“ნაკრები არაფერ შუაშია, ბოლო მატჩებში უთამაშებლობის შემდეგ, ყველა ემოცია ერთად გამოვხატე” – ლოჩოშვილის კომენტარი აუსტრიასთან გოლის შემდეგ
ავსტრიის ბუნდესლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში, “ვოლფსბერგერმა” ვენის “აუსტრია” 5:3 დაამარცხა. გამარჯვებაში თავისი წვლილი ლუკა ლოჩოშვილმაც შეიტანა, რომელმაც მე-14 წუთზე, მეტოქის კარი აიღო და ახალი კლუბის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. შეხვედრის კიდევ ერთი გამორეული ეპიზოდი გოლის აღნიშვნა იყო, რომელმაც გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა. მატჩის დასრულების შემდეგ, აღნიშნულთან დაკავშირებით, 23 წლის ცენტრალურ მცველს Live.ge ავსტრიაში დაუკავშირდა და […]
12 ოქტომბერი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები პრიშიტინაში კოსოვოს დაუპირისპირდება. შეხვედრა 12 ოქტომბერს გაიმართება. ეს თარიღი კი ჩვენი ნაკრების ისტორიაში არცისე წარმატებულია. საქართველოს ეროვნული გუნდს ამ თარიღით ისტორიაში სულ 6 შეხვედრა აქვს გამართული, საიდანაც 3 წააგო, სამში კი ფრე ითამაშა. დეტალურად 12 ოქტომბრის სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: 1994 მეტოქე: ბულგარეთის ნაკრები ტურნირი: 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის […]
2019 წლის შეჯამება: ოთარ კიტეიშვილი
“გახარებული ვარ კიტეიშვილის წინსვლით, სწორედ ასეთი უნდა იყოს ახალბედა, რომელსაც გუნდში ადგილის დამკვიდრება სურს. შემადგენლობაში 11 კიტეიშვილი რომ მყავდეს, მშვიდად ვიქნებოდი” – ეს სიტყვები საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს ეკუთვნის. სლოვაკი სპეციალისტი და არა მხოლოდ ის, 23 წლის ფეხბურთელის პროგრესით აღფრთოვანებულია. თუ 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენთა შორის რომელიმე ფეხბურთელის ადგილი მოიძებნება, ეს სწორედ […]
FIFA 22 – ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი ცნობილია
FIFA 22-ში ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი ცნობილია. ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ვიდეოთამაშში წელს 18 წარმომადგენელი გვეყოლება. FIFA 22-ში საუკეთესო ქართველი რეიტინგის მქონე ქართველი გიორგი მაკარიძეა. “ალმერიას” მეკარის მონაცემი 75-ია. მაკარიძის შემდგომ საბა ლობჟანიძე (72) მოდის. აღსანიშნავია, რომ “ჰათაისფორის” ფეხბურთელი ქართველებს შორის ყველაზე სწრაფია (88). გარდა ამისა, საბას სუსტი ფეხი მაქსიმალურ, 5 დონეზე აქვს. FIFA 22-ში ერთი ახალი […]
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, რომელშიც “ჯვაროსნებმა” მეტოქე – 2:1 დაამარცხეს, ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა და მეორე გოლის ავტორმა, გიორგი აბურჯანიამ მატჩი შეაფასა და პირველი ემოციებიც გაამჟღავნა. “ეს გამარჯვება რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო. არამარტო მწვრთნელისთვის ასევე ჩვენთვის. ეს შედეგი მომავალი მატჩებისთვის თავდაჯერებას შეგვმატებს. ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლი ყველასთვის განსაკუთრებულია და ეს […]
დანაკლისი – საქართველოს ნაკრებს ფინალში ერთ-ერთი ლიდერი ვერ დაეხმარება
ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასამართ ფინალურ მატჩამდე სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. “შტურმის” ოფიციალური გვერდის თანახმად, ოთარ კიტეიშვილმა საზარდულის ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანზე ის 6 კვირის განმავლობაში ვერ გავა. იქიდან გამომდინარე, რომ ერთა ლიგის ფინალი 12 ნოემბერს გაიმართება, ვლადიმირ ვაისის გუნდი მაკედონიასთან ერთ-ერთი ლიდერის გარეშე ითამაშებს. “ეს ჩვენთვის ძალიან ცუდი ინფორმაციაა. ოთარმა ბოლო 3 თვეში მე-3 დაზიანება მიიღო. […]
