მინო რაიოლა: დე ლიხტი, პოგბა, კინი…
საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი საუკეთესო აგენტი – მინო რაიოლა საუბრობს, რომ “იუვენტუსი” დე ლიხტისთვის საუკეთესო გუნდია, ასევე რაიოლამ არაფერი არ თქვა პოლ პოგბაზე, თუმცა თქვა, რომ დიდი ინტერესია 18 წლის მოისე კინზე, მაგრამ ჯერ-ჯერობით საუბრისგან თავს იკავებს. “ჩვენ არ გვიკითხავს დე ლიხტისთვის, თუ სად უნდოდა ყველაზე მეტად მას თამაში, თუმცა ახლა “იუვენტუსი” მისთვის საუკეთესო კლუბია. მას […]
მინო რაიოლა: ზამთარში პოგბა მანჩესტერს დატოვებს
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერი იუნაიტედის” ნახევარცველის – პოლ პოგბას აგენტი – მინო რაიოლას თქმით, პოლ პოგბა სავარაუდოდ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს ინგლისურ კლუბს. მინო რაიოლამ პრესკონფერენციაზე, პოგბაზე საუბრის დროს განაცხადა, რომ “დეკემბერი ოცნებების ასრულების თვეა” – ამ ნათქვამის შემდეგ კი, ბრიტანულ პრესაში უფრო აქტიურად განიხილება პოგბას “მანჩესტერიდან” წასვლის საქმე. პოლ პოგბას “მანჩესტერ იუნაიტედთან” […]
მინო რაიოლას ყველაზე ვარსკვლავური კლიენტები
თანამედროვე ფეხბურთში, ხმაურიანი ტრანსფერების უმეტესობას ხორცი ისე არ ესხმება, რომ იქ მინო რაიოლას სახელი არ გაჟღერდეს. წარმატებული და საიდუმლოებებით მოცული საფეხბურთო აგენტი ბევრი სუპერვარსკვლავის ნდობით სარგებლობს. მას ხშირად ახსენებენ ისეთი კლუბების გვერდით, როგორიც “მანჩესტერ იუნაიტედი” და “იუვენტუსია“. სწორედ ამ ორ კლუბს შორის პოლ პოგბას მოგზაურობის შემოქმედიც რაიოლა გახლავთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რაიოლა ამ საქმეს ათწლეულების […]
მინო რაიოლას ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია
მინო რაიოლა თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთში განსაკუთრებული პერსონაა, იგი მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე ცნობილი საფეხბურთო აგენტია. რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიელი აგენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ცნობილი გამოცემა “Gazzetta dello Sport”-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, მინო რაიოლა დღეს, 12 იანვარს, იტალიაში საავადმყოფოში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მას საავადმყოფოდან ჯერჯერობით ვერ გაწერენ, რადგან მისი მდგომარეობა კრიტიკულია […]
მინო რაიოლამ ჰოლანდის შესახებ მსოფლიო გრანდთან შეთანხმებას მიაღწია
უახლესი ინფორმაციების თანახმად, ერლინგ ჰოლანდის მომავალი უკვე გარკვეულია. აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროპულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ნორვეგიელი თავდამსხმელის ცნობილი აგენტი, მინო რაიოლა საქმეს აქტიურად აწარმოებს და ჰოლანდით დაინტერესებულ ერთ-ერთ კლუბთან წინასწარი შეთანხმება, ე.წ პაქტიც კი დადო. 21 წლის ფეხბურთელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშეა და მისი დამატებით რამდენიმე გრანდი, მათ შორის მადრიდის “რეალი” და “ბარსელონა” ინტერესდებიან. როგორც ირკვევა, […]
პატარა ჯიჯი დიდის ნაცვლად?
