ვინ შეცვლის დონარუმას მილანში?
როგორც იტალიური გამოცემები იტყობინებიან, სეზონის ბოლოს ჯანლუიჯი დონარუმა “მილანს” დატოვებს და კარიერას ტურინის “იუვენტუსში”გააგრძელებს. ახალგაზრდა ნიჭიერი მეკარის სავარაუდო შემცვლელები უკვე გამოჩნდნენ. “როსონერიში” დიდი ალბათობით “ტორინოსა” და “ნაპოლის” გოლკიპერებიდან ერთ-ერთი, შესაბამისად, ალექს მერე ან სალვატორე სირიგუ აღმოჩნდება. დონარუმას აგენტ მინო რაიოლას “მილანის” ახალი პროექტისა და წარმატების არ სჯერა და სურს თავისი კლიენტი უკეთეს გუნდში რაც შეიძლება […]
ფეხბურთელიც და მფლობელიც – ზლატანი სამშობლოში ბრუნდება
დიდი ალბათობით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი სულ მალე სამშობლოში დაბრუნდება. შვედ თავდამსხმელს “მილანთან” კონტრაქტი რამდენიმე დღეში უმთავრდება და მის კარიერაში უკვე მერამდენედ თავისუფალი აგენტი ხდება. შვედეთში დაბრუნების შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლა სკირა ავრცელებს, რომელიც წერს, რომ იბრა მალე “ჰამარბის” ფეხბურთელი გახდება, კლუბისა, რომლის მეწილეც რამდენიმე თვის წინ გახდა. უახლოეს დღეებში, ფეხბურთელი და თავისი აგენტი მინო რაიოლა […]
რაიოლა – ბალოტელი შესაძლოა მონცას წარმატების შემოქმედი გახდეს
არაერთ სკანდალში გახვეული მარიო ბალოტელი, საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მორიგი ეპატაჟური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოექცა – ვეტერანმა იტალიელმა შემტევმა, სერია ბ-ს ბინადარი “მონცას” მაისური მოირგო. სკეპტიკოსების კრიტიკის მიუხედავად, მინო რაიოლა მიიჩნევს, რომ მარიო ბალოტელი შესაძლოა “მონცას” წარმატების მთავარი შემოქმედი გახდეს და ლომბარდიულ კლუბს ელიტაში აღზევებაში დაეხმაროს. “მონცას” სათავეში “მილანის” ყოფილი მმართველი ადრიანო გალიანი უდგას და […]
პატარა ჯიჯი დიდის ნაცვლად?
კორონავირუსის გავრცელების და შეწყვეტილი ტურნირების პარალელურად, ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა გუნდის გაძლიერებაზე მაინც ზრუნავს. “ბებერი ქალბატონის” მმართველები ზაფხულში მეკარის პოზიციაზე ცვლილებებს გეგმავენ. “ბიანკონერი” “მილანის” და იტალიის ნაკრების ახალგაზრდა კარის დარაჯის ჯანლუიჯი დონარუმას დამატებას აპირებს. იტალიის ბოლო 8 სეზონის ჩემპიონმა მიზანს შესაძლოა ყველაზე იოლი გზით მიაღწიოს. 21 წლის გოლკიპერს მშობლიურ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში უმთავრდება, “როსონერის” […]
პოლ პოგბას აგენტი სქოულზის კრიტიკას პასუხობს
მინო რაიოლა “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ ცენტრალურ ნახევარმცველის პოლ სქოულზის კრიტიკას პასუხობს. პოგბას აგენტმა სოციალურ მედიაში სტატუსი მას შემდეგ გამოაქვეყნა,რაც სქოულზმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა პოგბას კაპიტნობა “ბრაიტონტან” 3:2 დამარცხების შემდეგ. წითური პრინცის თქმით, წითლებში ლიდერების ნაკლებობაა, სწორედ ამიტომ გვიწევს ვიფიქროთ,რომ პოლ პოგბა იდეალური კანდიდატია კაპიტნობისთვის,მაგრამ ლიდერული უნარჩვევები მან (კვირას) აშკარად ვერ გამოავლინა. “მან კიდევ ერთი […]
