მინო რაიოლამ ჰოლანდის შესახებ მსოფლიო გრანდთან შეთანხმებას მიაღწია
უახლესი ინფორმაციების თანახმად, ერლინგ ჰოლანდის მომავალი უკვე გარკვეულია. აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროპულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ნორვეგიელი თავდამსხმელის ცნობილი აგენტი, მინო რაიოლა საქმეს აქტიურად აწარმოებს და ჰოლანდით დაინტერესებულ ერთ-ერთ კლუბთან წინასწარი შეთანხმება, ე.წ პაქტიც კი დადო. 21 წლის ფეხბურთელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშეა და მისი დამატებით რამდენიმე გრანდი, მათ შორის მადრიდის “რეალი” და “ბარსელონა” ინტერესდებიან. როგორც ირკვევა, […]
რაიოლა რეალში რევოლუციას გეგმავს
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. მსოფლიოსა და ევროპის მასშტაბით პრაქტიკულად ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმდა ან განუსაზღვრელი დროით შეწყდა. მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა სატრანსფერო აქტივობაზეც იქონიოს გავლენა, თუმცა ელიტური ტრანსფერების ეპიცენტრში კვლავ მინო რაიოლა იმყოფება. რაიოლას კლიენტებს შორის, მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჭარბობენ, რომლებიც ევროპის ტოპ კლუბების მნიშვნელოვანი პროექტების ნაწილი არიან. შესაძლოა რამდენიმე ვარსკვლავმა ზაფხულში კლუბი შეიცვალოს. […]
მინო რაიოლას ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია
მინო რაიოლა თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთში განსაკუთრებული პერსონაა, იგი მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე ცნობილი საფეხბურთო აგენტია. რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიელი აგენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ცნობილი გამოცემა “Gazzetta dello Sport”-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, მინო რაიოლა დღეს, 12 იანვარს, იტალიაში საავადმყოფოში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მას საავადმყოფოდან ჯერჯერობით ვერ გაწერენ, რადგან მისი მდგომარეობა კრიტიკულია […]
პოლ პოგბას აგენტი სქოულზის კრიტიკას პასუხობს
მინო რაიოლა “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ ცენტრალურ ნახევარმცველის პოლ სქოულზის კრიტიკას პასუხობს. პოგბას აგენტმა სოციალურ მედიაში სტატუსი მას შემდეგ გამოაქვეყნა,რაც სქოულზმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა პოგბას კაპიტნობა “ბრაიტონტან” 3:2 დამარცხების შემდეგ. წითური პრინცის თქმით, წითლებში ლიდერების ნაკლებობაა, სწორედ ამიტომ გვიწევს ვიფიქროთ,რომ პოლ პოგბა იდეალური კანდიდატია კაპიტნობისთვის,მაგრამ ლიდერული უნარჩვევები მან (კვირას) აშკარად ვერ გამოავლინა. “მან კიდევ ერთი […]
ფეხბურთელიც და მფლობელიც – ზლატანი სამშობლოში ბრუნდება
დიდი ალბათობით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი სულ მალე სამშობლოში დაბრუნდება. შვედ თავდამსხმელს “მილანთან” კონტრაქტი რამდენიმე დღეში უმთავრდება და მის კარიერაში უკვე მერამდენედ თავისუფალი აგენტი ხდება. შვედეთში დაბრუნების შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლა სკირა ავრცელებს, რომელიც წერს, რომ იბრა მალე “ჰამარბის” ფეხბურთელი გახდება, კლუბისა, რომლის მეწილეც რამდენიმე თვის წინ გახდა. უახლოეს დღეებში, ფეხბურთელი და თავისი აგენტი მინო რაიოლა […]
BREAKING | მინო რაიოლა გარდაიცვალა
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ცნობილი იტალიელი საფეხბურთო აგენტი – მინო რაიოლა გარდაიცვალა. ინფორმაცია მინო რაიოლას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რამდენიმე ოფიციალურმა წყარომ დაადასტურა. 54 წლის ასაკში გარდაცვლილი რაიოლა, ზლატან იბრაჰიმოვიჩის, ერლინგ ჰოლანდის, პოლ პოგბასა და სხვა საფეხბურთო ვარსკვლავების აგენტი იყო. BREAKING NEWS: Italian football agent Mino Raiola died after illness. He was agent of Ibrahimovic, Pogba, Haaland etc […]