კორონავირუსის გავრცელების და შეწყვეტილი ტურნირების პარალელურად, ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა გუნდის გაძლიერებაზე მაინც ზრუნავს. “ბებერი ქალბატონის” მმართველები ზაფხულში მეკარის პოზიციაზე ცვლილებებს გეგმავენ. “ბიანკონერი” “მილანის” და იტალიის ნაკრების ახალგაზრდა კარის დარაჯის ჯანლუიჯი დონარუმას დამატებას აპირებს. იტალიის ბოლო 8 სეზონის ჩემპიონმა მიზანს შესაძლოა ყველაზე იოლი გზით მიაღწიოს. 21 წლის გოლკიპერს მშობლიურ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში უმთავრდება, “როსონერის” […]
პოგბა: ჩემი მიზანია ვაჩვენო “მანჩესტერს”, რომ მათ შეცდომა დაუშვეს…
“მანჩესტერ იუნაიტედისა” და პოლ პოგბას ექვსწლიანი ურთიერთობა დასარსულდა პოგბა ინგლისურ კლუბში 2016 წელს £80 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა . 226 შეხვედრაში ფრანგმა 39-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება. “მანჩესტერ იუნაიტედმა” რამდენჯერმე შესთავაზა ნახევარმცველს ახალი კონტარქტი, თუმცა შეთანხმება არ შედგა. პოლ პოგბა კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ამ ზაფხულს პოგბაზე ახალი დოკუმენტური ფილმი გამოვა. ნაშრომის სახელი “Pogmentary” იქნება და […]
პოლ პოგბა: “როცა არ იცი, რა ხდება გუნდის შიდა სამზარეულოში, არ უნდა ილაპარაკო”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი ვარსკვლავის, პოლ პოგბას აგენტმა მინო რაიოლამ ორშაბათს განაცხადა, რომ მის კლიენტს სეზონის ბოლოს “წითელი ეშმაკების” დატოვება სურს. Tuttosport-თან საუბრისას რაიოლამ აღნიშნა: “პოლი უკმაყოფილოა “იუნაიტედში” ყოფნით, ის ვერ ახერხებს საკუთარი თავის წარმოჩენას ისე, როგორც ეს თავად სურს და ისე, როგორც მისგან ელიან”. “მას გუნდის და გარემოს შეცვლა სჭირდება. მას გუნდთან აკავშირებს კონტრაქტი, რომელიც […]
პოლ პოგბას აგენტი სქოულზის კრიტიკას პასუხობს
მინო რაიოლა “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ ცენტრალურ ნახევარმცველის პოლ სქოულზის კრიტიკას პასუხობს. პოგბას აგენტმა სოციალურ მედიაში სტატუსი მას შემდეგ გამოაქვეყნა,რაც სქოულზმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა პოგბას კაპიტნობა “ბრაიტონტან” 3:2 დამარცხების შემდეგ. წითური პრინცის თქმით, წითლებში ლიდერების ნაკლებობაა, სწორედ ამიტომ გვიწევს ვიფიქროთ,რომ პოლ პოგბა იდეალური კანდიდატია კაპიტნობისთვის,მაგრამ ლიდერული უნარჩვევები მან (კვირას) აშკარად ვერ გამოავლინა. “მან კიდევ ერთი […]
რაიოლა – ბალოტელი შესაძლოა მონცას წარმატების შემოქმედი გახდეს
არაერთ სკანდალში გახვეული მარიო ბალოტელი, საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მორიგი ეპატაჟური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოექცა – ვეტერანმა იტალიელმა შემტევმა, სერია ბ-ს ბინადარი “მონცას” მაისური მოირგო. სკეპტიკოსების კრიტიკის მიუხედავად, მინო რაიოლა მიიჩნევს, რომ მარიო ბალოტელი შესაძლოა “მონცას” წარმატების მთავარი შემოქმედი გახდეს და ლომბარდიულ კლუბს ელიტაში აღზევებაში დაეხმაროს. “მონცას” სათავეში “მილანის” ყოფილი მმართველი ადრიანო გალიანი უდგას და […]
რაიოლა რეალში რევოლუციას გეგმავს
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. მსოფლიოსა და ევროპის მასშტაბით პრაქტიკულად ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმდა ან განუსაზღვრელი დროით შეწყდა. მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა სატრანსფერო აქტივობაზეც იქონიოს გავლენა, თუმცა ელიტური ტრანსფერების ეპიცენტრში კვლავ მინო რაიოლა იმყოფება. რაიოლას კლიენტებს შორის, მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჭარბობენ, რომლებიც ევროპის ტოპ კლუბების მნიშვნელოვანი პროექტების ნაწილი არიან. შესაძლოა რამდენიმე ვარსკვლავმა ზაფხულში კლუბი შეიცვალოს. […]
რაიოლა: “პოგბა სოლსკიაერის ტყვე არ არის”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის პოლ პოგბას ცნობილმა აგენტმა მინო რაიოლამ “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი გააკრიტიკა. “პოლი არც ჩემია და ცხადია არც სოლსკიაერის. პოგბა საკუთარ თავს ეკუთვნის. თქვენ არ გაქვთ უფლება რომ ადამიანი ძალით გააჩეროთ იქ სადაც გინდათ, თუნდაც ეს დიდი ბრიტანეთი და პრემიერლიგა იყოს. დიდი იმედი მაქვს, ოლე არ თვლის, რომ, პოგბა მისი […]