარდი და ნეიმარი გახდნენ, ხოლო “ოლიმპიკის” მხრიდან ერთი ბურთი დიმიტრი პაიემ გაქვითა. ეს მაურისიო პოჩეტინოსთვის “პსჟ-ს” მთავარი მწვრთნელის რანგშიც და მთლიანად კარიერაში პირველი ტიტული გახლდათ. ლიგა 1-ში დედაქალაქელებს 39 ქულა აქვთ და ლიდერ […]
პარი სენ ჟერმენმა გალტიესთან კონტრაქტი შეათანხმა
“პსჟ-ს” ახალი მთავარი მწვრთნელი კრისტოფ გალტიე გახდება, რომელიც მაურისიო პოჩეტინოს ჩაანაცვლებს. L’Equipe-ს ინფორმაციით, სპეციალისტის დანიშვნას პარიზული კლუბი ოფიციალურად 4 ან 5 ივლისს დაადასტურებს. მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდება, თუმცა ხელშეკრულება თანამშრომლობის გაგრძელების პუნქტს არ მოიცავს. ფრანგულ მედიაში უკვე დიდი ხანია იწერება, რომ “პარი სენ ჟერმენის” ხელმძღვანელობას მაურისიო პოჩეტინოს გათავისუფლება სურს. არგენტინელის ერთ-ერთ შემცვლელად ზინედინ ზიდანიც […]
პოჩეტინო: “ასეთ მარცხთან შეგუება ძალიან რთულია”
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, მიუნხენის “ბაიერნთან” უმძიმესი მარცხის (2:7) შემდეგ, “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ კომენტარი გააკეთა. “ძალიან რთულია ასეთ მარცხთან შეგუება, თუმცა ჩვენს მეტოქეს ისეთი უნარ-ჩვევები აქვს და მომენტები იმდენად კარგად გამოიყენა, რომ სხვა შედეგი გარდაუვალი იყო. რა თქმა უნდა, ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ერთობას და სიძლიერეს შევინარჩუნებთ. ფეხბურთში მთავარია რა შედეგს […]