მინო რაიოლა: “ჯანი ინფანტინოს უნდა, რომ ჩრდილოეთ კორეაში ვიცხოვროთ”
ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა ფიფას უპირისპირდება. ამის მიზეზი ფეხბურთელებისთვის სახელფასო ზღვრის დაწესებაა. “თუ ფიფა სახელფასო ზღვრის დაწესებას გადაწყვეტს, ეს იმას ნიშნავს რომ კლუბები გადაწყვეტილ;ების დამოუკიდებლად მიღებას ვეღარ მოახერხებენ. ცხადია, სატრანსფერო ბაზარი აღარ მუშაობს ისე, როგორც ფიფა სურს, რადგან მოთამაშეს შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. ისინი ამ სპორტის აქტივს წარმოადგენენ. თუ მოთამაშეთა ხელფასს შევზღუდავთ, უნდა შემოვიტანოთ […]
მეცნიერებს ზლატან იბრაჰიმოვიჩის სხეულის აგებულების შესწავლა სურთ
2016 წელს, ევროპის ლიგის მეოთხედფინალში, “ანდერლეხტის” წინააღმდეგ გამართულ მეოთხედფინალურ მატჩში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ, როცა ზლატანს ექიმებმა დიაგნოზად მყესის გაწყვეტა დაუსვეს და მას სულ მცირე 9 თვის გამოტოვება მოუწევდა, ბევრს ეჭვი ეპარებოდა, რომ შვედი თავდამსხმელი ფეხბურთში დაბრუნებას ოდესმე კიდევ მოახერხებდა. თუმცა, იბრაჰიმოვიჩი დაბრუნდა და მერე როგორ? ჯერ იყო და MLS-ში ორ სეზონში 53 გოლი გაიტანა, […]
50 ყველაზე გავლენიანი საფეხბურთო ფიგურა მსოფლიოში
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ France Football-მა ამჟამად მსოფლიო ფეხბურთში 50 ყველაზე გავლენიანი ფიგურის სია გამოაქვეყნა. ჩამონათვალში მოხვდნენ აქტივისტები, საფეხბურთო ფუნქციონერები, ბრენდები, მსაჯები, მენეჯმენტის თუ მედიის წარმომადგენლები, მწვრთნელები და რა თქმა უნდა, თავად ფეხბურთელები. სრული ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება: 50. ოქროს ბურთი. 49. ხალიდა პოპალი (აქტივისტი) 48. ჟან-მიშელ ოლასი (“ლიონის” პრეზიდენტი) 47. რუი პინტუ (Football Leaks-ის დამფუძნებელი) 46. […]
ფეხბურთელიც და მფლობელიც – ზლატანი სამშობლოში ბრუნდება
დიდი ალბათობით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი სულ მალე სამშობლოში დაბრუნდება. შვედ თავდამსხმელს “მილანთან” კონტრაქტი რამდენიმე დღეში უმთავრდება და მის კარიერაში უკვე მერამდენედ თავისუფალი აგენტი ხდება. შვედეთში დაბრუნების შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლა სკირა ავრცელებს, რომელიც წერს, რომ იბრა მალე “ჰამარბის” ფეხბურთელი გახდება, კლუბისა, რომლის მეწილეც რამდენიმე თვის წინ გახდა. უახლოეს დღეებში, ფეხბურთელი და თავისი აგენტი მინო რაიოლა […]
რაიოლა რეალში რევოლუციას გეგმავს
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. მსოფლიოსა და ევროპის მასშტაბით პრაქტიკულად ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმდა ან განუსაზღვრელი დროით შეწყდა. მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა სატრანსფერო აქტივობაზეც იქონიოს გავლენა, თუმცა ელიტური ტრანსფერების ეპიცენტრში კვლავ მინო რაიოლა იმყოფება. რაიოლას კლიენტებს შორის, მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჭარბობენ, რომლებიც ევროპის ტოპ კლუბების მნიშვნელოვანი პროექტების ნაწილი არიან. შესაძლოა რამდენიმე ვარსკვლავმა ზაფხულში კლუბი შეიცვალოს. […]
ზიდანს ზაფხულში ხუთი ფეხბურთელის გაშვება უნდა
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის “რეალის” თავკაცს ზაფხულში გუნდიდან 5 ფეხბურთელის გაშვება სურს. მიმდინარე სეზონში “სამეფო კლუბს” საქმეები იდეალურად არ წაუვიდა. ლა ლიგის მოგება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა და იყო უდიდესი ალბათობა იმისა, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდებოდა. საუბარია ხამეს როდრიგესზე, გარეთ ბეილზე, ლუკას ვასკეზე და მარიანო დიასზე. გუნდი ასევე შეიძლება დატოვონ […]
მინო რაიოლა – რეალთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს
იტალიელი საფეხბურთო აგენთი მსოფლიოს მასტაბით ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან აგენტად ითვლება. მის სახელს არაერთი გახმაურებული ტრანსფერი უკავშირდება. რაიოლას გარშემო ყველაზე დიდ ინტერესს პოგბას ტრანსფერი იწვევს, მაგრამ დღეს მინომ მადრიდის “რეალზე” ისაუბრა. “”სამეფო კლუბთან” იდეალური ურთიერთობა მაკავშირებს. ყველამ კარგად იცის, რომ მათ შეტევაში გაძლიერება სჭირდებათ. მსურს, რომ ჩემი საუკეთესო ფეხბურთელები “რეალში” თამაშობდნენ და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აუცილებლად […]
ვინ შეცვლის დონარუმას მილანში?
