ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “დალასისა” და “ნიუ იორკის” დაპირისპირება შედგა. დალასში, “American Airlines Center“-ში გამართული დაძაბული და სანახაობრივი მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 126:121 დასრულდა. გასაკვირი არაა, რომ “დალასის” გამარჯვებაში ლომის წილი ლუკა დონჩიჩმა დაიდო, რომელიც მასპინძლებს ამჯერადაც მხსნელად მოევლინა, და რომელმაც ფანტასტიკური ასპარეზობით, NBA-ის ისტორია დაწერა. პარკეტზე გატარებულ 47:09 წუთში, დონჩიჩმა 60 ქულის, […]