მინო რაიოლა – “აიაქსთან დე ლიხტის წასვლის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია”
მატეის დე ლიხტის შეძენის მთავარ კანდიდატად “იუვენტუსი” სახელდება. “ბიანკონერიმ” ახალგაზრდა ჰოლანდიელი მცველის სანაცვლოდ “აიაქსს” 50 მილიონი ევრო შესთავაზა – თუმცა ამსტერდამელებმა ტრანსფერი დაბლოკეს. მატეის დე ლიხტის სანაცვლოდ, “აიაქსის” მესვეურებს გაცილებით უფრო მეტი თანხის მიღება სურთ. თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული საფეხბურთო აგენტის, მინო რაიოლას მტკიცებით “აიაქსთან” მატეის დე ლიხტის წასვლის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია. გავრცელებული ინფორმაციით, ამსტერდამელებსა და […]
50 ყველაზე გავლენიანი საფეხბურთო ფიგურა მსოფლიოში
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ France Football-მა ამჟამად მსოფლიო ფეხბურთში 50 ყველაზე გავლენიანი ფიგურის სია გამოაქვეყნა. ჩამონათვალში მოხვდნენ აქტივისტები, საფეხბურთო ფუნქციონერები, ბრენდები, მსაჯები, მენეჯმენტის თუ მედიის წარმომადგენლები, მწვრთნელები და რა თქმა უნდა, თავად ფეხბურთელები. სრული ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება: 50. ოქროს ბურთი. 49. ხალიდა პოპალი (აქტივისტი) 48. ჟან-მიშელ ოლასი (“ლიონის” პრეზიდენტი) 47. რუი პინტუ (Football Leaks-ის დამფუძნებელი) 46. […]
ფაბრიციო რომანო | მინო რაიოლა ცოცხალია
მინო რაიოლას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი – ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ მინო რაიოლა ცოცხალია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, იგი პირადად ესაუბრა იტალიელი აგენტის ექიმს, რომელმაც დაადასტურა, რომ რაიოლა ცოცხალია. დოქტორი ალბერტო ზანგრილო აღშფოთებულია იმ გარემოებით, რომ ადამიანის მდგომარეობით, რომელიც სიცოცხლისათვის იბრძვის, […]
მინო რაიოლა: დე ლიხტი, პოგბა, კინი…
საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი საუკეთესო აგენტი – მინო რაიოლა საუბრობს, რომ “იუვენტუსი” დე ლიხტისთვის საუკეთესო გუნდია, ასევე რაიოლამ არაფერი არ თქვა პოლ პოგბაზე, თუმცა თქვა, რომ დიდი ინტერესია 18 წლის მოისე კინზე, მაგრამ ჯერ-ჯერობით საუბრისგან თავს იკავებს. “ჩვენ არ გვიკითხავს დე ლიხტისთვის, თუ სად უნდოდა ყველაზე მეტად მას თამაში, თუმცა ახლა “იუვენტუსი” მისთვის საუკეთესო კლუბია. მას […]
მეცნიერებს ზლატან იბრაჰიმოვიჩის სხეულის აგებულების შესწავლა სურთ
2016 წელს, ევროპის ლიგის მეოთხედფინალში, “ანდერლეხტის” წინააღმდეგ გამართულ მეოთხედფინალურ მატჩში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ, როცა ზლატანს ექიმებმა დიაგნოზად მყესის გაწყვეტა დაუსვეს და მას სულ მცირე 9 თვის გამოტოვება მოუწევდა, ბევრს ეჭვი ეპარებოდა, რომ შვედი თავდამსხმელი ფეხბურთში დაბრუნებას ოდესმე კიდევ მოახერხებდა. თუმცა, იბრაჰიმოვიჩი დაბრუნდა და მერე როგორ? ჯერ იყო და MLS-ში ორ სეზონში 53 გოლი გაიტანა, […]
მინო რაიოლა გარდაიცვალა
იტალიელი საფეხბურთო აგენტი, მინო რაიოლა, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია რაიოლას ოჯახმა დაადასტურა. მინოს გარდაცვალების შესახებ ცნობები ხუთშაბათს რამდენიმე გავლენიანმა გამოცემამ გაავრცელა, თუმცა იმავე დღეს მისმა ოჯახის წევრებმა ინფორმაცია უარყვეს. რაიოლა არაერთი ცნობილი ფეხბურთელის აგენტი იყო, მათ შორის ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პოლ პოგბა და ერლინგ ჰოლანდი არიან. pic.twitter.com/xuZWBNA62N — Mino Raiola (@MinoRaiola) April […]