საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებულია. გრაცის “შტურმის” ათიანმა ავსტრიის ბუნდესლიგის მე-18 ტურის ეგიდით, გურამ გიორბელიძის და ლუკა ლოჩოშვილის “ვოლფსბერგერის” წინააღმდეგ წაგებულ შეხვედრაში (1:2) მოედანი 65-ე წუთზე დატოვა. ავსტრიული მედიის ინფორმაციით, 24 წლის ქართველ ფეხბურთელს ფეხის კუნთის ტრავმა აწუხებს და ამის გამო ის რამდენიმე კვირას გამოტოვებს. ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, კიტეიშვილი საქართველოს […]