მაურისიო პოჩეტინოს ღირსეული საქციელი
გუშინ 4 იანვარს, ინგლისის FA CUP-ზე ლონდონის “ტოტენჰემი” გასვლაზე, მეორელიგელ ტრანმერს დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:7 გაანადგურა, თუმცა ამ მატჩში შედეგზე მნიშვნელოვანი მაურისიო პოჩეტინოს საქციელია, რომლითაც მან მეტოქე გუნდს პატივი სცა. 75-ე წუთზე, როდესაც “დეზები” მეტოქეს 0:6 უგებდნენ, არგენტინელმა სპეციალისტმა ჰეთ-თრიქის ავტორის, ფერნანდო ლორენტეს მაგივრად მოედანზე ჰარი კეინი შეიყვანა, რომლის თამაშში ჩართვის აუცილებლობაც არ იყო, თუმცა […]
პრემიერლიგის ისტორიაში პირველად!
ინგლისის უმაღლესი დივიზიონი, იგივე პრემიერლიგა, ხმაურიანი და ძვირიანი ტრანსფერებით გამოირჩევა, სატრანსფერო ფანჯარა ისე არ გაივლის, რომ პრემიერლიგის ბინადრებმა რამდენიმე ვარსკვლავი არ შეიძინონ და მათში უამრავი თანხა არ გადაიხადონ, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. საქმე იმაშია, რომ მაურისიო პოჩეტინოს მიერ გაწვრთნილი “ტოტენჰემი” ზედიზედ მეორე სატრანსფერო ფანჯარაა რაც არავის ყიდულობს, ეს კი პრემიერლიგის რეკორდია, რადგან არც ერთ გუნდს აქამდე […]
პოჩეტინომ მესის ცვლილების მიზეზი განმარტა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-6 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, “პსჟ” “ლიონს” დაუპირისპირდა. პარიზში გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. შეხვედრის 76-ე წუთზე, იმ დროს, როდესაც ტაბლოზე საყაიმო ანგარიში (1:1) ფიქსირდებოდა, მაურისიო პოჩეტინომ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ლეო მესი შეცვალა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა შეცვლის გამო, გაკვირვება ვერ დამალა. პარიზული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა მესის ცვლილების მიზეზი განმარტა და აღნიშნა, […]
არც პოჩეტინო და არც ზიდანი – მანჩესტერს ახალი რჩეული ჰყავს!
გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, “THE TELEGRAPH”-ის ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნატედი” ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელის, გარეთ საუთგეიტის, გადასაბირებლად იბრძოლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც გაირკვა რომ დიდი შანსით მაურისიო პოჩეტინო ისევ “ტოტენჰემში” დარჩება. “წითელი ეშმაკები” “მამლებს” კვირას, 13 იანვარს, დაუპირისპირდებიან და დღემდე მანჩესტერის აღმასრულებელი დირექტორისთვის, ედ ვუდვორდისთვის, მაურისიო პოჩეტინო პირველი არჩევანია მთავარი მწვრთნელის რანგში, […]
ცნობილი სპორტსმენების შეფასებები დე ხეას დღევანდელ პერფორმანსზე.