როგორც იტალიური გამოცემები იტყობინებიან, სეზონის ბოლოს ჯანლუიჯი დონარუმა “მილანს” დატოვებს და კარიერას ტურინის “იუვენტუსში”გააგრძელებს. ახალგაზრდა ნიჭიერი მეკარის სავარაუდო შემცვლელები უკვე გამოჩნდნენ. “როსონერიში” დიდი ალბათობით “ტორინოსა” და “ნაპოლის” გოლკიპერებიდან ერთ-ერთი, შესაბამისად, ალექს მერე ან სალვატორე სირიგუ აღმოჩნდება. დონარუმას აგენტ მინო რაიოლას “მილანის” ახალი პროექტისა და წარმატების არ სჯერა და სურს თავისი კლიენტი უკეთეს გუნდში რაც შეიძლება […]
პატარა ჯიჯი დიდის ნაცვლად?
კორონავირუსის გავრცელების და შეწყვეტილი ტურნირების პარალელურად, ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა გუნდის გაძლიერებაზე მაინც ზრუნავს. “ბებერი ქალბატონის” მმართველები ზაფხულში მეკარის პოზიციაზე ცვლილებებს გეგმავენ. “ბიანკონერი” “მილანის” და იტალიის ნაკრების ახალგაზრდა კარის დარაჯის ჯანლუიჯი დონარუმას დამატებას აპირებს. იტალიის ბოლო 8 სეზონის ჩემპიონმა მიზანს შესაძლოა ყველაზე იოლი გზით მიაღწიოს. 21 წლის გოლკიპერს მშობლიურ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში უმთავრდება, “როსონერის” […]
მინო რაიოლას ყველაზე ვარსკვლავური კლიენტები
თანამედროვე ფეხბურთში, ხმაურიანი ტრანსფერების უმეტესობას ხორცი ისე არ ესხმება, რომ იქ მინო რაიოლას სახელი არ გაჟღერდეს. წარმატებული და საიდუმლოებებით მოცული საფეხბურთო აგენტი ბევრი სუპერვარსკვლავის ნდობით სარგებლობს. მას ხშირად ახსენებენ ისეთი კლუბების გვერდით, როგორიც “მანჩესტერ იუნაიტედი” და “იუვენტუსია“. სწორედ ამ ორ კლუბს შორის პოლ პოგბას მოგზაურობის შემოქმედიც რაიოლა გახლავთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რაიოლა ამ საქმეს ათწლეულების […]
რაიოლა: “პოგბა სოლსკიაერის ტყვე არ არის”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის პოლ პოგბას ცნობილმა აგენტმა მინო რაიოლამ “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი გააკრიტიკა. “პოლი არც ჩემია და ცხადია არც სოლსკიაერის. პოგბა საკუთარ თავს ეკუთვნის. თქვენ არ გაქვთ უფლება რომ ადამიანი ძალით გააჩეროთ იქ სადაც გინდათ, თუნდაც ეს დიდი ბრიტანეთი და პრემიერლიგა იყოს. დიდი იმედი მაქვს, ოლე არ თვლის, რომ, პოგბა მისი […]
ლინგარდს იუნაიტედის დატოვება და მილანში გადასვლა სურს
ჯესი ლინგარდს საშინელი 2019 წელი ჰქონდა. ინგლისელმა ვერცერთ პრემიერ ლიგურ თამაშში ვერ გაიტანა გოლი და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია. ლინგარდის ანგარიშზე მხოლოდ ერთი გოლია, ისიც ევროპის ლიგის ეგიდით “ასტანას” კარში. ჯესის თამაში თითქმის აღარ უწევს. სოლსკიაერმა დაკარგა ყველანაირი ნდობა და ახლა ინგლისელი უმეტეს ნაწილს სათადარიგოთა სკამზე ატარებს. ლინგარდი დაუკავშირდა თავის აგენტს მინო რაიოლას და კლუბის […]