მინო რაიოლას ყველაზე ვარსკვლავური კლიენტები
თანამედროვე ფეხბურთში, ხმაურიანი ტრანსფერების უმეტესობას ხორცი ისე არ ესხმება, რომ იქ მინო რაიოლას სახელი არ გაჟღერდეს. წარმატებული და საიდუმლოებებით მოცული საფეხბურთო აგენტი ბევრი სუპერვარსკვლავის ნდობით სარგებლობს. მას ხშირად ახსენებენ ისეთი კლუბების გვერდით, როგორიც “მანჩესტერ იუნაიტედი” და “იუვენტუსია“. სწორედ ამ ორ კლუბს შორის პოლ პოგბას მოგზაურობის შემოქმედიც რაიოლა გახლავთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რაიოლა ამ საქმეს ათწლეულების […]
პოლ პოგბა: “როცა არ იცი, რა ხდება გუნდის შიდა სამზარეულოში, არ უნდა ილაპარაკო”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი ვარსკვლავის, პოლ პოგბას აგენტმა მინო რაიოლამ ორშაბათს განაცხადა, რომ მის კლიენტს სეზონის ბოლოს “წითელი ეშმაკების” დატოვება სურს. Tuttosport-თან საუბრისას რაიოლამ აღნიშნა: “პოლი უკმაყოფილოა “იუნაიტედში” ყოფნით, ის ვერ ახერხებს საკუთარი თავის წარმოჩენას ისე, როგორც ეს თავად სურს და ისე, როგორც მისგან ელიან”. “მას გუნდის და გარემოს შეცვლა სჭირდება. მას გუნდთან აკავშირებს კონტრაქტი, რომელიც […]
რაიოლა: ,,თუ სპორტულ დირექტორებს ვძულვარ, ჩემთვის ეს ყველაზე დიდი კომპლიმენტია”
იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა, მინო რაიოლამ, საკუთარ სამუშაო მეთოდებზე ისაუბრა. მისი თქმით, კლიენტებთან ერთად, სატრანსფერო ბაზრის შეცვლა შეძლო: ,,ჩემი ფეხბურთელებისთვის მზად ვარ, ომში წავიდე. ყველაფერს გავაკეთებ მათთვის, ისინი ჩემი შვილებივით არიან. სპორტული დირექტორები ვერ მიტანენ? რატომ ხდება ასე? მოლაპარაკებების მაგიდასთან მათ წინ იარაღით არასდროს დავმჯდარვარ. უბრალოდ, ძალიან კარგად ვიცი, რა ღირს ჩემი ფეხბურთელი და რა სჭირდება […]
რაიოლა: “პოგბა სოლსკიაერის ტყვე არ არის”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის პოლ პოგბას ცნობილმა აგენტმა მინო რაიოლამ “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი გააკრიტიკა. “პოლი არც ჩემია და ცხადია არც სოლსკიაერის. პოგბა საკუთარ თავს ეკუთვნის. თქვენ არ გაქვთ უფლება რომ ადამიანი ძალით გააჩეროთ იქ სადაც გინდათ, თუნდაც ეს დიდი ბრიტანეთი და პრემიერლიგა იყოს. დიდი იმედი მაქვს, ოლე არ თვლის, რომ, პოგბა მისი […]
მინო რაიოლა: ზამთარში პოგბა მანჩესტერს დატოვებს
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერი იუნაიტედის” ნახევარცველის – პოლ პოგბას აგენტი – მინო რაიოლას თქმით, პოლ პოგბა სავარაუდოდ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს ინგლისურ კლუბს. მინო რაიოლამ პრესკონფერენციაზე, პოგბაზე საუბრის დროს განაცხადა, რომ “დეკემბერი ოცნებების ასრულების თვეა” – ამ ნათქვამის შემდეგ კი, ბრიტანულ პრესაში უფრო აქტიურად განიხილება პოგბას “მანჩესტერიდან” წასვლის საქმე. პოლ პოგბას “მანჩესტერ იუნაიტედთან” […]