მას შემდეგ, რაც მაურისიო პოჩეტინომ “ჩელსი” ჩაიბარა 51 წლის სპეციალისტმა მედიასთან პირველად ისაუბრა. მისი თქმით, ის კმაყოფილია, რომ ამ კლუბში მოუწევს მუშაობა. “ჩელსის” შემოთავაზებაზე დათანხმება ძალიან ადვილი იყო. ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ და ისე ვითამაშებთ, რო, ფანებს დიდი სიამოვნება მივანიჭოთ. “ჩელსის” ისტორია გამარჯვებას და ყოველთვის სათავეში ყოფნას უკავშირედება. ჩავარდნები არ უნდა გვქონდეს. ბოლო 10, 12, 15 […]
“მე მისი დახმარება მსურს” – მაურისიო პოჩეტინო დელე ალიზე
როგორც მოგეხსენებათ, “ჩელსის” ახალი მთავარი მწვრთნელი 51 წლის არგენტინელი სპეციალისტი მაურისიო პოჩეტინოა. მაურისიომ ლონდონელებთან ხელშეკრულება 2026 წლამდე გააფორმა და ოფიციალურად მუშაობას გასულ კვირას შეუდგა. აღსანიშნავია, რომ პოჩეტინოსთვის ეს “ჩელსი” პირველი ლონდონური კლუბი არ არის. მას აქამდე “ტოტენჰემშიც” უმუშავია, სადაც 5 წელი გაატარა. ამ გუნდში არგენტინელ თავკაცს არაერთ გამორჩეულ ფეხბურთელთან უმუშავია, მათ შორის ერთ-ერთია დელე ალიც, […]
“პარი სენ-ჟერმენის” მთავარი სატრანსფერო სამიზნე
მას შემდეგ, რაც ფრანგულ გრანდ “პსჟ” -ში მთავარი მწვრთნელის პოსტზე გერმანელი სპეციალისტი ტომას ტუხელი 48 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა მაურისიო პოჩეტინომ ჩაანაცვლა, დიდია ინტერესი, თუ ვინ იქნება პირველი ვარსკვლავი, რომელსაც პოჩეტინო პარიზულ გუნდში დაიმატებს? საფეხბურთო აგენტის, ბრუნო სატინის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პოჩეტინოს მთავარი სატრანსფერო სამიზნე “მანჩესტერ სიტის” 32 წლის არგენტინელი თავდამსხმელი სერხიო აგუეროა. “სიტის” ყველა […]
BBC-ის ცნობით იუნაიტედს ოლე გუნარ სოლსკიაერი ჩაიბარებს
საქვეყნოდ ცნობილი ფაქტია, რომ ბრიტანული მედია დიდი სიხარულით ეგებება ამა თუ იმ მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლებას, რათა შემდეგ უამრავი ჭორი თუ მართალი გაავრცელოს. ბრიტანული მედიის ამ თავისებურების გამო მათთან სკანდალი არაერთ ცნობილ მწვრთნელს მოსვლია, მათ შორის ჟოზე მოურინიოსაც, რომელიც დღეს “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაუშვეს, წლების წინ კი სერ ალექს ფერგიუსონს სულაც ბოიკოტი ჰქონდა გამოცხადებული […]
არც პოჩეტინო და არც ზიდანი – მანჩესტერს ახალი რჩეული ჰყავს!
გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, “THE TELEGRAPH”-ის ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნატედი” ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელის, გარეთ საუთგეიტის, გადასაბირებლად იბრძოლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც გაირკვა რომ დიდი შანსით მაურისიო პოჩეტინო ისევ “ტოტენჰემში” დარჩება. “წითელი ეშმაკები” “მამლებს” კვირას, 13 იანვარს, დაუპირისპირდებიან და დღემდე მანჩესტერის აღმასრულებელი დირექტორისთვის, ედ ვუდვორდისთვის, მაურისიო პოჩეტინო პირველი არჩევანია მთავარი მწვრთნელის რანგში, […]
ბარსელონა პოჩეტინოსთან მოლაპარაკების დაწყებას ცდილობს
როგორც ცნობილია “ტოტენჰემმა” მაურისიო პოჩეტინო გაათავისუფლა და მის ნაცვლად პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო დანიშნა. არგენტინელ სპეციალისტს გათავისუფლებამდეც ბევრი მსურველი ჰყავდა და ახლა რამდენიმე ევროპული გრანდი იჩენს ინტერესს. საუბარია მიუნხენის “ბაიერნზე” და კატალონიის “ბარსელონაზე”. გერმანელებმაც სულ ცოტა ხნის წინ დაითხოვეს თავიანთი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი და სურთ ახალი კარგი სპეციალისტის მიყვანა გუნდში. ყველაზე მეტად კატალონიელები აქტიურობენ , რადგან […]
გამარჯვებული პოჩეტინო მაინც დამწუხრებულია
“ტოტენჰემის” თავკაცის მაურისიო პოჩეტინოს სიხარული “მანჩესტერ სიტის” დამარცხებით ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, მისი გუნდის ლიდერის ტრავმამ გააქარწყლა. გუშინდელ მატჩში სადაც ლონდონელებმა გვარდიოლას ბიჭები 1:0 დაამარცხეს, ჰარი კეინმა კოჭის ტრავმა მიიღო. “ტოტენჰემის” მწვრთნელის აზრით, შესაძლოა კეინმა მიმდინარე სეზონი გამოტოვოს. “მე დამწუხრებული ვარ ჰარის ტრამვის გამო, მან შესაძლოა გამოტოვოს მიმდინარე სეზონი. მძიმე ტრავმის მიუხედავად, ჩვენ ვიმედოვნებთ რომ […]
დიდი ალბათობით ტუხელს პსჟ-ში პოჩეტინო შეცვლის
უდიდესი ალბათობით, “პსჟ”-ს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტომას ტუხელს მაურისიო პოჩეტინო ჩაანაცვლებს. შეგახსენებთ, რომ გერმანელი სპეციალისტი პარიზელებმა გუშინ, “სტრასბურგთან” 4:0 გამარჯვების შემდეგ გაათავისუფლეს. უცხოური გამოცემების თანახმად, პოჩეტინომ “პსჟ”-სთან შეთანხმებას უკვე მიაღწია, დარჩენილი დეტალების მოგვარების შემდეგ კი მაურისიო ფრანგული გრანდის მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნება. რაც შეეხება ტუხელს, მისმა გაწვრთნილმა “პსჟ”-მ სეზონი არც თუ ისე კარგად დაიწყო. ლიგა […]
დიეგო სიმეონე ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ბოლო დეკადის (2010-20) საუკეთესო მწვრთნელთა ათეული დაასახელა. მოკლე ნუსხაში პირველი ადგილი მადრიდის “ატლეტიკოს” არგენტინელმა დამრიგებელმა დიეგო სიმეონემ დაიკავა, მეორე ადგილზე “მანჩესტერ სიტის” ესპანელი თავკაცი პეპ გვარდიოლა გავიდა, ხოლო სამეული “ლივერპულის” გერმანელმა მესაჭემ იურგენ კლოპმა შეავსო. საუკეთესო მწვრთნელთა ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: 1. დიეგო სიმეონე 2. პეპ გვარდიოლა 3. იურგენ […]
კონტე, ვენგერი და 10 მწვრთნელი, რომლებსაც რეალში ლოპეტეგის ჩანაცვლება შეუძლიათ
ბოლო 7 მატჩი: 4 გატანილი გოლი, 13 გაშვებული, 5 მარცხი, 1 ფრე, 1 გამარჯვება – ეს არის შედეგი, რომლის გამოც, დიდი ალბათობით, მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელს, ხულენ ლოპეტეგს გუნდის დატოვება მოუწევს. მთავარი გამოცდა ლოპეტეგს 28 ოქტომბერს, “კამპ ნოუზე” ვერ ჩააბარა – გუნდი სამარცხვინო ანგარიშით, 5:1 განადგურდა. საინტერესოა, ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ესპანელი სპეციალისტი მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის […]
ლივერპულმა პრემიერლიგა მოიგო: რა თქვა კოუტინიომ ბარსელონაში გადასვლის შემდეგ?
ჩემპიონთა ლიგის, ევროპის სუპერთასის და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ, ორიოდე დღის წინ, “ლივერპულმა” საბოლოოდ, პრემიერლიგაც მოიგო. ამ გადმოსახედიდან, კიდევ უფრო სასაცილოდ მოსჩანს ფილიპე კოუტინიოს მიერ, 2018 წლის ზამთარში ნათქვამი სიტყვები, რომ “ბარსელონაში” ტიტულების მოსაგებად გადავიდა. თუ როგორ განვითარდა ამ დღის შემდეგ ორივე კლუბის და ბრაზილიელი ფეხბურთელის ბედი, ამაზე საუბარი არც ღირს, უბრალოდ შეგვიძლია ის პირველი […]