დღეს “უემბლიზე” “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ტოტენჰემი” მარკუს რეშფორდის ერთადერთი გოლით დაამარცხა, “ეშმაკების” ესპანელმა კიპერმა კი 11 სეივი გააკეთა, და თითქმის ყველა მათგანი საოცარი სირთულის იყო. სწორედ ამიტომ სოციალური ქსელი დე ხეას საქებარმა სიტყვებმა დაიპყრო, გთავაზობთ ცნობილი სპორტსმენების შეფასებებს, “მანჩესტერის” მეკარის დღევანდელ პერფორმანსზე. პიტერ შმეიხელი (მანჩესტერის ყოფილი მეკარე) – “მშვენიერი გამარჯვება, დე ხეა კი უბრალოდ კედელია.” მიკაელ […]
კონტე, ვენგერი და 10 მწვრთნელი, რომლებსაც რეალში ლოპეტეგის ჩანაცვლება შეუძლიათ
ბოლო 7 მატჩი: 4 გატანილი გოლი, 13 გაშვებული, 5 მარცხი, 1 ფრე, 1 გამარჯვება – ეს არის შედეგი, რომლის გამოც, დიდი ალბათობით, მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელს, ხულენ ლოპეტეგს გუნდის დატოვება მოუწევს. მთავარი გამოცდა ლოპეტეგს 28 ოქტომბერს, “კამპ ნოუზე” ვერ ჩააბარა – გუნდი სამარცხვინო ანგარიშით, 5:1 განადგურდა. საინტერესოა, ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ესპანელი სპეციალისტი მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის […]
პოჩეტინომ მბაპეს ტრავმაზე ისაუბრა
,,პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს თქმით, კილიან მბაპეს ,,მეცთან” მატჩში მიღებული ტრავმის გამო, ,,მანჩესტერ სიტისთან” შეხვედრის გამოტოვება არ ემუქრება: ,,მბაპემ ბარძაყი დაიზიანა. ვიმედოვნებ, რომ ტრავმა სერიოზული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მცირე დაზიანებაც კი შეიძლება, მტკივნეული იყოს, კილიანი ცვლილების დროს მშვიდად გამოიყურებოდა. არ ვფიქრობ, რომ ოთხშაბათს მის თამაშს (სიტისთან დაპირისპირებაში) საფრთხე ემუქრება,” – […]
ლივერპულმა პრემიერლიგა მოიგო: რა თქვა კოუტინიომ ბარსელონაში გადასვლის შემდეგ?
ჩემპიონთა ლიგის, ევროპის სუპერთასის და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ, ორიოდე დღის წინ, “ლივერპულმა” საბოლოოდ, პრემიერლიგაც მოიგო. ამ გადმოსახედიდან, კიდევ უფრო სასაცილოდ მოსჩანს ფილიპე კოუტინიოს მიერ, 2018 წლის ზამთარში ნათქვამი სიტყვები, რომ “ბარსელონაში” ტიტულების მოსაგებად გადავიდა. თუ როგორ განვითარდა ამ დღის შემდეგ ორივე კლუბის და ბრაზილიელი ფეხბურთელის ბედი, ამაზე საუბარი არც ღირს, უბრალოდ შეგვიძლია ის პირველი […]
მადრიდის რეალი ტოტენჰემს წინადადებით მიმართავს
მადრიდის “რეალი” “ტოტენჰემს” შანსს სთავაზობს, რომ ყოფილი ფეხბურთელი, გარეთ ბეილი გუნდში დაიბრუნონ. “ბლანკოსის” მიერ შეთავაზებული წინადადების თანახმად “ტოტენჰემს” მთავარ მწვრთნელთან გამომშვიდობება მოუწევს. “ტოტენჰემში” შეთავაზებულ წინადადებაზე ჯერჯერობით პასუხი არ გაუციათ, თუმცა დიდი ალბათობით მიუხედავად ბეილისადმი დიდი სურვილისა, პოჩეტინოს დათმობა გუნდს არაფრის ფასად არ ენდომება.
პოჩეტინო: “მადლობა ფეხბურთს” (ვიდეო)
“აიაქსთან” მოპოვებული საოცარი გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ, აღსანიშნავია რომ არგენტინელმა ინტერვიუს დროს ცრემლებიც ვერ შეიკავა: “ემოციების გამო ახლაც მიჭირს საუბარი. მადლობა ფეხბურთს, მადლობა ჩემს ბიჭებს, ისინი გმირები არიან. მეორე ტაიმი შეუდარებელი იყო, ფეხბურთს საოცარი შეგრძნებების ჩუქება შეუძლია. მადლობა გულშემატკივრებს და მათ ვისაც სჯეროდა ჩვენი. მე ბიჭებს ვესაუბრე და ვუთხარი […]
მოურინიოს პირველი პრესკონფერენცია: “თავმდაბალი გავხდი”
ჟოზე მოურინიომ “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი პრესკონფერენცია ჩაატარა. მისი თქმით, “მანჩესტერ იუნაიტედში” მიღებული გამოცდილების შედეგად, იგი უფრო მეტად თავმდაბალი ადამიანი გახდა. “მე თავმდაბალი ადამიანი ვარ და შემიძლია ჩემს კარიერას სრული ანალიზი გავუკეთო. მე ვეძებ შეცდომებს და ვპოულობ პასუხობს. ჩემი ანალიზის მთავარი პრინციპია – არ გადავაბრალო ჩემი შეცდომები სხვებს,” აღნიშნა მოურინიომ. პორტუგალიელმა, რომელიც ერთ დროს […]