ევროპა ლიგის 2021/2022 წლების სეზონის ჯგუფები ცნობილია
დღეს UEFA-ს შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის 2021/22 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ფინალურ ეტაპზე ევროპის 32 საუკეთესო გუნდი 8 ჯგუფში დაკომპლექტდა. შეგახსენებთ, რომ 2021/2022 წლების ევროპა ლიგის სეზონში, 3 ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. B ჯგუფში, სადაც ავსტრიული “შტურმი” მოხვდა, გუნდის კაპიტანი – ოთარ კიტეიშვილია, რომელმაც შესარჩევ ეტაპზე 2 გოლის გატანა შეძლო. რაც შეეხება “ფერენცაროშს”, უნგრული კლუბი […]
ერთა ლიგის წინ კიტეიშვილი და ხოჭოლავა მოედანს დაუბრუნდნენ
მოახლოებული სანაკრებო მატჩების წინ, ვილი სანიოლის გუნდის ორი მნიშვნელოვანი წევრი, დავით ხოჭოლავა და ოთარ კიტეიშვილი მოედანს დაუბრუნდნენ. გრაცის “შტურმის” ქართველი ნახევარმცველი ავსტრიის ჩემპიონატის გასულ ტურში, “ვოლფსბერგთან” წაგებულ 1:4 მატჩში მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა. ოთარს დიდი ხნის განმავლობაში ტრავმა ჰქონდა, რის შემდეგაც ის 24 აპრილს ისევ დაშავდა, მცირე პაუზის შემდეგ კი მოედანს კვლავ დაუბრუნდა. რაც შეეხება […]
კიდევ ერთი დებიუტანტი ეროვნული ლიგიდან – საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის თვეში საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – “ჯვაროსნები” რუმინეთისა და ნიდერლანდების ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრებისთვის, ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის კიდევ ერთი დებიუტანტი და ეროვნული ლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელი – წყალტუბოს “სამგურალის” 22 წლის თავდამსხმელი, სერგო კუხიანიძე. ფრანგი სპეციალისტის რჩეულთა ნუსხაში არ არის “ანორთოსისის” ფორვარდი, გიორგი ქვილითაია. საქართველოს […]
კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდშია
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ქართველმა ფეხბურთელმა “აუსტრიასთან” მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. Sofascore-ის თანახმად, ოთარის პერფომანსი გასული მატჩში 9,1 ქულით შეფასდა. საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა “სტ. პოლტენის” მარცხენა მცველთან ერთად ტურში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. კიტეიშვილის დუბლი “აუსტრიასთან”: მე-10 ტურის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება: მიმდინარე სეზონში კიტეიშვილის ანგარიშზე 6 მატჩში […]
კიტეიშვილი დაბრუნდა – ოთო მოედანზე გამორჩეული იყო
1 თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ოთარ კიტეიშვილი მოედანს დაუბრუნდა. ქართველმა ფეხბურთელმა ავსტრიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში “ადმირას” წინააღმდეგ ითამაშა. 24 წლის ნახევარმცველმა 21 თებერვალს კუნთის ტრავმა მიიღო. თავდაპირველი ვარაუდით, ის თამაშს აპრილამდე ვერ მოახერხებდა. საბედნიეროდ, კიტეიშვილმა ტრავმა დროზე ადრე მოირჩინა. ოთარი ვილი სანიოლმა სადებიუტო მატჩებისთვისაც გამოიძახა. რაც შეეხება მატჩს, “შტურმისა” და “ადმირას” შეხვედრა 0:0 დასრულდა. საქართველოს […]
კიტეიშვილი: “საბერძნეთთან მოსაგებად უნდა ვითამაშოთ”
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდი ქალაქ სალონიკიში 30 მარტს ჩარტერული ავიარეისით ჩავიდა და მატჩისწინა ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ ტუმბა არენაზე გამართა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა მატჩისწინა კომენტარი გააკეთა. “საბერძნეთის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული […]